Stug III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
StuG III Ausf. F/8 (Sd.Kfz.142/1) ბელგრადის სამხედრო მუზეუმი, სერბეთი

StuG III (Sturmgeschütz III) — თავდასხმის იარაღი, Sd.Kfz. 251 ნახევრად-მუხლუხიანის შემდეგ გერმანიის მიერ ყველაზე წარმოებადი ჯავშნიანი საბრძოლო მანქანა მეორე მსოფლიო ომში. შექმნილია Panzer III-ის ჩარჩოზე, რომლის ზედა ნაწილიც შეცვლილი იყო უკეთესი წარმადობის მქონე იარაღით. ასევე გამოიყენებოდა როგორც მცირე ზომის შემტევი იარაღი ქვეითი ჯარის დასაზღვევად, როგორც მოგვიანებით Jagdpanzer–ი Stug III-იც ხშირად განიცდიდა ცვლილებებს, ითვლებოდა ტანკების გამანადგურებელად.

განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Sturmgeschütz წარმოიშვა გერმანიის პირველი მსოფლიო ომის გამოცდილებიდან, როდესაც აღმოჩნდა, რომ დასავლურ ფრონტზე თავდასხმის დროს ქვეით ჯარს არ ჰქონდა შესაბამისი აღჭურვილობა, რათა ეფექტიანად განეხორციელებინა თავდასხმა მოწინააღმდეგეზე. იმ დროის არტილერია შედარებით მძიმე და ნაკლებად სწრაფი იყო ქვეითი ჯარების დასაზღვევად, რაც გულისხმობდა მოწინააღმდეგის ბუნკერებისა და სხვა პატარა სამალავის განადგურებას ერთი გასროლით, თუმცა ეს პრობლემა კარგად იყო ცნობილი გერმანული არმიისთვის. გერმანელი გენერალი ერიკ ფონ მანშტეინი, რომელიც ითვლებოდა Sturmatillerie-ის (არტილერიით თავდასხმა) მამად, პირველმა განაცხადა ამ პრობლემის შესახებ და წარმოადგინა გენერალ ლუდვიგ ბექის წინაშე 1935 წელს, მან განაცხადა რომ Sturmatillerie-ის ერთეულებს უნდა მოერგოთ პირდაპირი თავდასხმის როლი, ქვეითთა ჯარის დასახმარებლად. 1936 წლის 15 ივნისს, Daimler-Benz AG-მა მიიღო შეკვეთა, რომელიც ავალებდა კომპანიას შეექმნა ჯავშნიანი მანქანა ქვეითი ჯარის დასახმარებლად, რომელზედაც შესაძლებელი იქნებოდა 75 მილიმეტრი კალიბრის მქონე იარაღის დამონტაჟება. იარაღის სტრუქტურა მთლიანად შეიცვალა, ამიერიდან ლულას მხოლოდ 25 გრადუსით შემოტრიალება და ასევე ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოებით უზრუნველყოფა შეეძლო. ამ მანქანის სიმაღლე არ აღემატებოდა საშუალო ჯარისკაცის სიმაღლეს.

Daimler-Benz AG-მა, როგორც საფუძველი, გამოიყენა წინამორბედი Panzer III საშუალო ზომის ტანკის ჩარჩო და გადამცემთა კოლოფი ახალი მანქანის ასაწყობად. ეს პროტოტიპი გადაიგზავნა Alkett-ში, რომელმაც ამ ჯავშნიანი მანქანის 5 პროტოტიპი გამოუშვა 1937 წელს, Panzer III Ausf. B-ს ჩარჩოზე. რომელიც გამოირჩეოდა რბილი ფოლადის სტრუქტურით, ჰქონდა Krupp-ვით მოკლე ლულა და Howitzer-ის მსგავსი შეხედულება, 7.5 cm Stuk 37 L/24 ზარბაზნით. ამ იარაღით წარმოებული მანქანები ასევე ცნობილნი იყვნენ როგორც: Gepanzerte Selbstfahrlafette für Sturmgeschüatz 7.5 cm Kanone Ausführung A bis D (Sd.Kfz. 142). იმ დროს როდესაც Stug-ი ითვლებოდა თვითმავალ არტილერიად, ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი თუ გერმანული ჯარის რომელ დანაყოფს უნდა ემართა ის. Panzerwaffe-ს (ბრონირებული ტექნიკის სამმართველო), რომელიც განაგებდა მუხლუხოიან საბრძოლო იარაღებს, არ ჰქონდა რესურსები რათა ჩამოეყალიბებინა Stug-ის ერთეულები. შეთანხმდნენ, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ მას არტილერიის ნაწილს გახდიდნენ. საბოლოოდ ჩამოყალიბდა Stug-ის ბატალიონები (მოგვიანებით "ბრიგადებად" წოდებული დეზიფორმაციის მიზეზით), ისინი მოქმედებდნენ საკუთარი დებულებით. მისი ძირითადი დანიშნულება პირდაპირი შეტევა და ქვეითი ჯარის დაზღვევა იყო. მოგვიანებით კი გამოიყენებოდა ტანკსაწინააღმდეგო იარაღად.

