Too Old to Rock 'n' Roll: Too Young to Die!

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Too Old to Rock 'n' Roll: Too Young to Die!
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 23 აპრილი 1976
ჩაიწერა 1975
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 42:26
ლეიბლი Island Records (ბრიტანეთი)
Chrysalis/Capitol (აშშ)
პროდიუსერი იენ ანდერსონი
ჯეთრო ტალი — ქრონოლოგია
M.U. - The Best of Jethro Tull
(1976)
Too Old to Rock 'n' Roll: Too Young to Die!
(1976)
Songs from the Wood
(1977)
სინგლები ალბომიდან Too Old to Rock 'n' Roll: Too Young to Die!
  1. „Too Old to Rock 'n' Roll: Too Young to Die“
    გამოცემის თარიღი: 19 მარტი 1976 [1]

Too Old to Rock 'n' Roll: Too Young to Die!ბრიტანული პროგრესული როკ-ჯგუფ ჯეთრო ტალის მეცხრე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1976 წელს. ეს არის ჯგუფის პირველი ალბომი ბას-გიტარისტ ჯენ გლესკოკის მონაწილეობით, ისევე, როგორც ჯგუფის უკანასკნელი კონცეპტუალური ალბომი. მისი სიუჟეტი აღწერა რეი ლომასს, ასაკში შესულ როკ-მუსიკოსს[2]

ალბომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომი თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც როკ მიუზიკლი. მასში საუბარი იყო როკ ვარსკვლავ რეი ლომასზე, რომელიც ვიქტორინაში მოიგებს დიდი რაოდენობის ფულს. მაგრამ იგი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ საზოგადოება ისე შეიცვალა, რომ იგი არავის სჭირდება და იგი ვერ გაერთობა ამ ფულით ისე, როგორც ეს 1950-იანებში ხდებოდა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ლომასი შეეცდება თავი მოიკლას, მაგრამ გაურკვეველი დროით თავს ამოჰყოფს ჰოსპიტალში.

როდესაც იღვიძებს, იგი აღმოაჩენს, რომ ირგვლივ ყველაფერი შეიცვალა და მისი ჩაცმულობის სტილი და მუსიკა კვლავ პოპულარულია. პლასტიკური ქირურგიის დახმარებით იგი 20 წლით უფრო ახალგაზრდა ჩანს. იგი კვლავ იქცა სენსაციად და ახალგაზრდა თაობა ცდილობს მიბაძოს მას.

ალბომს თან ახლავს კომიქსის სახით წარმოდგენილი ისტორია. დისკის სიმღერების თანმიმდევრობა და მათში მოთხრობილი ისტორია სინამდვილეში არ ემთხვევა ამ კომიქსს.

იენ ანდერსონის თქმით, ეს ალბომი არ იყო მასზე, როგორც ასაკოვან სიმღერების ავტორზე, რადგან იმ პერიოდში იგი ახალგაზრდა იყო. მას უბრალოდ სურდა ჩვენება, თუ როგორ იცვლება თაობები და მუსიკალური გემოვნებები და რომ ძველი კვლავ ბრუნდება მოდაში[3].

კრიტიკოსების შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic3/5 stars [4]
Rolling Stone(შერეული) [5]
Melody Maker(შერეული) [6]
SputnikMusic3/5 stars [7]

Rolling Stone-ში არ მოეწონათ ალბომის „არეულ-დარეული“ სიუჟეტი. „იან ანდერსონმა უნდა მიაქციოს ყურადღება მუსიკას, ვინაიდან თხრობა აშკარად არ ეხერხება“. ამასთან, იგივე მიმოხილვაში ანდერსონის მუსიკალური კომპოზიციის აგების ნიჭს ხაზი გაესვა, ისევე, როგორც მარტინ ბარის გიტარის პარტიებს.[5]

კრის უელჩიც Melody Maker ალბომს არაერთგვაროვან შეფასებას აძლევდა. იგი წერდა, რომ „სურდა ბერიმორ ბარლოუს რიტმის თავისუფლება ან მოულოდნელობები მარტინ ბარის გიტარისგან“. ამავე დროს, იგი მაღალ შეფასებას აძლევდა ანდერსონის პოეზიას.[6]

AllMusic-ის მიმოხილვაში დისკს ეწოდება „ჯეთრო ტალის კატალოგში ერთ-ერთი უმნიშვნელო ექსპერიმენტი“.[4]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1976 წლის ორიგინალური გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — იენ ანდერსონი.

