ნორა ჯოუნსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნორა ჯოუნსი
Norah Jones at Bright Eyes 1.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯიტალი ნორა ჯოუნს შანკარი
დაბ. თარიღი 30 მარტი, 1979 (1979-03-30) (43 წლის)
დაბ. ადგილი ბრუკლინი[1]
წარმოშობა ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ
ჟანრ(ებ)ი ფოლკი
სოული
ჯაზი
ქანთრი
პოპი
საქმიანობა მომღერალი, კომპოზიტორი, მუსიკოსი, მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
პიანინო/კლავიში
გიტარა
აქტიური 2001–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Blue Note
ასოციაციები
ჯილდოები გრემის ჯილდო საუკეთესო ახალი შემსრულებლისთვის[2] , Amadeus Austrian Music Awards, გრემის ჯილდო წლის საუკეთესო ალბომისთვის და გრემის ჯილდო წლის საუკეთესო ჩანაწერისთვის
საიტი norahjones.com
ნორა ჯოუნსი ვიკისაწყობში

ნორა ჯოუნსი (ინგლ. Norah Jones) (დაბადების სახელი ჯიტალი ნორა ჯოუნს შანკარი; ინგლ. Geethali Norah Jones Shankar) (დ. 30 მარტი, 1979 ბრუკლინი, ნიუ-იორკი) — ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მუსიკოსი და მსახიობია.

მისი კარიერა 2002 წლის სადებიუტო ალბომის Come Away with Me მასიური წარმატებით დაიწყო, რომელიც თანამედროვე პოპ ჟღერადობასთან ერთად, სევდიანი სოულ/ფოლკ/ქანთრი ელფერი დაკრავს. ის 20 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა მსოფლიოს მასშტაბით და ექვსი გრემის ჯილდო მიიღო და ნორა ჯოუნს "საუკეთესო ახალი არტისტი"-ს წოდება მოუტანა. მისი მეორე ალბომი, Feels Like Home, 2004 წელს გამოვიდა და აშშ-ს რელიზი მილიონზე მეტი ასლით გაიყიდა პირველ კვირას. 2007-ში, ჯოუნსმა მესამე ალბომი, Not Too Late, გამოუშვა, რომელიც პირველ ადგილზე დებიუტირდა მსოფლიო ჩარტებში. ნორა ჯოუნსი ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არტისტია, რომლის ჩანაწერების გაყიდვებიც 39 მილიონს აჭარბებს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბადებულმა ჯიტალი ნორა ჯოუნს შანკარად ატლანტაში, ჯორჯია, მოგვიანებით, 16 წლის ასაკში ოფიციალურად შეცვალა თავისი სახელი ნორა ჯოუნსი-თ. მისი მამა ცნობილი სიტარის მაესტრო რავი შანკარია; ბავშვობა ჯოუნსმა დედასთან, სიუ ჯოუნსთან, ერთად გაატარა, რომელიც ტეხასში, გრეიპვაინის გარეუბან ფორტ უორსში გადავიდა როცა იგი 4 წლის იყო.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:


  1. Deutsche Nationalbibliothek, Staatsbibliothek zu Berlin, Bayerische Staatsbibliothek et al. Record #129256706 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. http://www.rockonthenet.com/grammy/newartist.htm