ილონ მასკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ილონ მასკი
Elon Musk 2015.jpg
ილონ მასკი, 2015 წელი
მშობლიური სახელი Elon Musk
დაბადების სახელი ილონ რივი მასკი
დაბადების თარიღი 28 ივნისი, 1971 (1971-06-28) (49 წლის)
პრეტორია, ტრანსვაალი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
რეზიდენცია ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ[1][2]
მოქალაქეობა
ალმა-მატერი
საქმიანობა
  • ინვესტორი
  • ბიზნესმენი
  • გამომგონებელი
აქტიური 1995-დღემდე
პარტია დამოუკიდებელი
მეუღლე(ები) ჯასტინ უილსონი (იქ. 2000; დაშ. 2008)
ტალულა რაილი (იქ. 2010; დაშ. 2012)
(იქორწინეს 2013; დაშორდნენ 2016)[3]
შვილ(ებ)ი 6 (1 გარდაცვლილი)
მშობლები მამა: ეროლ მასკი
დედა: მეი მასკი
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი
საიტი twitter.com/elonmusk/ elonmusk.com
ხელმოწერა Elon Musk Signature.png

ილონ რივი მასკი (ინგლ. Elon Reeve Musk; დ. 28 ივნისი, 1971) — ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ინვესტორი.[4][5][6] SpaceX-ის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და წამყვანი დიზაინერი, აგრეთვე Tesla, Inc.-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.[7] x.com-ის თანადამფუძნებელი, რომელსაც ერთი წლის შემდეგ შეეცვალა სახელი და დაერქვა PayPal. 2016 წელს „Forbes“-ის სიაში „მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ადამიანები“ ილონ მასკმა 21-ე ადგილი დაიკავა.[8] 2020 წლის ოქტომბრის მონაცემებით მისი შემოსავალი შეადგენს 38.9 მილიარდ აშშ დოლარს, რითაც „ფორბსის“ ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 23-ე ადგილს იკავებს.[9]

დაიბადა და გაიზარდა პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკაში. 17 წლის ასაკში საცხოვრებლად გადავიდა კანადაში და სწავლა დაიწყო კუინზის უნივერსიტეტში. ორი წლის შემდეგ სასწავლებლად გადავიდა პენსილვანიის უნივერსიტეტში. გარკვეული ხნის შემდეგ იგი გახდა კომპანია Zip2-ის თანადამფუძნებელი, რომელიც შეძენილი იქნა Compaq-ის მიერ 340 მილიონი დოლარად 1999 წელს. შემდეგში მან დააფუძნა X.com, რომელიც მოგვიანებით შეერწყა კომპანია Confinity-ის 2000 წელს, ხოლო მოგვიანებით დაერქვა PayPal და შეძენილი იქნა eBay-ის მიერ 1.5 მილიარდ დოლარად 2002 წელს.[10][11][12][13]

2002 წელს მასკმა დააფუძნა SpaceX, კოსმოსური ხომალდების მწარმოებელი და კოსმოსური სატრანსპორტო მომსახურებების ამერიკული კომპანია, რომლის მთავარი დიზაინერი თავად არის. SpaceX-ის მიზანია უფრო იაფად შეასრულოს ფრენები კოსმოსში, რაც საბოლოოდ NASA-ს მისცემს საშუალებას არსებული ბიუჯეტით გააგზავნოს ადამიანები მარსზე. მთავარი განსხვავება სხვა მსგავსი პროექტებისგან არის ის, რომ SpaceX-მა შეძლო დაემზადებინა ისეთი ხომალდები, რომელთა მოდულები ან თუნდაც მთლიანი ხომალდები დაუზიანებლად ბრუნდებიან მიწაზე და მათი გამოყენება ხელმეორედაა შესაძლებელია. ეს მნიშვნელოვნად აიაფებს კოსმოსში ფრენებს, რადგან ყოველ ჯერზე არაა საჭირო ხომალდის თავიდან აგება.

2003 წელს მასკი გახდა Tesla, Inc-ის თანადამაარსებელი — ელექტრომობილების და მზის პანელების მწარმოებელი. 2006 წელს მონაწილეობა მიიღო SolarCity-ის შექმნაში. SolarCity ილონ მასკის ერთ-ერთი პროექტია. ამ კომპანიის ბიზნეს გეგმა შედარებით განსხვავებულია სხვა მსგავსი კომპანიების ხედვისგან. ისინი უსასყიდლოდ ამონტაჟებენ საკუთარ მზის ელემენტებს სახლების სახურავზე და ამ სახლების მფლობელებს სთავაზობენ ელექტროენერგიას უფრო იაფად. 2016 წელს მასკმა სემ ოლტმენთან ერთად დააფუძნა OpenAI — არაკომერციული კვლევითი კომპანია, რომლის მიზანია მეგობრული ხელოვნური ინტელექტის განვითარება.

ილონ მასკი არის Tesla Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი და აგრეთვე მას ეკუთვნის უსწრაფესი სატრანსოპორტო სისტემის Hyperloop-ის შექმნის იდეა. ასეთი „ლუპის“ შექმნა ნიუ-იორკიდან სან-ფრანცისკომდე 6 მილიარდი დოლარი დაჯდება. ამ მანძილის დაფარვა „ლუპით“ ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი. მასკის განცხადებით, SpaceX, Tesla და SolarCity-ის მიზანია სამყაროსა და კაცობრიობის შეცვლა.[14] მისი მიზანია აგრეთვე გლობალური დათბობის შემცირება და ადამიანთა გადაშენების რისკის შემცირება მარსის კოლონიზაციის მეშვეობით.[15]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Davenport, Christian. The Space Barons; Elon Musk. Jeff Bezos, and the Quest to Colonize the Cosmos. PublicAffairs (2018). ISBN 978-1610398299
  • Fernholz, Tim. Rocket Billionaires: Elon Musk, Jeff Bezos, and the New Space Race. Houghton Mifflin Harcourt (2018). ISBN 978-1-328-66223-1
  • Ashlee Vance|Vance, Ashlee. Elon Musk: Tesla, SpaceX, and the Quest for a Fantastic Future|Elon Musk: How the Billionaire CEO of SpaceX and Tesla is Shaping our Future. Virgin Books (2015). ISBN 9780753555620. Afterthoughts by Ashlee Vance

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Billionaire Tesla CEO Elon Musk Buys Neighbor's Home in Bel Air For Million“, Forbes. ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი, 2013. 
  2. Inside Elon Musk's M Bel Air Mansion“, Bloomberg News. ციტირების თარიღი: 21 აგვისტო, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან - 7 თებერვალი, 2015. 
  3. Actor Talulah Riley files to divorce billionaire Elon Musk, again“, The Guardian, 21არტი მ, 2016. ციტირების თარიღი: 20 აპრილი, 2016. „"The pair first married in 2010 and divorced in 2012. They remarried 18 months later."“ 
  4. Curtis, Sophie. “Elon Musk 'to launch fleet of internet satellites'“, The Daily Telegraph, 10 ნოემბერი, 2014. ციტირების თარიღი: 23 ივნისი, 2015. „"Elon Musk, inventor and business magnate"“ 
  5. Vance, Ashlee. (13 სექტემბერი, 2012) Elon Musk, the 21st Century Industrialist. დაარქივებულია ორიგინალიდან - 26 აპრილი, 2017. ციტირების თარიღი: 23 ივნისი, 2015.
  6. Engineer in Focus: Elon Musk. asme.org. ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი, 2015.
  7. Elon Musk | Tesla. ციტირების თარიღი: 2018-09-07
  8. The World's Most Powerful People“, დეკემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 14 დეკემბერი, 2016. 
  9. Real Time Billionaires. ციტირების თარიღი: April 29, 2020.
  10. LaMonica, Martin. “Tesla Motors founders: Now there are five“, 21 სექტემბერი, 2009. 
  11. A Brief history of Tesla“, Verizon Media, January 4, 2013. ციტირების თარიღი: April 21, 2014. „"Tesla was founded not by Elon Musk, but rather by Martin Eberhard and Marc Tarpenning in July 2003. The two bootstrapped the fledgling auto company until Elon Musk led the company's  million Series A financing round in February 2004, when Musk became the company's Chairman of the Board."“ 
  12. Start-Ups Aim to Conquer Space Market“, New York Times Company, 16 მარტი, 2014. ციტირების თარიღი: 21 აპრილი, 2014. „Space Exploration Technologies, or Space X, started by the Tesla founder Elon Musk“ 
  13. Tobak, Steve. (11 აპრილი, 2014) Trust Your Own Focus Group of One. Entrepreneur.com. ციტატა: „Elon Musk, founder of PayPal, Tesla and SpaceX“ ციტირების თარიღი: 21 აპრილი, 2014.
  14. Youtube Video - Elon Musk: The mind behind Tesla, SpaceX, SolarCity.
  15. Andersen, Ross. (September 30, 2014) Elon Musk puts his case for a multi-planet civilisation. ციტირების თარიღი: February 21, 2016.