N.N.
იერსახე
N. N. – შემოკლებული ფორმა ლათინური ფრაზისა: Nomen Nescio. ლათინურად nomen – „სახელი“, ხოლო nescio — „არ ვიცი“, სიტყვასიტყვით ნიშნავს „სახელი არ ვიცი“. გამოიყენება იმ გამოთქმების (აფორიზმები, ფრთიანი ფრაზები და სხვა) აღსანიშნავად, რომელთა ავტორი უცნობია, ან ანონიმი.
აბრევიატურა N. N. გენეალოგიაში გამოიყენება სრულიად უცნობი, ან ნაწილობრივ უცნობი პიროვნების აღსანიშნავად (მაგ. N. ორბელიანი – სახელის არცოდნის შემთხვევაში და N. ჯუანშერი – გვარის არცოდნის შემთხვევაში).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Hooper, David; Whyld, Kenneth (1992), The Oxford Companion to Chess (2nd ed.), Oxford University Press, p. 274, ISBN 0-19-280049-3
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |