Living in the Past — ბრიტანულიპროგრესული როკ-ჯგუფ ჯეთრო ტალის ორმაგი ალბომი, რომელიც არის მისი საუკეთესო სიმღერების კომპილაცია. იგი 1972 წელს გამოვიდა. გარდა ცნობილი სიმღერებისა, ალბომში თავმოყრილია ჯგუფის იშვიათი სიმღერები, სინგლები და მათი B-მხარეებიც. ორი მათგანი, By Kind Permission Of და Dharma for One, ჩაწერილია კარნეგი-ჰოლში გამართულ კონცერტზე.
ალბომის სახელწოდება მომდინარეობს ამავე სახელწოდების სიმღერიდან, რომელიც ბრიტანეთში სინგლის სახით გამოიცა 1969 წლის მაისში. აღსანიშნავია გამოცემის ბუკლეტი, რომელსაც თან ახლდა 50-მდე ფოტოსურათი.
აშშ-ში ალბომი მოხვდა ჩარტის #3 ადგილზე და მოიპოვა ოქროს სტატუსი. სასათაურო კომპოზიცია იქცა ჯეთრო ტალის პირველ ჰიტად შტატებში, რომელიც მოხვდა 40 საუკეთესო სინგლის სიაში.
აშშ და ბრიტანული გამოცემების სიმღერების სიებში არსებული განსხვავების გამო, CD-გამოცემებშიც მნიშვნელოვანი განსხვავებები იყო. ვინაიდან Benefit-ის ორიგინალურ ამერიკულ CD-ზე არ იყო შეტანილი „Alive and Well and Living In“[5], Living in the Past-ის ზოგიერთ აშშ CD ვერსიაში იგი დამატებულია.[6] ყველა ერთდისკიანი გამოცემიდან ამოღებულია „Bourée“ და „Teacher“ - ალბომის ერთ დისკზე ჩასატევად, თუმცა ორივე ქვეყნის გამოცემაში არის „Inside“ - მანამდე გამოსული მხოლოდ ბრიტანულ გრამფირფიტაზე. 1997 წელს Mobile Fidelity Sound Lab-მა კომპილაცია ორმაგ CD-ზე გამოუშვა. მასში შევიდა როგორც ბრიტანულ, ასევე ამერიკულ ვერსიებში შესული ყველა სიმღერა.[7][8][9]
ბრიტანული ერთდისკიანი გამოცემა (Chrysalis UK 1990, CDP 32 1575 2)
სიმღერების იგივე სია, რაც ერთდისკიან ბრიტანულ გამოცემაში. დამატებულია „Alive and Well and Living In“, ხოლო „Locomotive Breath“-ს ენაცვლება „Hymn 43“.[6]
Mobile Fidelity Sound Lab-ის ვერსია (UDCD 2-708, 1997 წლის გამოცემა)