NCT (ჯგუფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
NCT
NCT-logo.jpg
ბიოგრაფია
წარმოშობა სამხრეთი კორეა, სეული
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 2016 – დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
  • S.M.Entertainment (სამხრეთი კორეა)
  • SM Beijing (ჩინეთი)
  • SM True (ტაილანდი)
ასოციაციები
  • SM Town
  • SM Rookies
  • NCT U
  • NCT 127
  • NCT Dream
საიტი nct.smtown.com
წევრები თეილი
ჯანი
თეიოგი
იუტა
დოიანგი
კუნი
თენი
ჯეჰიონი
ვინვინი
ჯუნგვუ
ლუკასი
მარკი
ჯენო
ლონჯინი
ჰეჩანი
ჯემინი
ჩონლო
ჯისონგი

NCT (კორ. 엔시티) – სამხრეთ კორეული ბოი-ბენდი, ფორმირებული S.M.Entertainment-ის მიერ 2016 წელს[1][2]. სახელწოდების შიფრირება ცნობილია როგორც „Neo Culture Techonology“. კომპანიის დამაარსებელმა ლი სუ მანმა შემდეგნაირად ახსნა, მას უნდოდა ეჩვენებინა ის, რომ ჯგუფში შესაძლებელია იყოს წევრების შეუზღუდავი რაოდენობა[3][4][5], გაერთიანებული რამდენიმე საბ-ჯგუფში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ქალაქში[6].

მთავარ იუნითის, NCT U-ის დებიუტი 2016 წლის აპრილში სინგლით „The 7th Sense“ და „Without You“ ჰქონდა[7][8]. მეორე იუნითი NCТ 127, დაარსებული სეულში, დადებიუტდა ივლისში მინი-ალბომითNCТ#127. მესამე იუნითი NCT Dream გამოჩნდა აგვისტოში სინგლით „Chewing Gum“. მოსალოდნელია, რომ იუნითების დებიუტი განხორციელდება იაპონიაში, პეკინსა და შანხაიში[9].

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დებიუტამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

NCT-ის წევრების უმრავლესობა ჯგუფის ოფიციალურ დებიუტამდე იყო SM Rookies-ის წევრი, კომპანიის თრეინების წინა სადებიუტო ჯგუფი[10]. 2016 წლის იანვარში კომპანიის დირექტორი ლი სუ მანი გამოვიდა პრეზენტაციითSM Coex Artium-ზე სახელით: „SMTOWN: New Culture Technology 2016“, სადაც პირველად მოყვა სააგენტოს ახალი ბოიბენდის შექმნის გეგმების შესახებ, რომლის საბ-ჯგუფებსაც დებიუტი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ექნებოდათ[11].

2016 – დღემდე: დებიუტები NCT U, NCT 127 და NCT Dream[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

NCT 127 გამოსვლა ბუსანში, 2016 წელი

2016 წლის 4 აპრილს კომპანიამ NCT-ის პირველი იუნითის დებიუტის შესახებ განაცხადა, NCT U, რომელიც ექვსი წევრისგან შედგება: თეილი, თეიონი, დუიანგი, ტენი, ჯეჰიონი და მარკი. იუნითმა ორი ციფრული სინგლი გამოუშვა – „The 7th Sense“ 9 აპრილს[12] და „Without You“ 10 აპრილს ორი ვერსიით (კორეული ვერსია შესრულებული თეილის, დუიანგის და ჯეჰიონის მიერ, და ჩინური ვერსია SM Rookies-დან ქუნის თანმხლებით)[13]. 9 აპრილს ჯგუფი პირველად გამოჩნდა პირდაპირ ეთირში V მოწყობილობის საშუალებით (NCT On Air), რომლის წამყვანიც Super Junior-ის წევრი ჰიჩული გახდა[14]. იმავე დღეს ისინი გამოვიდნენ ჩინეთში Music Feng Yun Bang Awards-ზე[15] სხვა ჩინელ წევრებთან ერთად – ქუნი და ვინვინი. დებიუტი კორეაში 15 აპრილს შედგა მუსიკალურ შოუზე Music Bank[16], ასევე ისინი გამოჩნდნენ რელითი შოუს NCT Life-ის სამ სეზონში SM Rookies წევრებთან ერთად[17].

