Laufey (მუსიკოსი)
Laufey | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ლუფი ლინ ბინ იონსიდოტირი |
დაბ. თარიღი | 23 აპრილი, 1999 |
დაბ. ადგილი | რეიკიავიკი, ისლანდია[1] |
წარმოშობა | რეიკიავიკი, ისლანდია |
ჟანრ(ებ)ი | ტრადიციული პოპი |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, ფორტეპიანო, ჩელო, გიტარა |
აქტიური | 2020 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | laufeymusic.com |
Laufey ვიკისაწყობში |
ლუფი ლინ ბინ იონსიდოტირი (ინგლ. Laufey Lín Bing Jónsdóttir; დ. 23 აპრილი, 1999, რეიკიავიკი, ისლანდია) — ისლანდიელი მომღერალი. მოიპოვა პოპულარობა 2020-იანი წლების დასაწყისში. დისკოგრაფია მოიცავს ჯაზით შთაგონებულ ტრადიციულ პოპს.
15 წლის ასაკში ისლანდიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩელოზე დაუკრა. ის იყო ფინალისტი 2014 წლის გადაცემაში Iceland's Got Talent, ხოლო მომდევნო წელს The Voice Iceland-ის ნახევარფინალისტი. 2021 წელს გამოუშვა სადებიუტო EP, Typical of Me და იმავე წელს დაამთავრა ბოსტონში ბერკლის მუსიკალური კოლეჯი. სადებიუტო ალბომი, Everything I Know About Love (2022), მოხვდა ისლანდიისა და შეერთებული შტატების ჩარტებში. შემდგომმა ალბომმა, Bewitched (2023) მოიგო საუკეთესო ტრადიციული პოპ ვოკალური ალბომის ჯილდო 66-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლუფი დაიბადა 1999 წლის 23 აპრილს რეიკიავიკში. მამა ისლანდიელია, დედა კი ჩინელი, წარმოშობით გუანჯოუდან.[2] დედა კლასიკური მევიოლინეა, ხოლო ბაბუა, ლინ იაოჯი, ვიოლინოს პედაგოგი იყო ჩინეთის მუსიკის ცენტრალურ კონსერვატორიაში. ლუფი თვლის, რომ ამან ბიძგი მისცა მის სიყვარულს მუსიკის მიმართ.[3] მას ჰყავს იდენტური ტყუპი და, სახელად იუნია ლინ იონსდოტირი, რომელიც მევიოლინე და მუსიკოსის კრეატიული დირექტორია.[4]
ლუფი ორი წელი ცხოვრობდა ვაშინგტონში, 2008 წელს კი დაბრუნდა რეიკიავიკში.[5] ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლა ოთხი წლის ასაკში დაიწყო, ხოლო ჩელოზე რვა წლის ასაკში. 2018 წელს დაამთავრა რეიკიავიკის მუსიკალური კოლეჯი.[6] 15 წლის ასაკში ისლანდიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩელოზე დაუკრა. ისლანდიაში ყოფნისას მონაწილეობა მიიღო 2014 წლის Iceland's Got Talent-ში. მომდევნო წელს გამოვიდა The Voice Iceland-ში. იმ დროს ის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე იყო კონკურსის ისტორიაში.
ლუფიმ დაამთავრა ბერკლის მუსიკალური კოლეჯი 2021 წელს. 2023 წლის ოქტომბრიდან ის ცხოვრობს ლოს-ანჯელესში.[7]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2020 წლის 6 აპრილს გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი „Street by Street". სიმღერა გავიდა პირველ ადგილზე ისლანდიის რადიოში. მომდევნო წელს, 2021 წლის 30 აპრილს, გამოუშვა თავისი პირველი EP, „Typical of Me“. მასში შედის „Street by Street" და ექვს სხვა სიმღერა. ნამუშევრების უმეტესობა დაიწერა მისი კოლეჯის საერთო საცხოვრებლის ოთახში. როლინგ სტოუნმა განსაკუთრებით შეაქო ნამუშევარი „I Wish You Love". American Songwriter-მა EP შეიყვანა 2021 წლის საუკეთესო ალბომების სიაში. იმავე წელს, მუსიკოსი გამოვიდა ლონდონის ჯაზ ფესტივალზე. იმავე პერიოდში, იგი თანამშრომლობდა ლონდონის ფილარმონიულ ორკესტრთან. მათ გამოუშვეს კოლაბორაციული ნამუშევარი „Let You Break My Heart Again". ერთი თვის შემდეგ, მომღერალ დოდისთან ერთად გამოუშვა კიდევ ერთი სინგლი, „Love To Keep Me Warm".[8][9]
მომდევნო წელს შეასრულა სიმღერა ჯიმი კიმელის შოუში. მან დაუკრა თავისი სიმღერა „Like the Movies" მისი სადებიუტო EP-დან, Typical of Me.[10] ხუთი თვის შემდეგ, მისი სადებიუტო ალბომი, Everything I Know About Love, გამოვიდა 2022 წლის 26 აგვისტოს ლეიბლ AWAL-ის ეგიდით.[11] ნამუშევარმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და გავიდა პირველ ადგილზე ბილბორდის ალტერნატიული ახალი შემსრულებლების ალბომების ჩარტში.[12]
