MrBeast

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
MrBeast

MrBeast (ჯეიმზ დონალდსონი)
დაბადების სახელი ჯეიმზი
დაბადების თარიღი 7 მაისი, 1998
გრინვილი
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა ამერიკელი
განათლება აღმოსავლეთ კაროლინის უნივერსიტეტი
საქმიანობა იუტუბერი
აქტიური 2012-დღემდე
ხელფასი 3-5 მილიონი დოლარი ყოველ თვე [1]
ქონება 100 მილიონი დოლარი [2]
სიმაღლე 182 სანტიმეტრი
წონა 75 კილოგრამი
რელიგია ქრისტიანი
ხელმოწერა

ჯეიმზ სტივენ დონალდსონი (დ. 7 მაისი, 1998) — ამერიკელი იუტუბერი და ფილანტროპი. მას მიენიჭა პიონერის წოდება YouTube ვიდეოების ჟანრში, რომელიც კონცენტრირებულია ძვირადღირებულ ტრიუკებზე და ექსტრემალურ გამოწვევებზე.[3] 2023 წლის ივლისისთვის მას 166 მილიონზე მეტი გამომწერი დაუგროვდა რითაც ის არის ყველაზე გამოწერილი ინდივიდუალური მომხმარებელი პლატფორმზე და მეორე ყველაზე გამოწერილი არხი მთლიანობაში.[4]

ჯეიმზი დაიბადა გრინვილში მცხოვრებ საშუალო კლასის ოჯახში. 2012 წელს მან დაიწყო ვიდეოების ატვირთვა YouTube-ზე, მისი თავდაპირველი არხის სახელი იყო MrBeast6000. დონალდსონმა სცადა ყველაფერი რათა მისი ვიდეოები პოპულარული გამხდარიყო: თამაშობდა Minecraft-ს და Call of Duty-ის ასევე აკეთებდა ვიდეოებს სადაც საუბრობდა სხვა იუტუბერების შემოსავალსა და ქონებაზე.[5] მან მოიპოვა პოპულარობა 2017 წელს, როდესაც გადაიღო ვიდეო „ვითვლი 100000-მდე“, ვიდეომ რამოდენიმე დღეში ასიათასობით ნახვა დააგროვა და მას შემდეგ ის ყოველდღიურად პოპულარული ხდებოდა, მისი ვიდეოები კი ათობით მილიონ ნახვას აგროვებდნენ.[6] დროთა განმავლობაში, მისი კონტენტის სტილი დივერსიფიცირდა, ის იღებდა ვიდეოებს სადაც ხალხს სთავაზობდა გამოწვევებს და გამარჯვების შემთხვევაში აძლევდა დიდი რაოდენობის თანხას. როდესაც მისი არხი ძალიან პოპულარული გახდა მან თავისი მეგობრები დაიქირავა, რათა უკეთ შეძლებოდა არხის მართვა. 2022 წლისთვის MrBeast-ის არხისთვის მუშაობდა 30 კაცი დონალდსონის ჩათვლით. [7] MrBeast-ის გარდა, დონალდსონი მართავს YouTube არხებს Beast Reacts, MrBeast Gaming, MrBeast 2 და საქველმოქმედო არხს Beast Philanthropy.[8] ის ფორმარულად ფლობს არხს სახელად MrBeast 3 რომელიც ამჟამად არ არის აქტიური. ის იყო 2020 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად იუტუბერთა შორის შესული,[9] მისი თვითღირებულება შეადგენს 500 მილიონ დოლარს.[10]

დონალდსონი არის MrBeast Burger-ისა და Feastables-ის დამფუძნებელი ასევე Team Trees-ის თანაშემქმნელი. ჯიმი ხელმძღვანელობდა Arbor Day Foundation-ისთვის, ფონდის ფულის შეგროვებაში რომელიც წარმატებით გამოივიდა და შეაგროვა 23 მილიონ დოლარზე მეტი. ასევე Team Seas, Ocean Conservancy-სა და The Ocean Cleanup-ის ფონდისთვის შეაგროვა 30 მილიონ დოლარზე მეტი.[11][12] დონალდსონმა სამჯერ მოიგო წლის „შემქმნელის“ ჯილდო Streamy Awards-ზე 2020, 2021 და 2022 წლებში. მან ასევე ორჯერ მოიგო საყვარელი მამაკაცი „შემქმნელის“ ჯილდო Nickelodeon Kids' Choice Awards-ზე 2022 და 2023 წლებში. იმავე წელს ჟურნალმა Time-მა ის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეიმზ სტივენ დონალდსონი დაიბადა 1998 წლის 7 მაისს, შტატ კანზასის ქალაქ უიჩიტოში. ის იყო საშუალო კლასის ოჯახში დაბადებული.[13] ისინი ხშირად იცვლიდნენ სახლს და au pair-ის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა იმის გამო, რომ მშობლები დიდხანს მუშაობდნენ. მისი მშობლები დაშორდნენ 2007 წელს. 2016 წელს დონალდსონმა დაამთავრა გრინვილის ქრისტიანული აკადემია, მცირე კერძო ევანგელურ ქრისტიანულ სკოლაში. დონალდსონმა საჯაროდ აღნიშნა, რომ სკოლის პერიოდში კრონის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.[14] ის ცოტახანი სწავლობდა აღმოსავლეთ კაროლინის უნივერსიტეტში, თუმცა მალევე მიატოვა.[15]