მხარე 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Quizz Kid“5:09
2.„Crazed Institution“4:48
3.„Salamander“2:51
4.„Taxi Grab“3:54
5.„From a Dead Beat to an Old Greaser“4:09
მხარე 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Bad-Eyed and Loveless“2:12
2.„Big Dipper“3:35
3.„Too Old to Rock 'n' Roll: Too Young to Die“5:44
4.„Pied Piper“4:32
5.„The Chequered Flag (Dead or Alive)“5:32

2002 წლის რემასტერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლის რემასტერის დამატებები
#სახელწოდებახანგრძლივობა
11.„A Small Cigar“3:39
12.„Strip Cartoon“3:19

2015 წლის გამოცემა TV special[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

CD 1: სტივენ უილსონის რემიქსი, ხუთი ორიგინალური სიმღერა და გამოუყენებელი სიმღერა
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Prelude“ 
2.„Quiz Kid“ 
3.„Crazed Institution“ 
4.„Salamander“ 
5.„Taxi Grab“ 
6.„From a Dead Beat to an Old Greaser“ 
7.„Bad-Eyed and Loveless“ 
8.„Big Dipper“ 
9.„Too Old to Rock'n'Roll: Too Young to Die!“ 
10.„Pied Piper“ 
11.„The Chequered Flag (Dead or Alive)“ 
12.„From a Dead Beat to an Old Greaser“ (ალბომის ორიგინალური სიმღერა) 
13.„Bad-Eyed and Loveless“ (ალბომის ორიგინალური სიმღერა) 
14.„Big Dipper“ (ალბომის ორიგინალური სიმღერა) 
15.„Too Old to Rock'n'Roll: Too Young to Die!“ (ალბომის ორიგინალური სიმღერა) 
16.„The Chequered Flag (Dead Or Alive)“ (ალბომის ორიგინალური სიმღერა) 
17.„Quiz Kid (ვერსია 1)“ (მონტე-კარლოს დუბლი) 
CD 2: სტივენ უილსონის რემიქსი - დაკავშირებული ჩანაწერები
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Salamander's Rag Time“ 
2.„Commercial Traveller“ 
3.„Salamander (ინსტრუმენტალი)“ 
4.„A Small Cigar (აკუსტიკური)“ 
5.„Strip Cartoon“ 
6.„One Brown Mouse (ადრეული ვერსია)“ (ორიგინალური მასტერ-ფირიდან) 
7.„A Small Cigar (ორკესტრირებული ვერსია)“ (ორიგინალური შავი მიქსი) 
8.„Too Old To Rock'n'Roll: Too Young To Die! (დემო)“ 
9.„Prelude“ (პირდაპირ გადატანილია ორიგინალური ფირებიდან) 
10.„Quiz Kid“ (პირდაპირ გადატანილია ორიგინალური ფირებიდან) 
11.„Crazed Institution“ (პირდაპირ გადატანილია ორიგინალური ფირებიდან) 
12.„Salamander“ (პირდაპირ გადატანილია ორიგინალური ფირებიდან) 
13.„Taxi Grab“ (პირდაპირ გადატანილია ორიგინალური ფირებიდან) 
14.„From A Dead Beat To An Old Greaser“ (პირდაპირ გადატანილია ორიგინალური ფირებიდან) 
15.„Bad-Eyed And Loveless“ (პირდაპირ გადატანილია ორიგინალური ფირებიდან) 
16.„Big Dipper“ (პირდაპირ გადატანილია ორიგინალური ფირებიდან) 
17.„Too Old To Rock'n'Roll: Too Young To Die!“ (პირდაპირ გადატანილია ორიგინალური ფირებიდან) 
