შინაარსზე გადასვლა

Mount & Blade II: Bannerlord

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Mount & Blade II: Bannerlord
დეველოპერ(ებ)ი TaleWorlds Entertainment
გამომცემელი TaleWorlds Entertainment
სერია „Mount & Blade“
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows, PlayStation 4, PlayStation 5, Xbox One,Xbox Series X/S
გამოსვლის თარიღი 25 ოქტომბერი, 2022
ჟანრ(ებ)ი Action RPG
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი, მრავალმოთამაშიანი
კომპოზიტორი ფინ სელიგერი
საიტი ოფიციალური საიტი

Mount & Blade II: Bannerlordსტრატეგიული მოქმედებითი როლური ვიდეო თამაში, პოპულარული თამაშების სერიის „Mount & Blade“-ის გაგრძელება, რომელიც შექმნა და გამოსცა თურქულმა კომპანია TaleWorlds Entertainment-მა 2022 წლის 25 ოქტომბერს შემდეგი პლატფორმებისთვის: Microsoft Windows, PlayStation 4, PlayStation 5, Xbox One და Xbox Series X/S.

როგორც სერიის პირველ თამაშში, Bannerlord-ის მოქმედება ხდება იგივე რუკაზე, კალრადიაში, 210 წლით ადრე Mount & Blade: Warband-ამდე. მომქმედება მიმდინარეობს კალარანდიის იმპერიის დაცემის პერიოდში და წინა თამაშებში არსებული სამეფოების შექმნის დროს. კალარანდიის იმპერია და მისი დაცემის ანალოგიურია დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა და პირველი ევროპული სამეფოების შექმნა.[1]

2012 წლის სექტემბერს TaleWorlds-მა გამოაცხადა რომ თამაშზე მუშაობა მიმდინარეობდა, ასევე გამოვიდა პირველი თრეილერი. განახლებები იდებოდა TaleWorlds საიტზე ყოველ 2 თვეში ერთხელ.[2] თამაშის გრაფიკა გაუმჯობესებულია წინა თამაშებთან შედარებით.[3] ის შეიცავს უკეთეს დაჩრდილვას და უფრო დეტალურ მოდელებს. პერსონაჟების ანიმაცია შექმნილია მოძრაობის ჩაწერის ტექნოლოგიით.[4] ასევე გაუმჯობესებულია სახის ანიმაციები ემოციების უკეთესად გამოსახატად.[5] გაუმჯობესდა ინვენტარის ინტერფეისი, ასევე ხელოვნური ინტელექტი. ციხე-სიმაგრეების ალყის შემორტყმის სისტემა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Mount&Blade II: Bannerlord Developer Blog 7 - Imperial Declines. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-12. ციტირების თარიღი: 2015-05-19.
  2. Mount&Blade II Bannerlord - TaleWorlds Entertainment
  3. Mount&Blade II: Bannerlord Developer Blog 1 - Hairy Artists. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-05-19.
  4. Mount&Blade II: Bannerlord Developer Blog 5 - Virtual Skeletons. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2015-05-19.
  5. Mount&Blade II: Bannerlord Developer Blog 6 - Astounding Squirms. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-23. ციტირების თარიღი: 2015-05-19.