2023 წლის აგვისტოში ხელი მოაწერა გლობალურ საგამომცემლო ხელშეკრულებას Warner Chappell Music-თან (WCM). მეორე სტუდიური ალბომი, Bewitched, გამოვიდა 2023 წლის 8 სექტემბერს.[13] ალბომს კრიტიკოსების მოწონება ხვდა წილად. ნამუშევარმა მუსიკოსს პირველი ნომინაცია და გამარჯვება მოუტანა გრემის ჯილდოზე, საუკეთესო ტრადიციული პოპ ვოკალური ალბომისთვის, სადაც მან ბილი ჯოელთან ერთად შეასრულა ნამუშევარი „Turn the Lights Back On".[14]
სტილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსზე გავლენა მოახდინა კლასიკურმა მუსიკამ და კლასიკურმა კომპოზიტორებმა, როგორიცაა ფრედერიკ შოპენი, მის სტილზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია ჯაზ მუსიკოსებმა, როგორებიც არიან ელა ფიცჯერალდი და ბილი ჰოლიდეი. მისი თქმით ფიცჯერალდმა, ჩეტ ბეიკერმა, ტეილორ სვიფტმა, ნორა ჯოუნსსმა და ადელმა ასევე დიდი გავლენა იქონიეს მის დისკოგრაფიაზე.[15][16]
ლუფის მუსიკალური სტილი დებატების საგანი გახდა. მუსიკოსის თქმით მისი ნამუშევრები არის ჯაზისა და პოპის ნაზავი. ეროვნული საზოგადოებრივი რადიოს, ნიუ-იორკ თაიმსისა და სიდნეის მორნინგ ჰერალდის თქმით ლუფის დისკოგრაფია მოიცავს ჯაზის, პოპის, ბოსა ნოვასა და კლასიკური მუსიკის ელემენტებს.[17]
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Everything I Know About Love (2022)
- Bewitched (2023)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Allmusic — 1991.
- ↑ Ugalde, Jacob. Interview: Laufey and the beauty of making it up as you go English (30 Apr 2021). ციტირების თარიღი: 31 August 2022
- ↑ 林耀基中國音樂基金 - Lin Yao Ji Music Foundation of China. ციტირების თარიღი: 2022-03-30
- ↑ Halbert, Mosha Lündstrom. Laufey Is the Viral Icelandic Prodigy Bringing Jazz to Gen Z (7 September 2023). ციტატა: „This gamine persona belies a business savvy aided by her partnership with her creative director: twin sister (and accomplished violinist) Junia Lin Jónsdóttir.“ ციტირების თარიღი: 8 November 2023
- ↑ Ruskin, John. (24 October 2023) Nardwuar vs. Laufey. ციტირების თარიღი: 21 December 2023
- ↑ Á forsetastyrk til Berklee is. ციტირების თარიღი: 2023-09-12
- ↑ Geraghty, Hollie. (28 August 2023) Laufey is here to stay en-GB. ციტირების თარიღი: 20 October 2023
- ↑ Johnson, Tommy. (2021-12-03) Laufey & dodie Share Stunning Cover Of "Love To Keep Me Warm" en. ციტირების თარიღი: 2023-11-21
- ↑ Warren W. Vaché (2000). „Ted Shapiro“, The Unsung Songwriters: America's Masters of Melody. Scarecrow Press, გვ. 448. ISBN 9780810835702.
- ↑ Laufey sló í gegn hjá Jimmy Kimmel. Iceland Monitor (20 November 2023). ციტირების თარიღი: 5 February 2024
- ↑ Cordelia Lam. (24 August 2022) Laufey – Everything I Know About Love review: an ode to the magic of life's little moments.
- ↑ Warner Chappell Music Signs Global Publishing Deal with Rising Jazz Star Laufey (2 August 2023). ციტირების თარიღი: 2023-08-22
- ↑ Laufey | Official Website en-US. ციტირების თარიღი: 2023-08-22
- ↑ | Artist | GRAMMY.com. ციტირების თარიღი: 2023-11-16
- ↑ Pirovic, Jasmine. (2023-09-13) Laufey shares the song that always makes her cry. ციტირების თარიღი: 2023-09-14
- ↑ Mims, Taylor. (2023-11-08) Chartbreaker: How Laufey Created a Blueprint For Modern Jazz Success en-US. ციტირების თარიღი: 2023-11-16
- ↑ Russonello, Giovanni. (2 November 2023) Laufey’s Old-Time Pop Is Smooth. Its Relationship to Jazz Is Spikier.. ციტირების თარიღი: 6 February 2024