Minstrel in the Gallery

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Minstrel in the Gallery

სტუდიური ალბომი - ჯეთრო ტალი
გამოცემის თარიღი 5 სექტემბერი 1975 (ბრიტანეთი)
8 სექტემბერი 1975 აშშ
ჩაიწერა აპრილი 1975, Masion Rouge Mobile (ევროპა)
ჟანრი პროგრესული როკი,[1][2] მძიმე როკი,[1] ფოლკ-როკი[3]
ხანგრძლივობა 45:11
ლეიბლი Chrysalis
პროდიუსერი იენ ანდერსონი
ჯეთრო ტალი - ქრონოლოგია
War Child
(1974)
Minstrel in the Gallery
(1975)
M.U. - The Best Of Jethro Tull
(1976)
სინგლები ალბომიდან Minstrel in the Gallery
  1. Minstrel in the Gallery/Summerday Sands
    გამოვიდა: 1975
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
AllMusic 4/5 stars[1]
Rolling Stone (არაკეთილგანწყობილი)[4]
Sounds (კეთილგანწყობილი)
Sputnik Music 4.5/5 stars[5]

Minstrel In The Galleryბრიტანული პროგრესული როკ-ჯგუფ ჯეთრო ტალის მერვე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1975 წელს. ჩაწერილია მონტე კარლოში, ადგილობრივი რადიოს დიდ ოთახში, რომელიც ერთი მხრიდან აივანზე გადიოდა. იენ ანდერსონი, მისი თქმით, ხშირად გადიოდა ამ აივანზე ხმის გასასინჯად ან თავისი აკუსტიკური გიტარის ჟღერადობის გასასწორებლად. აქედან დაერქვა ალბომს ეს სახელწოდება (ალბომის უკანა გარეკანზე სწორედ ამ აივანზე გადაღებული ფოტოა).

ანდერსონის თქმით, Minstrel In The Gallery მისი წინამორბედი ალბომის, War Child-ის ორკესტრული ჟღერადობის გაგრძელებაა, თუმცა უკვე უფრო დეტალური და შესაძლოა, უფრო სერიოზული თემებით სიმღერის ტექსტებისთვის.

მუსიკოსი იმასაც აღნიშნავს, რომ ეს, შესაძლოა ჯგუფის ყველაზე აკუსტიკურად ორიენტირებული ალბომია, რომელშიც საკმაოდ რთული იყო მძიმე, ჟღერად ინსტრუმენტებთან ერთად ფლეიტისა და იენის აკუსტიკური გიტარის გამოყენება. სიმღერაში Baker Street Muse, რომელიც თავის მხრივ სამ ნაწილადაა დაყოფილი: ( a) Pig-Me And The Whore ; b) Crash-Barrier Waltzer; c) Mother England Reverie) ეს ნათლად ჩანს.

2002 წელს გამოიცა Minstrel In The Gallery-ის ციფრული რმასტერი, მასში შეტანილი დამატებითი სიმღერები ჯგუფმა ძირითადად ალბომის სესიების დროს ჩაწერა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ისინი სტუდიური ალბომის საბოლოო ჩანაწერში ვერ მოხვდა. იენ ანდერსონმა Minstrel in the Gallery-ის ეს რემასტერი ჯგუფის ყოფილ ბას-გიტარისტ, ჯეფრი ჰემონდ ჰემონდს მიუძღვნა, რომელმაც ამ ალბომის დასრულების შემდეგ სამუდამოდ მიატოვა ბას-გიტარა და დაუბრუნდა თავის პირველ გატაცებას, ხატვას.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — იენ ანდერსონი, გარდა აღნიშნულისა. ავტორები მითითებულია ორიგინალური გამოცემის თანახმად..

მხარე 1
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. „Minstrel in the Gallery“ (ანდერსონი, მარტინ ბარი) 8:13
2. „Cold Wind to Valhalla“ 4:19
3. „Black Satin Dancer“ 6:52
4. „Requiem“ 3:45
მხარე 2
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. „One White Duck / 010 = Nothing at All“ 4:37
2. „Baker St. Muse
  • a)  Pig-Me and the Whore
  • b)  Nice Little Tune
  • c)  Crash Barrier Waltzer
  • d)  Mother England Reverie“
16:39
3. „Grace“ 0:37
  • ხუთივე დამატება შეტანილია კომპილაციაში 20 Years of Jethro Tull.

2015 წლის 40 წლიანი იუბილეს აღსანიშნავი გამოცემა La Grande Édition[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Bruce Eder. Jethro Tull - Minstrel in the Gallery (1975) album review, credits & releases at AllMusic.com. AllMusic. წაკითხვის თარიღი: 2015-05-01.
  2. Jethro Tull - Minstrel in the Gallery (1975/2002 Remaster) album review by Keith "Muzikman" Hannaleck at Sea of Tranquility - The Web Destination for Progressive Music!. SeaOfTranquility.org (2002-11-17). წაკითხვის თარიღი: 2015-05-01.
  3. vanderb0b. Jethro Tull - Minstrel in the Gallery (1975/2002 Remaster) album review at SputnikMusic.com. წაკითხვის თარიღი: 2015-05-07.
  4. Costa, Jean-Charles. (6 November 1975) Jethro Tull - Minstrel in the Gallery (1975) album review. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 14 December 2011.
  5. Jethro Tull - Minstrel in the Gallery (1975) album review. Sputnikmusic.com (2008-07-02). წაკითხვის თარიღი: 2015-05-01.