18.„Pied Piper“ (პირდაპირ გადატანილია ორიგინალური ფირებიდან) 
19.„The Chequered Flag (Dead Or Alive)“ (პირდაპირ გადატანილია ორიგინალური ფირებიდან) 
DVD 1:
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Too Old To Rock'n'Roll: Too Young To Die?“ (ვიდეო - DTS / Dolby Digital 5.1 / Dolby Digital Stereo) 
2.„TV audio (სტერეო)“ (96/24 stereo PCM) 
3.„5 ორიგინალური სიმღერა ალბომიდან (5.1 მოცულობითი/სტერეო)“ (DTS / Dolby Digital 5.1 / 96/24 stereo PCM) 
DVD 2: დაკავშირებული ჩანაწერები და სხვა მასალა
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Salamander's Rag Time“ (DTS / Dolby Digital 5.1 / 96/24 stereo PCM) 
2.„Commercial Traveller“ (DTS / Dolby Digital 5.1 / 96/24 stereo PCM) 
3.„A Small Cigar (აკუსტიკური)“ (DTS / Dolby Digital 5.1 / 96/24 stereo PCM) 
4.„Strip Cartoon“ (DTS / Dolby Digital 5.1 / 96/24 stereo PCM) 
5.„Quiz Kid (ვერსია 1)“ (96/24 stereo PCM) 
6.„One Brown Mouse (ადრეული ვერსია) (ორიგინალური მასტერის მიქსი)“ (96/24 stereo PCM) 
7.„Salamander (ინსტრუმენტალი)“ (96/24 stereo PCM) 
8.„Strip Cartoon (ორიგინალური მასტერის მიქსი)“ (96/24 stereo PCM) 
9.„A Small Cigar (ორკესტრირებული) (ორიგინალური შავი მიქსი)“ (96/24 stereo PCM) 
10.„Too Old To Rock'n'Roll: Too Young To Die (დემო)“ (96/24 stereo PCM) 
11.„1976 წლის ორიგინალური კვადროჩანაწერი / DTS 4.0 / Dolby Digital AC3 4.0“ 
12.„1976 წლის ორიგინალური გრამფირფიტის ასლი - 96/24 stereo PCM.“ 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hung, Steffen. Jethro Tull - Too Old To Rock 'N' Roll, Too Young To Die. ციტირების თარიღი: 1 ივნისი 2021
  2. Jethro Tull - Too Old to Rock ‘n’ Roll: Too Young to Die! (23 აპრილი 1976). JethroTull.com (1976-04-23). ციტირების თარიღი: 2015-05-01.
  3. Jethro Tull Press: Guitar World - Tull Tales (სექტემბერი 1999). TullPress.com.
  4. 4.0 4.1 William Ruhlmann. Jethro Tull - Too Old to Rock 'n' Roll: Too Young to Die! (1976) album review, credits & releases. AllMusic. ციტირების თარიღი: 2015-05-01.
  5. 5.0 5.1 McGee, დევიდ (26 აგვისტო 1976). „Jethro Tull - Too Old to Rock 'n' Roll: Too Young to Die! (1976) album review“. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 2015-05-01.
  6. 6.0 6.1 Jethro Tull Press: Jethro Tull - Too Old to Rock 'n' Roll: Too Young to Die! (1976) album review by Chris Welch on Melody Maker (8 მაისი 1976). TullPress.com (1976-05-08). ციტირების თარიღი: 2015-05-01.[მკვდარი ბმული]
  7. Jethro Tull reviews, music, news. SputnikMusic.com. ციტირების თარიღი: 2015-05-01.