YouTube-ის კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასაწყისი (2012–2017)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დონალდსონმა 2012 წლის თებერვალში თავისი პირველი ვიდეო ატვირთა YouTube-ზე 13 წლის ასაკში, მისი არხის სახელწოდება იყო „MrBeast6000“. ის თავდაპირველად კონცენტრირებული იყო გადაეღო ისეთი თამაშები როგორიცაა Minecraft და Call of Duty: Black Ops II,[16] ასევე ვიდეოები სადაც საუბრობდა სხვა იუტუბერების შემოსავალზე. დონალდსონი იშვიათად ჩნდებოდა ამ პერიოდში.[17]

2015 და 2016 წლებში დონალდსონმა პოპულარობის მოპოვება დაიწყო „ყველაზე ცუდი შესავლით YouTube-ზე“.[18][19][20] 2016 წლის შუა პერიოდისთვის დონალდსონს დაახლოებით 30 000 გამომწერი ჰყავდა. 2016 წლის შემოდგომაზე, დონალდსონმა მიატოვა აღმოსავლეთ კაროლინას უნივერსიტეტი რათა YouTube-ისთვის მთლიანად კონცენტრირებულიყო.[21] დედამისმა ეს არ მოიწონა და აიძულა იგი სახლიდან წასულიყო.[22]

როდესაც მისი არხი იზრდებოდა, დონალდსონმა დაიქირავა ბავშვობის ოთხი მეგობარი - კრის ტაისონი, ჩენდლერ ჰელოუ, გარეტ რონალდსი და ჯეიკ ფრანკლინი, რათა წვლილი შეეტანათ მისი არხის განვითარებაში.[23] შემდეგ ისინი დაუკავშირდნენ უამრავ იუტუბერს, რათა მიეღოთ მათი წარმატებული ვიდეოების სტატისტიკა და პლატფორმის სარეკომენდაციო სისტემის პროგნოზირება. ფრანკლინმა გუნდი 2020 წელს დატოვა და მისი ადგილი ოპერატორმა კარლ ჯეიკობსმა დაიკავა.[24][25][26]

პოპულარობის დასაწყისი (2017–2020)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წელს, დონალდსონმა გამოაქვეყნა ვიდეო სადაც 100,000-მდე ითვლიდა, ეს ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.[27] 100,000-მდე დასათვლელად მას 40 საათი დასჭირდა.[28] დონალდსონმა ამ პერიოდში მოიპოვა პოპულარობა ისეთი ვიდეოებით სადაც ცდილობს ასი მეგაფონით გატეხოს მინა, უყუროს საღებავს საათობით გაშრობამდე. მან ასევე სცადა წყლის ქვეშ 24 საათი ყოფნა რომელიც არ გამოუვიდა რადგან ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ასევე ჰქონდა წარუმატებელი მცდელობა როდესაც სცადა 24 საათით დაეტრიალებინა Fidget spinner. 2018 წლისთვის დონალდსონმა 1 მილიონი დოლარი გასცა თავისი უცნაური ტრიუკების საშუალებით, რამაც მას „YouTube-ის უდიდესი ქველმოქმედის“ ტიტული მოუტანა.

2018 წელს PewDiePie vs T-Series შეჯიბრის დროს, რომელიც ეხებოდა იმას თუ რომელი გახდებოდა ყველაზე მეტი გამომწერის მქონდე YouTube არხი, დონალდსონმა ამ დროს შეიძინა ბილბორდები და უამრავი სატელევიზიო თუ რადიო რეკლამა, რომელიც დაეხმარებოდა PewDiePie-ს მოეპოვებინა მეტი გამომწერი ვიდრე T-Series.[29][30] Super Bowl LIII-ის დროს მან იყიდა მრავალი ადგილი თავისთვის და მისი გუნდისთვის, რომელთა მაისურებზეც იყო დაწერილი "Sub 2 PewDiePie".[31]