ზოგადად Stug-ი შეიქმნა ქვეითი ჯარის დასაზღვევად, ამიტომაც მის თავდაპირველ მოდელებს ჰქონდათ დაბალსიჩქარიანი 7.5 cm StuK 37 L/24 იარაღი. დაბალსიჩქარიანი ჭურვები მზადდებოდა თხელი ფოლადისგან, რომელშიც ჩაშენებული იყო დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება, რათა დიდი რაოდენობით, ნაკლებად დაცული ობიექტების ადვილად განადგურება შეძლებოდა. ასეთ ჭურვებს არ შეეძლოთ ჯავშანტექნიკის გახვრეტა. როდესაც გერმანელები ახალ დაბრკოლებას გადააწყდნენ Kv-1სა და T-34ის სახით, Stug-ს 1942 წლის ზაფხულიდან ამავე წლის შემოდგომამდე დაუმაგრეს მაღალსიჩქარიანი 7.5 cm Stuk 40 L/43 მთავარი იარაღი, რომელსაც შემდეგ მოჰყვა შედარებით გრძელი 7.5 cm StuK 40 L/48 იარაღი. ეს მაღალსიჩქარიანი იარაღები Panzer IV იარაღს ჰგავდა, მაგრამ მათ მიერ გამოყენებულ სქელი ფოლადის მქონე, მაღალსიჩქარიან ჭურვებში მოთავსებული იყო ნაკლები რაოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერება, რის გამოც იგი ნაკლებად ფეთქდებოდა და ის ნაკლებად ეფექტიანი იყო ქვეითი ჯარის გასანადგურებლად. Stug-ის ეს ვერსიები ცნობილი იყო 7.5 cm Sturmgeschütz 40 Ausf.F, Ausf. F/8 and Ausf.G (Sd.Kfz.142/1)ის სახელით. ქვეითი ჯარის შემოტევისგან თავდასაცველად 1942 წლის დეკემბრიდან Stug III Ausf. G-ს უმაგრებდნენ 7.92mm MG34 ავტომატს. ზოგიერთ F/8 მოდელებს ავტომატის ნაცვლად ფარი ჰქონდათ დამაგრებული. მოგვიანებით Stug III Ausf. G-ის მოდელებს ემაგრათ კოაქსიალური 7.92 mm MG34-ები.

Sturmgeschütz-ად წოდებული საბრძოლო მანქანები, შედარებით იაფი და ადვილად ასაგები იყო იმ დროის თანამედროვე გერმანულ ტანკებთან შედარებით; Stug III ღირებულება 82 500 RM-ს შეადგენდა, იგი Panzer III-ზე იაფი იყო, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 103 163 RM-ს. ეს გამოწვეული იყო იარაღის განლაგებით, ასეთმა განლაგებამ განაპირობა მისი წარმოების გაადვილება და შესაძლებელი გახადა მის ჩარჩოზე დიდი ზომის იარაღების დამაგრება. ომის დასასრულს დაახლოებით 11 300 Stug III და Stuh 42 იქნა აგებული.

