შინაარსზე გადასვლა

The Beatles (ტელესერიალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
The Beatles

კადრი სერიალიდან. მარცხნიდან - ჯონ ლენონი, რინგო სტარი, ჯორჯ ჰარისონი და პოლ მაკ-კარტნი
ჟანრი კომედია, ანიმაციური სერიალი, საბავშვო სერიალი, როკ-მუსიკა
ავტორი ალ ბროდექსი, სილბან ბაკი
სცენარი დენის მარქსი
ჯეკ მენდელსონი
ჰეივუდ კლინგი
ბრიუს ჰოვარდი
გახმოვანება პოლ ფრიზი (ჯონ ლენონი, ჯორჯ ჰარისონი), ლენს პერსივალი (პოლ მაკ-კარტნი, რინგო სტარი)
თემის კომპოზიტორი The Beatles
მთავარი თემა "The Beatles Opening Theme" (1964)
ფინალური თემა "The Beatles End Theme" (1964)
ქვეყანა აშშ, გაერთიანებული სამეფო, ავსტრალია
ენა ინგლისური
სეზონი 3
ეპიზოდი 39
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი ალ ბროდექსი
ხანგრძლივობა 18 წთ.
კომპანია King Features Syndicate
Artransa/Graphik
Canawest Studios
TVC London
ეთერი
ორიგინალური არხი ABC
ABC (ავსტრალია)
აუდიო ფორმატი მონო
ეთერში 25 სექტემბერი 1965 — 9 მაისი 1969


The Beatles — ამერიკული ანიმაციური ტელესერიალი, რომელშიც მოთხრობილია ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის გამოგონილი თავგადასავლები. იგი გადიოდა 1965-1969 წლებში, აშშ-ის ABC-ზე. ჩვენება დასრულდა 1969 წლის 7 სექტემბერს. ეთერში სულ 39 ეპიზოდი გავიდა. სერიალი გადიოდა ყოველ შაბათს, დილის 10:30-ზე. მესამე სეზონიდან (1967) იგი ეთერში გადიოდა 12:00-ზე. მეოთხე სეზონში (რომელიც შედგებოდა განმეორებითი ჩვენებებისგან) სერიალს აჩვენებდნენ კვირას, 9:30-ზე.[1]

სერიალის ყოველი ეპიზოდი უკავშირდებოდა ჯგუფის რომელიმე სიმღერას და მის ტექსტს. 1986-1987 წელს იგი MTV-ზე და Disney Channel-ზე გადიოდა.[1] აღსანიშნავია, რომ ეს აგრეთვე იყო პირველი ანიმაციური სერიალი, რომლის მთავარი პერსონაჟების პროტოტიპები ნამდვილი, იმ პერიოდში მოღვაწე პიროვნებები იყვნენ.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 TV.com.[მკვდარი ბმული]
  2. Animators & Creators.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 2015-12-26.