2019 წლის მარტში, დონალდსონმა მოაწყო და გადაიღო ლოს-ანჯელესში Battle Royale-ის შეჯიბრი რეალურ ცხოვრებაში 200 000 დოლარის საპრიზო თანხით (ითამაშეს ორი თამაში, თითო თამაშზე 100 000 დოლარი თამაშდებოდა) Apex Legends-თან თანამშრომლობით.[32] ღონისძიება და საპრიზო ფონდი დაფინანსებული იყო Apex Legends-ის გამომცემლის Electronic Arts-ის მიერ.[33]

დონალდსონს ბრალი ედებოდა ყალბი ფულის გამოყენებაში მის ვიდეოში სახელწოდებით "I Opened A FREE BANK", რომელიც გამოქვეყნდა 2019 წლის 23 ნოემბერს.[34] მოგვიანებით მან განმარტა, რომ მან გამოიყენა ყალბი ფული, რათა თავიდან აეცილებინა მონაწილეთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები, მისი თქმით მონაწილეებმა მიიღეს რეალური ჩეკი გადაღების შემდეგ.[35]

2020 წლის აპრილში, დონალდსონმა შექმნა rock, paper, scissors კონკურსი სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ ცნობილი ადამიანები და საპრიზო ფონდი იყო 250,000$. ეს ვიდეო გახდა იმ დროისთვის YouTube-ის ყველაზე ყურებადი Live Original ღონისძიება 662,000 ერთდროულად მაყურებლით.[36]

ღონისძიება Nadeshot-მა მოიგო. 2020 წლის ოქტომბერში, დონალდსონმა უმასპინძლა კიდევ ერთ პოპულარულ ტურნირს, რომელშიც მონაწილეობდა 24 კონკურსანტი, სადაც მთავარი პრიზი იყო $300,000. ტურნირი მოიგო დ'ამელიოს ოჯახმა, რამაც დაპირისპირება გამოიწვია იმის გამო, რომ მათ ითაღლითეს.[37] 2020 წლის დეკემბერში MrBeast დაემატა, როგორც პერსონაჟი ვიდეო თამაშში "Fall Guys".

წარმატების ზენიტი (2021–დღემდე)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დონალდსონი Nickelodeon Kids' Choice Awards 2023

2021 წლის 1 იანვარს დონალდსონმა გამოაქვეყნა ახალი ვიდეო, „Youtube Rewind 2020, მადლობა ღმერთს, რომ დასრულდა“. დონალდსონმა ვიდეოში თქვა რომ მისი აზრით იუტუბერებმა „მეტი სიტყვა უნდა მიიღონ Rewind-ში“, ამიტომაც მან გადაწყვიტა, რომ ასობით იუტუბერი მიეწვია.[38] ვიდეოს ბოლოს მან გაიხსენა PewDiePie-ის 2018 წლის Rewind და თქვა რომ ეს იყო Donaldson's Rewind-ის შთაგონება.[39] ერთი თვის შემდეგ, დონალდსონმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას Facebook-ისა და Snapchat-ის კონტენტის განაწილებას Jellysmack-თან.[40][41]

2021 წლის ნოემბერში, დონალდსონმა სერიალ Squid Game-ის ინსპირაციით ატვირთა ვიდეო, სადაც ამ სერიალის სიუჟეტი გადაიტანა რეალურ ცხოვრებაში. სერიალის მსგავსად ამ ვიდეოში მონაწილეობდა 456 ადამიანი და საპრიზო თანხა შეადგენდა $456,000. რა თქმა უნდა არანაირ ძალადობას არ ჰქონდა ადგილი სერიალისგან განსხვავებით.[42] 2022 წლის 24 დეკემბრისთვის ამ ვიდეოს უკვე 325 მილიონი ნახვა დაუგროვდა.[43]

2021 წლის დეკემბერში, დონალდსონმა შექმნა მესამე ტურნირი ინფლუენსერებისთვის მონაწილეობას იღებდა 15 ინფლუენსერი და მთავარი საპრიზო თანხა იყო $1,000,000.[44][45][46] 2022 წლის იანვარში Forbes-მა დონალდსონი YouTube-ის ყველაზე მაღალშემოსავლიან იუტუბერად დაასახელა, 2021 წელს დაახლოებით 54 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. Forbes-მა განაცხადა, რომ მან თავისი შემოსავალით 2021 წელს 40-ე ადგილი დაიკავა, ის გამოიმუშავებდა იმდენ ფულს რამდენსაც ვინ დიზელი და ლუის ჰამილტონი 2020 წელს.[47][48]