ოპერატიული ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Sturmgeschütz III თავდასხმის იარაღები ეფექტიანი აღმოჩნდა და ფრონტის ხაზზე გამოიყენებოდა, როგორც თავდასხმის იარაღად, ასევე ტანკების გამანადგურებლად. პატარა ზომების გამო, Stug III ადვილად შესანიღბი და მოწინააღმდეგე ტანკებისთვის ძნელად გასანადგურებელი სამიზნე იყო. 1945 წლის 10 აპრილისთვის, 1053 Stug III და 277 Stuh 42 მსახურობდა გერმანელთა არმიაში. სხვა გერმანულ მძიმე ტანკებთან შედარებით, მისი იარაღი დაბალი ფასის მიუხედავად დიდი წარმადობით გამოირჩეოდა, ნაკლებად მანევრირებადი ლულის გამო ამ ტანკს გააჩნდა რამდენიმე მინუსი თავდასხმის დროს. მეორე მსოფლიო ომში გერმანელების სიტუაციის გაუარესების შემდეგ, დაიწყო Stug IIIის მასიური გამოშვება.

1943 და 1944 წლებში, ფინეთის არმიამ გერმანიისგან მიიღო 59 Stug III Ausf. Gs, რომელიც გამოიყენეს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ფინელებმა 1943 წელს 30, ხოლო 1944 წელს 29 ტანკი მიიღო გერმანიისგან. 1943 წელს, ბრძოლის დროს, განადგურდა 87 მოწინააღმდეგის ტანკი, როდესაც ფინეთმა მხოლოდ 8 Stug-ი დაკარგა (რამდენიმე მათგანი განადგურდა ეკიპაჟის მიერ, რადგან ის მოწინააღმდეგეს ხელში არ ჩავარდნოდა). 1944 წლის Stug-ებს დიდად არ მიუღიათ მონაწილეობა ბრძოლებში. ომის შემდეგ, 1960-იან წლებამდე Stug-ი ფინეთის მთავარი საბრძოლო ტექნიკა იყო. მათ მოგვიანებით ზედმეტსახელად ეწოდა „Sturmi“.

1943 წლის შემოდგომით რუმინეთმა ასი Stug III Ausf. G მიიღო. რუმინეთში იგი ცნობილი იყო TAs-ის ან TAs T3-ის სახელით რათა თავიდან აერიდებინათ დაბნეულობა, რომელიც შესაძლოა Tas T4-ს გამოეწვია. 1945 წლის თებერვლისთვის, ცამეტ ერთეულს ჯერ კიდევ იყენებდა მეორე ჯავშანტექნიკის პოლკოვნიკი. ტანკების თავდაპირველი პარტიიდან, ბრძოლის დამთავრების შემდეგ, არც ერთი გადარჩენილა. 1947 წლის ნოემბერში 31 TAs-ი ჯარის ინვენტარში იმყოფებოდა. TAs-ის 31 ტანკიანი ინვენტარი შედგებოდა StuG III Ausf. G-ისა და Panzer IV/70 (V)-სგან, რომელიც ცნობილია როგორც TAs T4. ისინი აღჭურვილი იყო წითელი არმიელებით ან რუმინეთის არმიის მიერ აღდგენილი დაზიანებული ტანკები გახლდათ. 1954 წელს წითელმა არმიელებმა გერმანული აღჭურვილობა გაანადგურა, მიზეზი კი იყო მათი გადაწყვეტილება, გამოეყენებინათ მხოლოდ საბჭოთა ჯავშანტექნიკა.

Stug III აგრეთვე ექსპორტირდა სხვა ქვეყნებში, როგორიც არის ბულგარეთი, უნგრეთი, იტალია და ესპანეთი. ამავდროულად უამრავი Stug III-ი იუგოსლავ პარტიზანებს მოუპარავთ. მოპარულ ტანკებს კი იუგოსლავი ხლახის არმია იყენებდა 1950 წლამდე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საბჭოთა კავშირმა მათ მიერ შეპყრობილი ტანკები გადასცა სირიას, რომელმაც გააგრძელა მათი გამოყენება, სხვა ჭარბი რაოდენობის საბრძოლო ჯავშანტექნიკასთან ერთად (როგორიცაა გრძელ ლულიანი Panzer IV და T-34-85s) 1950-იანი წლებიდან წყლის რესურსების ომამდე ისრაელის წინააღმდეგ 1960-იან წლებში. ექვს დღიან ომამდე, თითოეული მათგანი გაანადგურეს, ან ნაწილებად დაშალეს ან გადაიტანეს გოლანის მაღლობებში ყუთების სახით.

ვარიანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

StuG III დრეზდენის ისტორიული სამხედრო მუზეუმი.