პირველ ივლისს კომპანიამ დაანონსა კიდევ ერთი იუნითი – NCT 127. „127“ სახელწოდებაში ნიშნავს სეულის კოორდინატებს. იუნითი შვიდი წევრისგან შედგება: თეილი, თეიონგი, იუტა, ჯეჰიონი, ვინვინი, მარკი და ჰეჩანი. 7 ივლისს შედგა მათი დებიუტი, M! Countdown-ის სცენაზე სინგლით „Fire Truck“ და „Once Again“[18]. სადებიუტო მინი ალბომი გამოშვებული იყო 10 ივლისს ციფრულ გადამტანებზე და 11 ივლისს ფიზიკურებზე[19]. 16 ივლისს NCT Life-ის მესამე სეზონის პრემიერა შედგა NCT 127-თან ერთად პაჯუზე[20]. 29 ივლისს იუნითმა გამოუშვა სინგლი „Taste the Feeling“ პროექტისთვის SM Station[21].

18 აგვისტოს კომპანიამ გამოაცხადა, რომ მესამე იუნითს ერქმევა NCT Dream. ის შვიდი წევრისგან შედგება: მარკი, რეჯუნი, ჯენო, ჰეჩანი, ჯემინი, ჩენლე და ჯისუნგი. სინგლი „Chewing Gum„ გამოშვებული იყო 24 აგვისტოს, და მეორე წელს ჯგუფის დებიუტი შედგა სცენაზე M! Countdown[22].

6 დეკემბერს NCT 127-ის ხუთმა წერმა (იუტა, თეიონგმა, ჯეჰიონმა, მარკმა და ვინვინმა) გამოუშვა სპეციალური ვიდეო „Good Thing“ W Korea-სთან თანამშრომლობით. 20 დეკემბერს გამოუშვეს კლიპი „Switch-სთვის“. მანამდე სინგლი გამოშვებული იყო როგორც ბონუს სიმღერა მათი მინი-ალბომიდან NCT#127[23].

27 დეკემბერს NCT 127-მა განაცხადა, რომ იანვარში ისინი დაბრუნდებოდნენ სხვა ორი წევრით – ჯანი და დუიანგი. 2017 წლის 5 იანვარს გამოუშვეს კლიპი სინგლისთვის „Limitless“, და იმავე დღეს ჯგუფი გამოვიდა M! Countdown-ზე. მეორე მინი-ალბომი Limitless 6 იანვარს გამოუშეს ციფრულ გადამტანებზე და 9 იანვარს ფიზიკურზე[24].

26 იანვარს NCT DREAM-მ გამოაცხადა, რომ თებერვალში დაბრუნდებოდნენ. 9 თებერვალს გამოუშვეს სინგლი „My First and Last“ პირველი სინგ-ალბომისთვის The first.

წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თეილი (კორ. 태일), ნამდვილი სახელი მუნ თეილი (კორ. 문태일). დაიბადა 14 ივნისი 1994 წელი სეული, სამხრეთი კორეა. თეილი როგორც პროექტი SM Rookies-ის წევრი წარდგენილი იყო 2015 წლის ოქტომბერში. პოზიცია ჯგუფში - ვოკალისტი.
  • ჯანი (კორ. 쟈니), ნამდვილი სახელი სეო იონჰო (კორ. 서영호). დაიბადა ინგლისური სახელით სო ჯონ 1995 წლის 9 თებერვალს ჩიკაგო, აშშ. ჯანი როგორც პროექტი SM Rookies-ის წევრი წარდგენილი იყო 2013 წლის დეკემბერში. პოზიცია ჯგუფში - მოცეკვავე.
  • თეიონგი ({{lang-ko|태용), ნამდვილი სახელი ლი თეიონგი (კორ. 이태용). დაიბადა 1 ივლისი 1995 წელი სეული, სამხრეთი კორეა. როგორც პროექტი SM Rookies-ის წევრი წარადგინეს 2013 წლის დეკემბერში. პოზიცია ჯგუფში - რეპერი, NCT 127 იუნითის ლიდერი.
  • იუტა (კორ. 유타), ნამდვილი სახელი ნაკამოტო იუტა (იაპონ. 中本悠太). დაიბადა 26 ოქტომბერი 1995 წელი ოსაკა, იაპონია. როგორც პროექტი SM Rookies-ის წევრი წარდგენილი იყო 2013 წლის დეკემბერში. პოზიცია ჯგუფში - ვოკალისტი, მოცეკვავე.
  • დოიონგი (კორ. 도영), ნამდვილი სახელი კიმ დუიანგი (კორ. 김동영). დაიბადა 1 თებერვალი 1996 წელი კური,კიონგიდოს პროვინცია, სამხრეთი კორეა. დუიანგი როგორც პროექტი SM Rookies-ის წევრი 2015 წლის იანვარში წარადგინეს. პოზიცია ჯგუფში - ვოკალისტი.
  • თენი (კორ. ), ნამდვილი სახელი ჩიტაფონ ლიჩაიანპორნკული (ชิตพล ลี้ชัยพรกุล). დაიბადა 1996 წლის 27 თებერვალს ბანგკოკშო, ტაილანდი. როგორც პროექტი SM Rookies-ის წევრი 2013 წლის დეკემბერში წარადგინეს. პოზიცია ჯგუფში - მოცეკვავე.
  • ჯეჰიონი (კორ. 재현), ნამდვილი სახელი ჯონ იუნო (კორ. 정윤오). დაიბადა სახელით ჯეონ ჯეჰიონი (კორ. 정재현) 14 თებერვალი 1997 წელი სეული, სამხრეთი კორეა. მოგვიანებით კი სახელი იუნოზე შეცვალა. როგორც პროექტი SM Rookies-ის წევრი 2013 წლის დეკემბერს წარადგინეს. პოზიცია ჯგუფში - ვოკალისტი.
  • ვინვინი (კორ. 윈윈), ნამდვილი სახელი დონგ სიჩენგი (ჩინ. 董思成). დაიბადა 28 ოქტომბერი 1997 წელი ჯენძიანი, ჩინეთი. როგორც პროექტი SM Rookies-ის წევრი 2016 წლის იანვარში წარადგინეს. პოზიცია ჯგუფში - მოცეკვავე.
  • მარკი (კორ. 마크), ნამდვილი სახელი ლი მინჰიონი (კორ. 이민형). დაიბადა ინგლისური სახელით მარკ ლი 2 აგვისტო 1999 წელი ვანკუვერში, კანადა. როგორც პროექტი SM Rookies-ის წევრი 2013 წლის დეკემბერს წარადგინეს. პოზიცია ჯგუფში - რეპერი.
  • ლონჯინი (კორ. 런쥔), ნამდვილი სახელი ჰუან ლონჯინ (ჩინ. 黄仁俊). დაიბადა 23 მარტი 2000 წელს გირინში, ძელინის პროვინცია, ჩინეთი.
  • ჯენო (კორ. 제노), ნამდვილი სახელი ლი ჯენო (კორ. 이제노). დაიბადა 23 აპრილი 2000 წელი სეული, სამხრეთი კორეა. როგორც პროექტი SM Rookies-ის წევრი 2013 წლის დეკემბერში წარადგინეს.
  • ჰეჩანი (კორ. 해찬), ნამდვილი სახელი ლი დონჰიოკი (კორ. 이동혁). დაიბადა 6 ივნისი 2000 წელი ჯეჯუ, სამხრეთი კორეა. როგორც პროექტი SM Rookies-ის წევრი 2014 წლის დეკემბერში წარადგინეს სახელით დონჰიოკი. პოზიცია ჯგუფში - ვოკალისტი.
  • ჯემინი (კორ. 재민), ნამდვილი სახელი ნა ჯემინი (კორ. 나재민). დაიბადა 13 აგვისტო 2000 წელი სეული, სამხრეთი კორეა. როგორც პროექტი SM Rookies-ის წევრი 2015 წლის აპრილში წარადგინეს.
  • ჩონლო (კორ. 천러), ნამდვილი სახელი ჯონგ ჩონლო (ჩინ. 钟辰乐). დაიბადა 22 ნოემბერს 2001 წელი შანხაი, ჩინეთი. პოზიცია ჯგუფში - ვოკალისტი
  • ჯისონგი (კორ. 지성), ნამდვილი სახელი პაკ ჯისონგი (კორ. 박지성). დაიბადა 5 თებერვალი 2002 წელი სეული, სამხრეთი კორეა. როგორც პროექტი SM Rookies-ის წევრი 2013 წლის დეკემბერში წარმოადგინეს. პოზიცია ჯგუფში - მოცეკვავე.

