შინაარსზე გადასვლა

ლუის ჰემილტონი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუის ჰემილტონი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 7 იანვარი, 1985(1985-01-07)[1] [2] [3] [4] (40 წლის)
დაბ. ადგილი Stevenage[5] [1] [6]
სიმაღლე 174
წონა 68
საიტი lewishamilton.com
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო[7] [8] [9] [6]
კლუბი McLaren და Mercedes F1 Team
ჯილდოები ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი, Laureus World Sports Award for Breakthrough of the Year[10] [11] , BBC Sports Personality of the Year Award[12] [13] , Laureus World Sports Award for Sportsman of the Year[14] , L'Équipe Champion of Champions და Segrave Trophy[15]

სერ ლუის კარლ დევიდსონ ჰამილტონი (დ. 7 იანვარი, 1985) — ბრიტანელი მრბოლელი, რომელიც ამჟამად ასპარეზობს ფორმულა 1 -ში Mercedes-AMG Petronas ფორმულა ერთი გუნდისთვის. ჰამილტონმა რეკორდულ, 7 ჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული (რეკორდი მიხაელ შუმახერთან ერთად) და ფლობს რეკორდებს ყველაზე მეტი მოგებით ( 103 ), პოლ პოზიციით ( 103 ), პოდიუმით ( 191 ) და სხვა.

ჰამილტონი დაიბადა და გაიზარდა სტივენიჯში, ჰერტფორდშირში. [16]ის 1998 წელს, 13 წლის ასაკში მაკლარენის ახალგაზრდა მძღოლების პროგრამას შეუერთდა და მალევე გახდა ყველაზე ახალგაზრდა მრბოლელი, რომელიც ოდესმე ფორმულა 1-ის გუნდს შეერთებია. 2007 დან 2012 წლამდე ის მაკლარენისთვის ასპარეზობდა, რამაც ის პირველ და 2023 წლის მდგომარეობით ერთადერთ შავკანიან მრბოლელად აქცია ფორმულა ერთში.[17] თავის პირველ სეზონში ჰამილტონმა დაამყარა მრავალი რეკორდი, დაიკავა მეორე ადგილი ჩემპიონის ტიტულისთვის კიმი რაიკონენთან ბრძოლაში. მომდევნო, 2008 წლის სეზონში, მან დრამატულად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის პირველი ტიტული. მან სეზონის ბოლო რბოლის ბოლო წრეზე ბოლო კუთხეში გადაუსწრო თავის კონკურენტს და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი ისტორიაში. მაკლარენში გატარებული ექვსი წლის შემდეგ, ჰამილტონმა 2013 წელს მერსედესთან გააფორმა კონტრაქტი.

2014 წელს, რეგულაციების ცვლილებისა და ტურბო-ჰიბრიდული ძრავების გამოყენების დაწყებასთან ერთად ჰამილტონისთვის უაღრესად წარმატებული პერიოდი დაიწყო, რომლის დროსაც მან კიდევ ექვსჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა ზედიზედ 2014 და 2015 წლებში. ამ სეზონებში ჰამილტონის უახლოესი კონკურენტი მისი თანაგუნდელი ნიკო როსბერგი იყო. 2016 წელს როსბერგის მიერ ფორმულა ერთის დატოვების შემდეგ ჰამილტონის უახლოესი კონკურენტი ფერარის სებასტიან ფეტელი გახდა. ჰამილტონმა მისი დამარცხება ზედიზედ ორჯერ, 2017 და 2018 წლებში მოახერხა. ამის შემდეგ მან ზედიზედ კიდევ ორჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, 2019 და 2020 წლებში და გაათანაბრა შუმახერის რეკორდი. 2021 წლის სეზონში მან მე-100 პოულ პოზიცია და რბოლა მოიგო.

ჰამილტონმა დიდი წვლილი შეიტანა გლობალურად ფორმულა ერთისადმი ინტერესის გაზრდის საქმეში გახმაურებული ცხოვრების წესის, გარემოსდაცვითი და სოციალური აქტივიზმისა და მუსიკასა და მოდაში ჩართულობის გამო. ცნობილია რომ ის აქტიურად უჭერს მხარს რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და მოტოსპორტში მრავალფეროვნების გაზრდას. 2013 დან 2021 წლამდე ის ფორმულა ერთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტი იყო. ჟურნალ ფორბსის მონაცემებით ის 2010იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი იყო. 2020 წელს ჟურნალმა თაიმმა ჰამილტონი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შეყვანა. 2020 წელს ის რაინდად აკურთხეს. 2022 წელს ჰამილტონს ბრაზილიის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა.

  1. 1.0 1.1 http://espn.go.com/racing/driver/_/id/868/lewis-hamilton
  2. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  3. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. AsMadrid: PRISA, 1967. — ISSN 1888-6671
  5. http://www.bbc.co.uk/southerncounties/content/articles/2007/06/18/lewis_hamilton_facts_feature.shtml
  6. 6.0 6.1 Deutsche Nationalbibliothek Record #1126044040 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  7. http://www.bbc.co.uk/sport/0/formula1/22133162
  8. http://www.bbc.co.uk/sport/0/formula1/19032217
  9. http://www.bbc.co.uk/sport/0/formula1/18938265
  10. https://nl.motorsport.com/f1/news/hamilton-verslaat-stoner-bij-laureus-awards/3342083/
  11. https://www.swissinfo.ch/eng/federer-wins-record-fourth-laureus-award/1016284
  12. https://www.bbc.co.uk/sport/sports-personality/30456847
  13. https://bleacherreport.com/articles/2301454-lewis-hamilton-and-formula-1s-winners-of-bbc-sports-personality-of-the-year
  14. https://web.archive.org/web/20200910080117/https://www.laureus.com/world-sports-awards/2020
  15. https://www.royalautomobileclub.co.uk/motoring/trophies-and-awards/the-segrave-trophy/sir-lewis-hamilton-mbe/
  16. Kelso, Paul (20 April 2007). "Profile: Lewis Hamilton". The Guardian. ციტირების თარიღი: from the original on 5 October 2013. Retrieved 26 June 2008.. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  17. Garside, Kevin (13 September 2006). „Formula One's first black driver to take his place on grid“. The Daily Telegraph. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 აგვისტო 2008. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი 2024.