Stug III-ის პროტოტიპები აგებული იყო Panzer III Ausf. B-ის ჩარჩოზე, მას ჯამში აქვს 16 ბორბალი, 360 მილიმეტრის სიგანის მუხლუხო და 14.5 მილიმეტრი სისქის, ფოლადის ზედასტრუქტურა. დამაგრებული აქვს 7.5 cm StuK 37 L/24 იარაღი. თუმცა არ არის შესაფერისი ბრძოლისთვის, 1941 წლის მიწურულს გამოიყენებოდა წრთვნებისთვის.

Stug III Ausf. A იწარმოებოდა 1940 წლის იანვრიდან, ამავე წლის მარტამდე, Daimler-Benz-ის მიერ. პირველად იგი გამოჩნდა საფრანგეთის კამპანიის წინააღმდეგ ომის დროს. Stug III Ausf. A იყენებდა განახლებულ 5.ZW ჩარჩოს, განახლებული წინა ჯავშნით (50 მილიმეტრი სისქის). ამ დასახელების ბოლო ექვსი საბრძოლო მანქანის ჩარჩო გადმოიღეს Panzer Ausf. G-ის წარმოებიდან.

StuG III, Ausf. A.

StuG III Ausf. B (Sd.Kfz 142; იწარმოებოდა 1940 წლის ივნისიდან 1941 წლის მარტამდე, სულ გაკეთდა 300 ამ ტიპის ტანკი, მწარმოებელი AlkeTT-ი) განახლებული 7./ZW ჩარჩო, გაფართოებული მუხლუხოებით (380 მილიმეტრი). ორი რეზინის ბორბლები შესაბამისად გაფართოვდა 520 x 79 მილიმეტრიდან 529 x 95 მილიმეტრამდე. ორივე ტიპის ბორბლები ურთიერთშემცვლელი იყო. პრობლემატური 10-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი შეიცვალა 6-სიჩქარიანით. წინასვლის ლილვაკების ადგილმდებარეობა შეიცვალა, რამაც გამოიწვია ტანკის ვერტიკალურად მობრუნების დროის შემცირება მანამ, სანამ მუხლუხოს არ დაუმატეს წინ სვლის კბილანა, ამით ასევე შეამცირეს ტანკის მუხლუხოს გაფუჭების შანსიც. შუა წარომებისას Ausf. B მოდელების ორიგინალი კბილანა, რომელიც შედგებოდა რვა წამყვანი მრგვალი ხვრელისგან, შეიცვალა ექვსი წამყვანი, ხაჭაპურის ნაჭერის მსგავსი, ხვრელის მქონე კბილანებით. ახალ ბორბლებზე შესაძლებელი იყო როგორც 380 მილიმეტრი სიგანის მუხლუხოს, ასევე 400 მილიმეტრი სიგანის მუხლუხოს დამაგრება. 380 მილიმეტრის სიგანის მუხლუხო არ იყო უცხო ახალი ბორბლებისთვის, მანქანის ნომერი 9011 გვიჩვენებს რომ ძველ ბორბლებზეც მაგრდებოდა 380 მილიმეტრის სიგანის მუხლუხოები.

StuG III Ausf. C (Sd.Kfz 142; იწარმოებოდა 1941 წლის აპრილში, გამოიშვა 50 ამ ტიპის ტანკი) მსროლელის წინ გასახედი, მძღოლის დამცავი მინის მაღლა, იყო ერთგვარი ხაფანგი, ამგვარად ტანკის ზედასტრუქტურას დაემატა ღია ნაწილი, მსროლელის პერისკოპისთვის.

StuG III Ausf. D (Sd.Kfz 142; იწარმოებოდა 1941 წლის სექტემბერში. გამოიშვა 150 ამ ტიპის ტანკი), უბრალოდ Stug III Ausf. C, პატარა ცვლილებებით.

StuG III Ausf. E (Sd.Kfz 142; იწარმოებოდა 1941 წლის სექტემბრიდან 1942 წლის თებერვლამდე, გამოიშვა 284 ამ ტიპის ტანკი) ზედასტრუქტურის გვერდებს დაემატა გაფართოებული მართკუთხა დაცული ყუღები რადიო გადამცემებისთვის. გაფართოებული ადგილის ხარჯზე, ტანკში დამატებით კიდევ ექვსი ჭურვის შენახვა გახდა შესაძლებელი (ამიერიდან ტანკს 50 ჭურვის გადატანა შეეძლოო) ამას პლიუს ტყვიამფრქვევი. მოწინააღმდეგე ქვეითი მებრძოლებისგან თავის დასაღწევად, ერთი MG 34 და შვიდი დოლის ტიპის მჭიდი ინახებოდა უკანა მარჯვენა საბრძოლო განყოფილებაში.