იუნითები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • NCT U: თეილი, თეიონგი, დოიანგი, თენი, ჯეჰიონი
  • NCT 127: თეილი, თეიონგი, იუტა, ჯეჰიონი, ვინვინი, მარკი, ჰეჩანი, დოიანგი (2017 წლიდან), ჯანი (2017 წლიდან)
  • NCT Dream: მარკი, ლონჯინი, ჯენო, ჰეჩანი, ჯემინი, ჩონლო, ჯისონი

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინი-ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება ინფორმაცია ალბომის შესახებ პოზიციები ჩარტებში გაყიდვები
KOR
[25]
JPN
[26]
TW
J-pop
[27]
US
Heat

[28]
US
World

[29]
NCT 127
NCT #127
  • გამოშვებული: 10 ივლისი 2016 წელი
  • ლეიბლი: S.M.Entertainment, KT Music
  • ფორმატი: CD, ციფრული ჩატვირთვა
1 40 11 22 2
Limitless
  • გამოშვებული: 6 იანვარი 2017 წელი
  • ლეიბლი: S.M. Entertainment, KT Music
  • ფორმატი: CD, ციფრული ჩატვირთვა

სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება Год ჩაწერილია პოზიციები ჩარტებში გაყიდვები
(ციფრული)
KOR
[32]
CHN
V Chart

[33]
US
World

[34]
NCT U
„The 7th Sense“
(일곱 번째 감각)
2016 თეიონგი, დოიანგი, თენი, ჯეჰიონი,მარკი 111 2
„Without You“ თეილი, დოიანგი, ჯეჰიონი (კორუელი ვერსია) კუნტან (ჩინური ვერსია) 126 5 3
NCT 127
„Fire Truck“
(소방차)
2016 თეილი, თეიონგი, იუტო, ჯეჰიონი, ვინვინი, მარკი, ჰეჩანი 103 2
„Taste the Feeling“ თეილი, იუტა, ჯეჰიონი, ჰეჩანი
„Good Thing!“
(с W & Esteem)
თეილი, თეიონგი, დოიანგი, ჯეჰიონი, მარკი
„Limitless“
(무한적아 / 無限的我)
2017 თეილი, ჯანი, თეიონგი, დუიანგი, ჯეჰიონი, ასაკის მიხედვით, ვინვინი, მარკი და ჰეჩანი
NCT Dream
„Chewing Gum“
(泡泡糖)
2016 მარკი, რენჯუნი, ჯენო, ჰეჩანი, ჯემინ, ჩანლე, ჯისუნგი 144 12 2
„—“ ნიშნავს რომ რელიზი ვერ მოხვდა ჩარტებში ან კიდე არ გამოუშვიათ ქვეყნისთვის.

ვიდეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოფიციალური ვიდეოკლიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელწოდება ბმული
2016 „The 7th Sense“ [39]
„Without You“ [40]
„Fire Truck“ [41]
„Taste The Feeling“ [42]
„Chewing Gum“ [43]
„Good Thing!“ [44]
„Switch“ [45]
2017 „My First and Last“ [46]