ნიშანი, რომელიც ასახავს MrBeast

2022 წლის 28 ივლის, დონალდსონმა YouTube-ზე მიაღწია 100,000,000 მილიონიან ნიშნულს, რითაც ის გახდა მეორე ინდივიდუალური მომხმარებელი ვინც ეს შეძლო.[49][50] 2022 წლის 17 ნოემბერს დონალდსონმა მოხსნა გინესის რეკორდი როგორც „ყველაზე მეტი გამომწერის მქონე ინდივიდუალური მამაკაცი მომხმარებელი YouTube-ზე“ მისი MrBeast არხით სადაც 112,193,139.[51] წინა რეკორდსმენი, PewDiePie, თითქმის ათი წლის განმავლობაში ფლობდა რეკორდს, როგორც ყველაზე მეტი გამომწერი მქონე YouTuber.[52] 2022 წლის ნოემბერში დონალდსონის ვიდეოებს 30 დღეში დაუგროვდა 1 მილიარდი ნახვა.[53]

2023 წლის თებერვალში ის გამოჩნდა ვირუსულ რეკლამაში[54] NFL-ისთვის, რომელიც გავიდა Super Bowl LVII-ის დროს.[55]

2023 წლის ივნისში დონალდსონმა განაცხადა, რომ მიიწვიეს ტურისტულ ექსპედიციაში ტიტანიკის ნამსხვრევების სანახავად OceanGate-ის წყალქვეშა ტიტანში, მაგრამ უარი თქვა შეთავაზებაზე. წყალქვეშა ნავი ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა, რის შედეგადაც ხუთი მგზავრი დაიღუპა.[56][57]

სხვა საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Finger on the App[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის ივნისში, დონალდსონმა, ბრუკლინში დაფუძნებულ ხელოვნების კოლექტივთან MSCHF-თან თანამშრომლობით, გამოუშვა ერთჯერადი მრავალმოთამაშიანი მობილური თამაში სახელწოდებით „Finger on the App“. თამაშში მოთამაშეები ეკრანს აჭერენ თითს და ვინც ბოლო აუშვებს ის მოიგებს $25,000. [58] საბოლოო ჯამში, ოთხმა ადამიანმა მოიგო $20,000, მათ აპლიკაციაზე თითი 70 საათზე მეტხანს ედოთ ისე რომ ერთხელაც არ აუშვეს.[59] გავრცელებული ინფორმაციით, თამაში იმდენად წარმატებული იყო, რომ მათ გადაწყვიტეს გაეგრძელებინათ და გამოეშვათ „inger on the App 2“. თამაში გამოვიდა 2021 წლის 20 მარტს და საპრიზო ფონდს შეადგენდა $100,000.[60] გამარჯვებულს თითი ტელეფონზე დაახლოებით 51 საათის განმავლობაში ჰქონდა დადებული. მეორე ადგილზე გასულმა ასევე მიიღო პრიზი $20,000.[61]

MrBeast Burger[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროდუქტი MrBeast Burger-დან

უილ ჰაიდმა, MrBeast არხის პროდიუსერმა, 2020 წლის ნოემბრის სტატიაში The Wake Weekly-თან ინტერვიუში გამოაცხადა, რომ დონალდსონი 2020 წლის დეკემბერში გახსნიდა ვირტუალურ რესტორანს სახელად MrBeast Burger. ჰაიდმა თქვა, რომ მისი გუნდი ვირტუალური სასადილოების კონცეფციით მუშაობდა რესტორნის კონცეფციის შემუშავების დროს. მისი თქმით მომხმარებელს შეეძლება შეუკვეთოს ბურგერები ონლაინ მიტანის სერვისების საშუალებით.[62]

2022 წლის აგვისტოში, დონალდსონმა გამოაცხადა, რომ გახსნიდა MrBeast Burger-ის რესტორანს American Dream Mall-ში ისტ რუტერფორდში, ნიუ ჯერსიში, ნიუ-იორკ სიტის მახლობლად. რესტორანი გაიხსნა 2022 წლის 4 სექტემბერს.[63] 2023 წლის 17 ივნისს, დონალდსონმა გამოთქვა სურვილი დაეხურა MrBeast Burger იმის შიშით, რომ მაღალი ხარისხი არ იყო გარანტირებული და თქვა, რომ ნანობს „ცუდი ხელშეკრულების“ დადებას Virtual Dining Concepts, LLC-თან, მაგრამ თქვა, რომ კომპანია „ არ მაძლევს გაჩერების საშუალებას მიუხედავად იმისა, რომ ეს საშინელებაა ჩემი ბრენდისთვის“.[64][65][66]