StuG III Ausf. F (Sd.Kfz 142/1; იწარმოებოდა 1942 წლის მარტიდან, სექტემბრამდე, გამოიშვა 366 ამ ტიპის ტანკი) ასეთი StuG-ი იყენებს გრძელ 7.5 cm StuK 40 L/43 იარაღს, რომელიც ისვრის ჯავშანმხვრეტ Panzergranatpatrone 39-ს. Stuk 40 L/43-ს შეუძლია 500 მეტრიდან, ვერტიკალურად 30°-ით დახრილი, 91 მილიმეტრი სისქის ჯავშანის გახვრეტა, ასევე შეუძლია გახვრიტოს 82 მილიმეტრის სისქის ჯავშანი 1000 მეტრიდან, 72 მილიმეტრის სისქის ჯავშანი 1500 მეტრიდან, 63 მილიმეტრის სისქის ჯავშანი 2000 მეტრიდან, რაც Ausf. F ვერსიებს აძლევს საშუალებას განახორციელოს შეტევა ნებისმიერ საბჭოთა კავშირის ტანკზე, ნორმალური საბრძოლო დიაპაზონიდან. ამ ცვლილებამ განაპირობა ტანკის დანიშნულების შეცვლაც, ამ შემთხვევაში SutG-ი ირგებს ტანკების გამანადგურებლის როლს, მისი თავდაპირველი დანიშნულება (ქვეითი ჯარის დაზღვევა) კი ნელ-ნელა იკარგება. ინტესიურად ჭურვის გასროლის შემდეგ, ტანკში დიდი რაოდენობით კვამლი დგებოდა, მის მოსაშორებლად კი სახურავზე დაემატა გამონაბოლქვის გამწოვი. 1942 წლის ივნისიდან, დამატებით 30 მილიმეტრის სისქის ფირფიტები დაემატა წინა 50 მილიმეტრი სისქის ჯავშანს. 1942 წლის ამავე თვიდან Ausf. F ვერსიებს 334 მილიმეტრით გრძელი 7.5 cm StuK 40 L/48 იარაღი უმაგრდებოდათ, რომელიც ისვრიდა იგივე დასახელების ჭურვებს, მაგრამ მისი წარმადობა გაიზარდა. შესაბამისად იგივე მანძილებიდან იგივე ვერტიკალური დახრილობით, ხვრეტდა 96 მილიმეტრის, 85 მილიმეტრის, 74 მილიმეტრისა და 64 მილიმეტრის სისქის ჯავშანს.

StuG III Ausf. F/8 (Sd.Kfz 142/1; იწარმოებოდა 1942 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე. გამოიშვა 250 ამ ტიპის ტანკი) შეიცვალა ტანკის კორპუსის დიზაინი, ამიერიდან გამოიყენებოდა Panzer III Ausf. J / L-ის კორპუსი გაძლიერებული უკანა ჯავშნით. ეს იყო Panzer III-ის კორპუსის მერვე ვერსია, ამგვარად აღინიშნა როგორც "F/8". აგრეთვე კორპუსს აქვს გვერდებზე დამაგრებული საქაჩი კაკვები. 1942 წლის ოქტომბრიდან, 30 მილიმეტრის სისქის ფირფიტები დამატებითი ჭანჭიკების მეშვეობით მაგრდებოდა (წარმოების დასაჩქარებლად). F/8 ვერსიებიდან Ausf. G ვერსიების ბოლომდე იყენებდნენ სტანდარტულ 7.5 cm StuK 40 L/48 იარაღს.

