ვინ დიზელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვინ დიზელი
Vin Diesel by Gage Skidmore 2.jpg
დიზელი San Diego Comic Con 2013-ზე
მშობლიური სახელი Vin Diesel
დაბადების სახელი მარკ სინკლერი
დაბადების თარიღი 18 ივლისი, 1967 (1967-07-18) (53 წლის)[1]
ალამიდა, კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი, სცენარისტი
აქტიური 1990–დღემდე
პარტნიორ(ებ)ი პალომა ხიმენესი (2007–დღემდე)
შვილ(ებ)ი 3

ვინ დიზელი (ინგლ. Vin Diesel), ნამდვილი სახელი მარკ სინკლერი[2] (ინგლ. Mark Sinclair; დ. 18 ივლისი, 1967) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი მსახიობი კინოინდუსტრიაში. ცნობილია ფორსაჟის“ ფრენჩაიზში შესრულებული დომინიკ ტორეტოს როლით.

კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო. კინოში პირველად გამოჩნდა ეპიზოდური როლით 1990 წლის ფილმში „გამოღვიძება“. 1995 წელს გადაიღო ნახევრად ავტობიოგრაფიული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „Multi-Facial“, რომლის მთავარი როლის შემსრულებელი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და მუსიკის ავტორი თავად არის. 1998 წელს მონაწილეობდა სტივენ სპილბერგის ფილმში „რიგითი რაიანის გადასარჩენად“. 1999 წელს გაახმოვანა მთავარი პერსონაჟი სამეცნიერო ფანტასტიკურ ანიმაციურ ფილმში „რკინის გიგანტი“.[3]

საყოველთაო აღიარება მოუტანა კინოსერიებმა: „ფორსაჟი“, „XXX“ და „რიდიკის ქრონიკები.

დიზელი ახმოვანებს პერსონაჟ გრუტს გალაქტიკის მცველების პირველ (2014) და მეორე (2017) ნაწილებში.[4][5] მოქმედებითი ფილმების გარდა, წარმატებით მონაწილეობდა სხვადასხვა ჟანრის ფილმებში, მათ შორის კომედიაში „მელოტი ძიძა“ (2005). კრიტიკოსების შექება დაიმსახურა ჯეკი დინორციოს როლისთვის ფილმში „მაღიარეთ დამნაშავედ“.[6] 2020 წელს განასახიერა კომიქსების სუპერ გმირის „ბლადშოტის“ როლი ამავე სახელწოდების ფილმში. მან, აგრეთვე მონაწილეობა უნდა მიიღოს ჯეიმზ კამერონის ავატარის“ გაგრძელებაში.[7]

[1995]] წელს დაარსა კინომწარმოებელი კომპანია One Race Films, რომლის ფილმთა უმეტესობა დიზელის მიერაა პროდიუსირებული. იგი აგრეთვე არის ხმის ჩამწერი სტუდია Racetrack Records-ის დამაარსებელი.

მიღებული აქვს რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის — ორი MTV Movie Award, ერთი Teen Choice Award და ორი People's Choice Awards.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1990 გამოღვიძება Awakenings სანიტარი
1995 Multi-Facial მაიკი
1997 უსახლკაროები Strays რიკი
1998 რიგითი რაიანის გადასარჩენად Saving Private Ryan რიგითი ადრიანი
1999 ანფ რკინის გიგანტი The Iron Giant რკინის გიგანტი
2000 საქვაბე Boiler Room კრის ვარიკი
2000 უკუნი სიბნელე Pitch Black რიჩარდ რიდიკი
2001 ფორსაჟი The Fast and the Furious
2002 სამი იქსი XXX ქსანდერ კეიჯი
2003 მარტოხელა A Man Apart შონ ვეტერი
2004 ანფ რიდიკის ქრონიკები The Chronicles of Riddick რიჩარდ რიდიკი
2004 რიდიკის ქრონიკები: ბნელი მრისხანება The Chronicles of Riddick: Dark Fury რიჩარდ რიდიკი
2005 მელოტი ძიძა The Pacifier ლეიტენანტი შეინ ვოლფი
2006 მაღიარეთ დამნაშავედ Find Me Guilty ჯეკი დინორციო
2006 ფორსაჟი: ტოკიო დრიფტი The Fast and the Furious: Tokyo Drift დომინიკ ტორეტო
2008 ბაბილონი Babylon A.D. ჰიუგო კორნელიუსი
2009 ფორსაჟი 4 Fast & Furious დომინიკ ტორეტო
2011 ფორსაჟი 5 Fast Five დომინიკ ტორეტო
2013 ფორსაჟი 6 Fast & Furious 6 დომინიკ ტორეტო
2013 რიდიკი Riddick რიჩარდ რიდიკი
2014 გალაქტიკის მცველები Guardians of the Galaxy გრუტი
2015 ფორსაჟი 7 Furious 7 დომინიკ ტორეტო
2015 უკანასკნელი ჯადოქრებზე მონადირე The Last Witch Hunter კოლდერი
2016 მილის გრძელი გასეირნება ნახევარტაიმებს შორის Billy Lynn's Long Halftime Walk ბილი ლინი
2017 სამი იქსი: ქსანდერ კეიჯის დაბრუნება XXX: Return of Xander Cage ქსანდერ კეიჯი
2017 ფორსაჟი 8 The Fate of the Furious დომინიკ ტორეტო
2017 გალაქტიკის მცველები: ნაწილი 2 Guardians of the Galaxy Vol. 2 გრუტი
2018 შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი Avengers: Infinity War გრუტი
2018 რალფმა ინტერნეტი გააფუჭა Ralph Breaks the Internet გრუტი
2019 შურისმაძიებლები: დასასრული Avengers: Endgame გრუტი
2020 ბლადშოტი Bloodshot რეი გარისონი/ბლადშოტი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Famous birthdays for July 18: Vin Diesel, Kristen Bell“, 18 ივლისი, 2019. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან - 19 ივლისი, 2019. „Actor Vin Diesel in 1967 (age 52)“ 
  2. Diesel breaks silence over Walker“, Press Association via The Press (Christchurch, New Zealand), 3 დეკემბერი, 2013. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან - 6 ოქტომბერი, 2014. 
  3. The Iron Giant (1999), https://www.imdb.com/title/tt0129167/fullcredits. წაკითხვის თარიღი: 2018-01-09
  4. Truitt, Brian. “He is Groot: Diesel to star in 'Guardians of the Galaxy'“, USA Today, December 21, 2013. 
  5. Marvel Studios Begins Production on Marvel's 'Guardians of the Galaxy Vol. 2'. Marvel.com (17 თებერვალი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 თებერვალი, 2016. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2016.
  6. Find Me Guilty – Moviehole. ციტირების თარიღი: October 7, 2017.
  7. Vin Diesel will star in James Cameron’s long awaited Avatar sequels en (2019-04-05). ციტირების თარიღი: 2020-04-07.