Feastables[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

MrBeast-ის შოკოლადის ფილა

2022 წლის იანვარში დონალდსონმა გამოაცხადა ახალი კვების კომპანიის შექმნა სახელწოდებით Feastables, მან გამოუშვა საკუთარი ბრენდის შოკოლადის ფილები სახელწოდებით „MrBeast Bars“. თავიდან ის სთავაზობდა მომხმარებელს 3 სახის არომატს: სტანდარტული, ნუშის და ქინოა. მალევე მან გადაიღო ვიდეო სადაც ათამაშებდა 1 მილიონი დოლარის ღირებულების პრიზებს. ასევე რამოდენიმე გამარჯვებულს ეძლეოდა შანსი, რომ მეიღო მონაწილეობა ვიდეოში, სადაც შეჯიბრი იქნებოდა შოკოლადის ქარხანაში.[67] ვიდეო აიტვირთა 2022 წლის ივნისში, სადაც მონაწილეობას იღებდა გორდონ რემზიც, როგორც ჟიურის წევრი. საპრიზო თანხა იყო $500,000.[68][69]

ვიდეოში მონაწილეები ეტაპ-ეტაპ იცხრილებოდნენ და საბოლოოდ გამარჯვებულმა მოიგო შოკოლადის ქარხანა. ვიდეოში კამეოს სახით მოხვდნენ ცნობილი ადამიანები: მეტ სტონი და ჯოი ჩესტნატი.[70] 2022 წლის 2 თებერვალს, Feastables-მა გამოაცხადა რომ Turtle Beach Corporation-თან და Roccat-თან გააფორმა ხელშეკრულება, რათა უზრუნველყოთ საჭირო რესურსები პრიზებისთვის.[71] გავრცელებული ინფორმაციით, Feastables-მა 10 მილიონი დოლარი გამოიმუშავა დაწებიდან პირველ თვეებში.[72]

2023 წლის 3 მარტს, დონალდსონმა Twitter-ზე თაყვანისმცემლებს სთხოვა „გაესუფთავებინათ თაროები“ სადაც Feastables-ის პროდუქცია იდო, რათა დაეჩრდილათ კონკურენტები. Feastables-მა მომხმარებლებს შესთავაზა მონაწილეობის მიღება სადაც საპრიზო ფონდი იქნებოდა $5,000. გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებდა ის წარადგენდა მტკიცებულებას სადაც მოცემული იქნებოდა, რომ მათ მართლაც შეასრულებს დონალდსონის თხოვნა. ამ ყველაფერმა ძალიან დიდი კრიტიკა გამოიწვია.[73][74]

2023 წლის 7 აპრილს, დონალდსონმა გამოაცხადა, რომ Feastables თანამშრომლობდა კარლ ჯეიკობსთან, რათა გამოეშვა ტკბილეულის ხაზი სახელწოდებით "Karl Gummies".[75][76]

თავდაპირველად ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ Walmart-ში, 2023 წლის მაისში Feastables ხელმისაწვდომი გახდა 7-Eleven ლოკაციებზე, მათ შორის Speedway და Stripes ლოკაციებზე.[77]

ინვესტიციები და პარტნიორობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დონალდსონი არის ინვესტორი ტექნოლოგიურ სტარტაპში Backbone, რომელიც აწარმოებს Backbone One-ს, კონტროლერს, რომელიც სმარტფონს ხდის Nintendo Switch-ის მსგავს.[78][79]

2021 წლის მარტიდა დონალდსონი პარტნიორია Creative Juice-ის ფინანსურ ქსელ თან Juice Funds, რომელმაც 2 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო ფონდის დანერგა, კონტენტის შემქმნელებისთვის.[80][81]

2021 წლის აპრილში, დონალდსონი გრძელვადიანი ინვესტორი გახდა ფინანსური ტექნოლოგიური კომპანია Current-ის.[82][83] იმავე თვეში, დონალდსონმა დიდი კრიტიკა მიიღო მას შემდეგ, რაც ფანებმა დაკარგეს დიდი რაოდენობის თანხა კრიპტოვალუტის სქემით, რომელშიც დონალდსონმა ინვესტიცია მოახდინა და გაავრცელა ხალხში.[84]

ფილანტროპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Team Trees[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის 25 ოქტომბერს დონალდსონმა და NASA-ს ყოფილმა ინჟინერმა და იუტუბერმა მარკ რობერმა გამოაცხადეს, რომ ერთობლივად აპირებდნენ პროექტზე მუშაობას YouTube-ზე სახელწოდებით #TeamTrees. ამ პროექტის მიზანი იყო 2020 წლის 1 იანვრამდე არბორის დღის ფონდისთვის 20 მილიონი დოლარის შეგროვება და ხეების დარგვა „არაუგვიანეს 2022 წლის დეკემბრისა“. ყოველი შემოწირულობა მიდის Arbor Day Foundation-ში, რომელიც პირობას დებს დარგავს თითო ხეს ყოველ შემოწირულ დოლარზე. ცნობილმა იუტუბერებმა, როგორებიცაა Rhett & Link, Marshmello, iJustine, Marques Brownlee, The Slow Mo Guys, Ninja, Simone Giertz, Jacksepticeye და Smarter Every Day, ყურადღება მიაპყრეს პროექტს და ხეების დარგვა დაიწყეს აშშ-ს ეროვნულ პარკებში.[85][86]

იმავე წლის 19 დეკემბერს $20,000,000-ის მიზანს მიაღწიეს.[87] პროექტმა მიიღო დიდი შემოწირულობები ისეთი ადამიანებისგან როგორიცაა: ჯეკ დორსი, სიუზან ვოიჩიცკი, ილონ მასკი[88] და ტობიას ლუტკე,[89] ასევე ისეთი კომპანიებისგან როგორიცაა: Discovery, Verizon და Plants vs. Zombies.[90] ტობიას ლუტკე, Shopify-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რეკორდსმენია როგორც შემოწირულობებით ყველაზე დიდი რაოდენობით 1,000,001 დარგული ხით.[91]. 2023 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით, მათ დასახულ მიზანს 20 მილიონ ხეს გადააჭარბეს და დარგეს 24.3 მილიონი ხე.[92]

Beast Philanthropy[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის 17 სექტემბერს შეიქმნა YouTube არხი Beast Philanthropy.[93] არხის პირველ ვიდეოში დონალდსონმა წარადგინა საქველმოქმედო და სურსათის ბანკი სახელად დარენი, რომელიც წინა ვიდეოებში გამოჩნდა, როგორც აღმასრულებელი დირექტორი.[94] არხის აღწერილობის მიხედვით, მისი სარეკლამო შემოსავლის 100%, ბრენდის გარიგებები და საქონლის გაყიდვები საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა.[95]

Team Seas[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წლის 29 ოქტომბერს, დონალდსონმა და რობერმა მოაწყვეს კიდევ ერთი ერთობლივი ღონისძიება YouTube-ზე, სახელწოდებით #TeamSeas. ამ პროექტის მიზანი იყო 2022 წლის 1 იანვრისთვის 30 მილიონი დოლარის ოდენობის თანხის შეგროვება ოკეანის კონსერვაციისა და გაწმენდისთვის. მიზანი იყო 30 მილიონი ფუნტი პლასტმასის და სხვა ნარჩენების ამოღება ოკეანეებიდან, მდინარეებიდან და პლაჟებიდან. დონალდსონმა და რობერმა შეკრიბეს ათასობით კონტენტის შემქმნელი, მათ შორის AzzyLand, DanTDM, TommyInnit, LinusTechTips, TierZoo, LEMMiNO, The Infographics Show, Hannah Stocking, Dhar Mann და Marques Brownlee და პარტნიორობდნენ BEN-ისა და TubeBuddy-ისთან.[96][97]

კატარაქტის ოპერაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2023 წლის იანვარში, დონალდსონმა დაფარა ხარჯები ათასობით ადამინისთვის რომელსაც სჭირდებოდა კატარაქტის ოპერაცია.[98] ამ ვიდეოზე სხვადასხვა სახის კომენტარების იწერებოდა, ზოგი ამ ყველაფერს აფასებდა ზოგიც კი "საქველმოქმედო პორნოს" უწოდებდა და ამბობდა, რომ მხოლოდ ფულის გამოსამუშავებლად გააკეთა ეს.[99] სხვები კი აკრიტიკებდნენ ამერიკის ჯანდაცვის სისტემას, რამეთუ ხალხს არ შეეძლო ხარჯების დაფარვა ოპერაციებისთვის და არ უნდა ყოფილიყო საჭირო რომელიმე იუტუბერის ჩარევა.[100]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Sullivan, Dan; Hardy, Benjamin (May 9, 2023). 10x Is Easier Than 2x: How World-Class Entrepreneurs Achieve More by Doing Less. Hay House Publishing. pp. 75–76.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. MrBeast Net Worth
  2. MrBeast Net Worth
  3. „MrBeast changed YouTube and launched an entire genre of expensive stunt content“
  4. Mr.Beast Hit 150M Subscribers This Year On YouTube: Here's How Much Money He Earns
  5. How YouTuber MrBeast Pulled off a Real-Life Battle Royale in Three Weeks
  6. How YouTuber MrBeast Pulled off a Real-Life Battle Royale in Three Weeks
  7. YouTuber MrBeast Reached 30 Million Subscribers With a Little Help From His Friends
  8. MrBeast Just Launched A Gaming Channel. Now He’s Looking To Hire An Editor.
  9. Introducing the YouTube rich list: The top 10 highest-paid YouTubers of 2020
  10. Could MrBeast Be The First YouTuber Billionaire
  11. ხეების დასარგავად შექმნილი ფონდი
  12. YouTuber MrBeast's tree-planting campaign reached its goal of raising $20 million. Here's the list of prominent people who have donated, including Elon Musk, Jeffree Star, and even the CEO of YouTube.
  13. Is MrBeast for Real? Inside the Outrageous World of YouTube’s Cash-Happy Stunt King
  14. What Disease Does YouTuber MrBeast Have?
  15. Is MrBeast the world’s most controversial YouTuber? Meet the 22-year-old famous for giving millions to strangers and opening a free restaurant during Covid-19
  16. 21-year-old YouTuber MrBeast was one of the most-viewed YouTube creators in 2019 - check out how he got his start and found success with elaborate stunts and giveaways
  17. The North Carolina Kid Who Cracked YouTube’s Secret Code
  18. MrBeast plans exciting giveaway to break cash prize record in gaming history, fans say 'you obviously have too much money'
  19. What disease does MrBeast have? Everything you need to know Read more: https://www.tuko.co.ke/facts-lifehacks/celebrity-biographies/458487-what-disease-mrbeast-everything-know/
  20. 21-year-old YouTuber MrBeast was one of the most-viewed YouTube creators in 2019 - check out how he got his start and found success with elaborate stunts and giveaways
  21. How YouTuber MrBeast Pulled off a Real-Life Battle Royale in Three Weeks
  22. Is MrBeast the world’s most controversial YouTuber? Meet the 22-year-old famous for giving millions to strangers and opening a free restaurant during Covid-19
  23. Is MrBeast the world’s most controversial YouTuber? Meet the 22-year-old famous for giving millions to strangers and opening a free restaurant during Covid-19
  24. KARL JACOBS REVEALS HOW A MR. BEAST FLUKE MADE HIM A MINECRAFT ICON
  25. Why Did Jake the Viking Leave MrBeast and What's He Up to Now?
  26. Why I Left MrBeast
  27. Convergence: The International Journal of Research into New Media Technologies
  28. Millions of people watched YouTuber 'MrBeast' count to 100,000
  29. YouTuber ‘MrBeast’ Buys Smorgasbord Of Advertising To Help PewDiePie Stay Ahead Of T-Series
  30. [https://twitter.com/mrbeast/status/1055928398646784002 MrBeast-ის სტატუსი ტვიტერზე PewDiePie-ისთვის მხარდაჭერასთან დაკავშირებით
  31. YouTubers MrBeast, Jake Paul spotted at Sup Dogs
  32. MrBeast Hosts Real-life Battle Royale Tournament
  33. MrBeast Drops Video Of Real Life, EA-Sponsored ‘Apex Legends’ Battle Starring 39 YouTubers Competing For $200,000
  34. Is MrBeast the world’s most controversial YouTuber? Meet the 22-year-old famous for giving millions to strangers and opening a free restaurant during Covid-19
  35. Is MrBeast the world’s most controversial YouTuber? Meet the 22-year-old famous for giving millions to strangers and opening a free restaurant during Covid-19
  36. [https://www.tubefilter.com/2020/04/27/mrbeast-youtube-creator-games-nadeshot-ninja/ MrBeast’s ‘Creator Games’ Is YouTube’s Most-Watched Live Original Ever, With 662K Concurrent Viewers
  37. TikTok star Charli D'Amelio's family was accused of cheating on trivia questions after winning a $300,000 charity competition between influencers
  38. MrBeast's "YouTube Rewind 2020, Thank God It’s Over”. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-11. ციტირების თარიღი: 2023-07-15.
  39. < MrBeast's "YouTube Rewind 2020, Thank God It’s Over”[მკვდარი ბმული]
  40. MrBeast Signs Exclusive Snapchat, Facebook Video Distribution Pact With Jellysmack
  41. MrBeast Signs Exclusive Facebook, Snapchat Distribution Deal With Jellysmack
  42. $3.5M Squid Game recreation is about as accurate as you can get without actually shooting anyone
  43. The success of MrBeast’s Squid Game is its own dystopia