StuG III Ausf. G (Sd.Kfz 142/1; იწარმოებოდა 1942 წლის დეკემბრიდან, 1945 წლის აპრილამდე, დაახლოებით გამოიშვა 8423 ტანკი, საიდანაც 142 ააგეს Panzer III Ausf. M-ის ჩარჩოზე, 173 კი გადმოკეთდა Panzer III-დან) საბოლოო და ყველაზე გავრცელებული StuG-ის სერია. მოხდა ზედასტრუქტურის გაფართოება: მოაშორეს ორივე მხარეს მიდუღებული ყუთები. ახალმა ზედასტრუქტურამ გამოიწვია ტანკის ამაღლება 2160 მილიმეტრამდე. საბრძოლო განყოფილების უკანა დახრილი მხარე გაასწორეს, სავენტილაციო პროპელერი ზედასტრუქტურიდან საბრძოლო განყოფილებაში გადაიტანეს. 1943 წლის თებერვლიდან Alkett-ს შეუერთდა MIAG-იც, როგორც დამხმარე ტანკების მწარმოებელი. 1943 წლის მარტიდან მოაშორეს მძღოლის პერისკოპი. ამავე წლის მაისიდან, G მოდელების კორპუსის გვერდითა ნაწილებს Schürzen-ი (გამოყოფილი ჯავშნის ფირფიტები) დაემატა. ასეთი ტიპის ჯავშანს რუსული ტანკსაწინააღმდეგო იარაღებისგან თავდაცვისთვის იყენებდნენ. გვერდითა ფირფიტები ასევე დაუმატეს ზოგ Ausf. F/8 მოდელებსაც, ამით ამზადებდნენ ამ მოდელებს, სხვა Stug-თან და ტანკებთან ერთად ფრონტის ხაზზე გასაყვანად 1943 წელს კურსკის ბრძოლისთვის. Schürzen-ის მონტაჟი არაადეკვატური აღმოჩნდა, რადგან მათი უმეტესობა ბრძოლაში დაიკარგა. 1944 წლის მარტიდან, დაინერგა დამაგრების ახალი სტილი; ამიტომაც 1943 წლის მაისიდან გვერდითა ფირფიტები ხშირად გვხვდება StuG Ausf. G-ის გვიან მოდელებში. წინა ორფირფიტიანი ჯავშნის მაგივრად (50 მილიმეტრს + 30 მილიმეტრი) იყენებდნენ ერთფირფიტიან 80 მილიმეტრის სისქის ჯავშანს. მაგრამ არსებობდა დასრულებული 50 მილიმეტრის სისქის ჯავშნიანი StuG-ებიც. რომელზედაც ჯერ კიდევ საჭირო იყო 30 მილიმეტირის სისქის ფირფიტის დამაგრება. რამდენიმე StuG-ს მბრძანებლისთვის დაემატა მბრუნავი თავი პერისკოპებით, თუმცა 1943 წლის სექტემბრიდან მბრუნავი საკისრების დეფიციტის გამო (რაც შვაინფურტ-რეგენსბურგის მისიამ გამოიწვია), იძულებულნი გახდნენ ტანკის თავი ტრადიციულად დაედუღებინათ. ტანკის თავის დასაცავად ტყვიების ამსხლეტის დამაგრება 1943 წლის ოქტომბრიდან დაიწყეს, მბრუნავი საკისრებიანი თავების დადუღება კი 1944 წლის აგვისტოდან განახლდა. StuG-ის იმ ნაწილს, რომელსაც თავზე ამსხლეტი არ ემაგრა, მიამაგრეს მუხლუხოს ნაწილები მეტი დაცვისთვის.

1942 წლის დეკემბრიდან ტყვიამფრქვევს ოთხკუთხედი ფარი დაემატა, ამიტომაც შესაძლებელი გახდა MG34-ის პირდაპირ ტანკზე მიმაგრება. F/8 მოდელებს ეკიპაჟის წევრების მიერ მიმაგრებული ჰქონდათ ტყვიამფრქვევის დამცავი ფარი. გადამტენის ტყვიამფრქვევის ფარი მოგვიანებით შეცვალეს მბრუნავი ტყვიამფრქვევის დამჭერით, რომლის მართვაც გადამტენს მანქანის შიგნიდან შეეძლო პერისკოპიდან გახედვით. მოძრავმა ტყვიამფრქვევმა დიდი პოპულარობა ჰპოვა, ამიტომაც 1944 წლის ზაფხულიდან დაიწყეს მათი დამაგრება StuG-ის ყველა ტანკზე.