სხვა ვიდეოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელწოდება ბმულები
2016 „The 7th Sense“ (Performance Video) [47]
„Without You“ (Chinese Version) [48]
„Fire Truck“ (Performance Video) [49]
„Fire Truck“ (Dance Practice Version) [50]
„Chewing Gum“ (Chinese Version) [51]
„Chewing Gum“ (Hoverboard Performance Video) [52]
2017 „Limitless“ (Rough Version) [53]
„Limitless“ (Performance Version) [54]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. SM Entertainment reveals new boy band, NCT. Star News. წაკითხვის თარიღი: January 5, 2017.
  2. “엑소 이을 특급신인 떴다” NCT U, SM서 4년만에 선보인 보이그룹. Asia Today. წაკითხვის თარიღი: January 5, 2017.
  3. SM founder talks new boy band, future localization strategy. Korea Herald. წაკითხვის თარიღი: January 5, 2017.
  4. SM Entertainment’s next boy band to have ‘unlimited’ members. Korea Herald. წაკითხვის თარიღი: January 5, 2017.
  5. S. Korea firm unveils K-pop band with limitless members. Yahoo. წაკითხვის თარიღი: January 5, 2017.
  6. Introducing NCT: How SM Entertainment is taking advantage of digital platforms to take over the global entertainment market. Korea Daily. წაკითხვის თარიღი: January 5, 2017.
  7. SM's neo-boy band 'NCT U' to launch this week. YounhapNews Agency. წაკითხვის თარიღი: January 5, 2017.
  8. NCT U confirms lineup, set to unveil singles ‘The 7th Sense,’ ‘Without You’. Korea Herald. წაკითხვის თარიღი: January 5, 2017.
  9. [단독 샤이니·레드벨벳, "폭염 속 새앨범 준비 한창"]. Naver News. წაკითხვის თარიღი: January 6, 2017.
  10. SM Rookies. S.M. Entertainment. წაკითხვის თარიღი: January 6, 2017.
  11. NCT, SM의 파격실험 1+1. YNT. წაკითხვის თარიღი: January 6, 2017.
  12. NCT Receives Enthusiastic Attention from Global Fans. MWave. წაკითხვის თარიღი: January 6, 2017.
  13. NCT U′s Debut Performance to be Showcased in Korea and China. MWave. წაკითხვის თარიღი: January 6, 2017.
  14. Super Junior‘s Heechul roots for NCT U. Korea Herald. წაკითხვის თარიღი: January 7, 2017.
  15. NCT U to Perform Its Debut Stage in Chinese Awards Ceremony. Yahoo. წაკითხვის თარიღი: January 7, 2017.
  16. SM 신인 NCT, 드디어 데뷔..유닛 싱글 9일 공개. Osen. წაკითხვის თარიღი: January 7, 2017.
  17. NCT launches its first reality show. Korea Herald. წაკითხვის თარიღი: January 7, 2017.
  18. '엠카' 씨스타, EXID 꺾고 1위 '여름 걸그룹 강자' (종합). Nate News. წაკითხვის თარიღი: January 7, 2017.
  19. [팝업차트'초신인급 아이돌' NCT 127, 음원차트 10위권 안착]. Nate News. წაკითხვის თარიღი: January 7, 2017.
  20. ‘NCT LIFE’ 세 번째 시즌, 韓中 동시 방영 확정. Naver News. წაკითხვის თარიღი: January 7, 2017.
  21. [Video NCT Knows How to ′Taste The Feeling′ with Coca-Cola]. MWave. წაკითხვის თარიღი: January 7, 2017.
  22. NCT DREAM, 데뷔곡 '츄잉검' 25일 '엠카'서 첫선. Naver News. წაკითხვის თარიღი: January 7, 2017.
  23. NCT 127 'Switch' it up with SR15B in new MV!. All K-Pop. წაკითხვის თარიღი: January 7, 2017.
  24. NCT127 쟈니·도영 새멤버 합류, 1월 '9인조 컴백' 확정. Naver News. წაკითხვის თარიღი: January 7, 2017.
  25. Gaon Weekly Album Chart
  26. Oricon Weekly Album Chart
  27. Weekly Top 20: 20160715-20160721 Mandarin. G-Music.
  28. Billboard Heatseekers Albums
  29. Billboard World Albums
  30. Gaon Album Ranking Monthly (10/2016) - see #10 Korean. Gaon Music Chart. Korea Music Content Industry Association.
  31. 2016 Oricon Chart - September Week 3. Oricon. წაკითხვის თარიღი: October 2, 2016.
  32. Chart positions on the Gaon Digital Chart:
  33. Billboard V Chart
  34. Billboard World Digital
  35. 2016년 04월 Download Chart (see #142) Korean. Gaon Music Chart. Korea Music Content Industry Association.
  36. 2016년 04월 Download Chart (see #220) Korean. Gaon Music Chart. Korea Music Content Industry Association.
  37. 2016년 07월 Download Chart (see #222) Korean. Gaon Music Chart. Korea Music Content Industry Association.
  38. 2016년 08월 Download Chart (see #287) Korean. Gaon Music Chart. Korea Music Content Industry Association.
  39. NCT U_일곱 번째 감각 (The 7th Sense)_Music Video.
  40. NCT U_WITHOUT YOU_Music Video.
  41. NCT 127_소방차 (Fire Truck)_Music Video.
  42. [STATION NCT 127_Taste The Feeling_Music Video].
  43. NCT DREAM_Chewing Gum_Music Video.
  44. NCT127XWXESTEEM_Good Thing!_Dance Performance.
  45. NCT 127_Switch (Feat. SR15B)_Music Video.
  46. SMTOWN. (2017-02-08) NCT DREAM_마지막 첫사랑 (My First and Last)_Music Video. წაკითხვის თარიღი: 2017-02-20.
  47. NCT U_일곱 번째 감각 (The 7th Sense)_Performance Video.
  48. NCT U_WITHOUT YOU (Chinese Ver.)_Music Video.
  49. NCT 127_소방차 (Fire Truck)_Performance Video.
  50. NCT 127_소방차 (Fire Truck)_Dance Practice ver..
  51. NCT DREAM_Chewing Gum (泡泡糖) (Chinese Ver.)_Music Video.
  52. NCT DREAM_Chewing Gum_Hoverboard Performance Video.
  53. NCT 127_無限的我(무한적아; LIMITLESS)_Music Video #1 Rough Ver..
  54. NCT 127_無限的我(무한적아; LIMITLESS)_Music Video #2 Performance Ver..