  44. MrBeast’s Third ‘Creator Games’ To Host Bella Poarch, Logan Paul, With $1 Million Prize
  45. MrBeast Hosts Stunning Million-Dollar Tournament Featuring Some of YouTube’s Biggest Stars
  46. MrBeast has started a new $1,000,000 Influencer tournament
  47. The Highest-Paid YouTube Stars: MrBeast, Jake Paul And Markiplier Score Massive Paydays
  48. THE WORLD’S HIGHEST-PAID CELEBRITIES
  49. MrBeast Tops 100 Million YouTube Subscribers: ‘I Hope to Do YouTube Until the Day I Die’
  50. YouTube star MrBeast just became the 2nd person in the world to reach 100 million subscribers and livestreamed the moment he found out
  51. Mr Beast now most-subscribed YouTuber ever, overtaking PewDiePie
  52. MrBeast overtakes PewDiePie as most-subscribed YouTuber
  53. YouTube King MrBeast Has Now Officially Crossed 1 Billion Views On His Main Channel in Just 30 Days, Gets 2nd Rank As…
  54. Flag-football star of Super Bowl ad wants to empower women in sports
  55. MrBeast appears in official Super Bowl LVII commercial for new NFL promotion
  56. MrBeast says he declined to join submersible trip: ‘Kind of scary that I could have been on it’
  57. MrBeast claims he turned down trip on Titanic submarine days before fatal disaster
  58. YouTuber MrBeast Launches Multiplayer Endurance Game ‘Finger on the App’
  59. MrBeast ends Finger on the App competition by telling players to stop after 70 hours
  60. MrBeast’s $100,000 ‘Finger on the App 2’ Contest Kicks Off Saturday
  61. MrBeast Crowns $100,000 ‘Finger On The App’ Winner After 50-Hour Contest
  62. Fast food with a side of cash: Burger Boy becomes Mr. Beast Burger for the day
  63. Beast Mode at American Dream: MrBeast Burger opens first location to thousands of fans
  64. MrBeast “moving on” from Beast Burger restaurants after just two years
  65. MrBeast, the renowned YouTuber, regrets launching MrBeast Burger due to quality control issues.
  66. Controversial Burger Brand MrBeast May Be Closing Up Shop
  67. I tried MrBeast's new chocolate bars. They're pretty good
  68. UNCANNY REPLICA OF WILLY WONKA’S CHOCOLATE FACTORY IS UNSETTLING AND DELICIOUS
  69. MrBeast recreated Willy Wonka's chocolate factory, featuring a toilet made of cake, a dessert contest judged by Gordon Ramsay, and a 'chocolate waterfall'
  70. MrBeast releases Willy Wonka's Chocolate Factory video made in Kinston
  71. Turtle Beach and ROCCAT Team-Up With MrBeast’s New Feastables Snack Brand for Epic Gaming Accessory Giveaway
  72. How MrBeast's Feastables used giveaways and data to sell $10 million worth of chocolate bars
  73. MrBeast sparks debate on Twitter after asking fans to clean up Feastables candy displays at Walmart
  74. MrBeast stirs backlash after asking fans to fix Walmart displays for his Feastables chocolate bars
  75. MrBeast drops new Feastables gummies in collaboration with Karl Jacobs
  76. I Sent Karl To The Moon
  77. Feastables are now on shelves in every 7-11 and Speedway
  78. MrBeast-Backed Gaming Venture Launches Backbone One, A Controller That Turns iPhones Into Consoles
  79. from the original on February 24, 2022. Retrieved May 5, 2021.. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 24, 2022. ციტირების თარიღი: ივლისი 17, 2023.
  80. MrBeast working with $2 million fund to invest in up-and-coming creators
  81. Mr. Beast, YouTube Star, Wants to Take Over the Business World
  82. MrBeast Invests In Fintech Company ‘Current,’ Kicks Off Long-Term Partnership With $100,000 Giveaway
  83. Current and MrBeast announce exclusive, long-term partnership and investment
  84. Mr. Beast, YouTube Star, Wants to Take Over the Business World
  85. MrBeast partners with more than 600 YouTubers, including PewDiePie and MKBHD, to plant 20 million trees
  86. Here's why the top YouTubers from all corners of the platform are talking about planting 20 million trees for #TeamTrees
  87. we did it!⁣
  88. YouTube star MrBeast wants to plant 20 million trees. Elon Musk, Jack Dorsey, and more are helping him do it.
  89. YouTuber MrBeast's tree-planting campaign reached its goal of raising $20 million. Here's the list of prominent people who have donated, including Elon Musk, Jeffree Star, and even the CEO of YouTube.
  90. The team is growing every day and scoring wins for the planet. Plant with us and track our progress!
  91. team trees LEADERBOARD
  92. Team Trees count
  93. Beast Philanthropy
  94. MrBeast Opens His Own Food Bank, Shares Details On ‘Beast Philanthropy’
  95. 100% of the profits from my ad revenue, merch sales, and sponsorships will go towards making the world a better place!
  96. YouTubers MrBeast, Mark Rober Reteam for ‘TeamSeas’ Charity Fundraiser to Clean Up Trash From Marine Environments
  97. MrBeast And Mark Rober’s #TeamSeas Is Raising $30 Million For Ocean Cleanup
  98. YouTube star MrBeast helps 1,000 blind people see again by sponsoring cataract surgeries
  99. MrBeast: Why has YouTuber faced criticism for blind surgery video?
  100. A YouTuber cured 1,000 blind people for a video. But is it performative altruism?
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=MrBeast&oldid=4643324“-დან