შემდგომი ვარიანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1942 წელს StuG Ausf. F-ს დაუმაგრეს 105 მილიმეტრიანი Howitzer-ი 7.5 cm StuK 40 L/43-ის ნაცვლად. ეს ახალი მანქანები, სახელწოდებით StuH 42 (Sturmhaubitze 42, sd.Kfz 142/2), შეიქმნა მხოლოდ ქვეითი ჯარის დასახმარებლად, როდესაც დიდი რაოდენობით StuG III Ausf. F/8 და StuG III Ausf. G-ები გამოიყენებოდა ტანკების გამანადგურებლად. StuH 42-ს დაუმაგრეს howitzer-ის 10.5 cm leFH 18 ვარიანტი. ეს მოდელები გამოიშვა Stug III Ausf. G-ის ჩარჩოზე. Alkett-მა 1,299 StuH 42-ი გამოუშვა 1943 წლის მარტიდან 1945 წლამდე, საწყისი 12 მანქანა დამზადდა შეკეთებულ Stug III Ausf. F da F/8-ზე.

1943 წელს 10 Stug III გარდაიქმნა StuG III (Flamm)-ად, რადგან მთავარი იარაღი შეიცვალა ცეცხლმსროლელით. მათი ჩარჩოები გარემონტდა და გამოიყო Ausf. F-ის სხვადასხვაგვარი პირვანდელი სახეები. სამწუხაროდ არ შემორჩა არანაირი დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ ამ ტიპის საბრძოლო ტექნიკა გამოყენებული იქნა რომელიმე ბრძოლაში. 1944 წლისთვის უკლებრივ ყველა ცეცხლმსროლელი ტანკი დაუბრუნდა თავის სტანდარტს.

1941 წლის ბოლოს გადაწყდა, რომ StuG-ის ჩარჩოს უნდა მიმაგრებოდა 15 cm sIG 33 მძიმე ქვეითი იარაღი. ეს საბრძოლო მანქანები ცნობილია Sturm-Infanteriegeschütz 33B-ის სახელით. 24 ამ დასახელების ტანკი აიგო ძველი StuG III ჩარჩოზე, აქედან 12 ტანკი გამოიყენეს სტალინგრადის ბრძოლაში. დანარჩენი 12 ტანკი 23-ე Panzer-ის დივიზიაში გადაიყვანეს.

რეზინის მარაგის ნაკლებობის გამო, 1942 წლის 9 ნოემბრიდან 14 ნოემბრამდე დაიწყეს რეზინის დამზოგავი ბორბლების გამოცდა, მაგრამ არ წარმოებულა.

1943 წლის ნოემბერში Alkett-ის დაბომბვის შემდეგ StuG III წარმოება შედარებით შემცირდა. პროდუქციის წარმოების შემცირების გამო Krupp-მა 1943 წლის 16-17 დეკემბერს ჰიტლერს წარუდგინა Panzer IV ჩარჩოზე შექმნილი StuG-ის ახალი ვერსია, რომელიც 1944 წლის იანვრიდან, შექმნილი Panzer IV ჩარჩოზე, უმნიშვნელოდ შეცვლილი StuG III ზედასტრუქტურით, ჩაეშვა წარმოებაში.

საბჭოთა Su-76i შეიქმნა შეპყრობილ StuG III-სა და Panzer III-ზე. ჯამში, 37-ე ქარხანამ, სვერდლოვსკში, გამოუშვა 201 SU-76i. საიდანაც 20 წითელი არმიის ნაწილი იყო, რომელთაც თანადროული ზედასრუქტურა და 76.წ mm S-1 იარაღი ჰქონდათ.

დაახლოებით 10 000 სხვადასხვა ტიპის StuG III დამზადდა Alkett-ისა და MIAG-ის მიერ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Peter Mueller, Wolfgang Zimmermann: Sturmgeschütz III - Backbone of the German Infantry History Facts
  • Walter J. Spielberger. Sturmgeschütz & Its variants - Schiffer Publishing - ISBN 0-88740-398-0
  • Scafes, Cornel I; Scafes, Ioan I; Serbanescu, Horia Vl (2005). Trupele Blindate din Armata Romana 1919-1947. Bucuresti: Editura Oscar Print.
  • Military Intelligence Service. Artillery in the Desert (Special Series #6, MIS 416). Department of War, Washington, DC. 25 November 1942. Artillery in the Desert

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Stug_III&oldid=4552147“-დან