iPod

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აიპოდი
iPod
Ipods.png
ამჟამად აიპოდის ხაზში შედის (მარცხნიდან მარჯვნივ)
აიპოდ შაფლი, აიპოდ ნანო, აიპოდ კლასიკი, და აიპოდ თაჩი.
მწარმოებელი ეპლი
ტიპი პორტატული მედია დამკვრელი
საცალო გაყიდვაში
ჩაშვებულია
2001

აიპოდი (iPod) — პორტატული მედია დამკვრელების ბრენდი, გაშვებული 2001 წლის 23 ოქტომბერს, რომლის დიზაინს და მარკეტინგს კომპანია „ეპლი“ ახდენს. ამჟამად ხაზი შედგება ძირითად, მყარ დისკზე დაფუძნებულ აიპოდ კლასიკის, ძვირადღირებულ სენსორულ ეკრანიან აიპოდ თაჩის, საშუალო კლასისთვის განკუთვნილ ვიდეო შესაძლებლობებიანი აიპოდ ნანოს და დაბალფასიანი უეკრანო აიპოდ შაფლისგან. ყოფილი პროდუქტებია: კომპაქტური აიპოდ მინი (რომელიც აიპოდ ნანომ შეცვალა) და ძვირადღირებული დამატებითი ხაზი აიპოდ ფოტო (რომელიც რეინტეგრირებულ იქნა აიპოდ კლასიკის ხაზში). აიპოდ კლასიკის მოდელები მედიას შინაგან მყარ დისკზე ინახავს, დანარჩენი მოდელები, გარდა Microdrive-ზე დაფუძნებული მინისა, მათი მცირე ზომის გათვალისწინებით, ფლეშ მეხსიერებაზე არის დაფუძნებული. სხვა ციფრული მედია დამკვრელების მსგავსად, აიპოდების ინფორმაციის გარეგან მატარებლებად გამოყენებაც არის შესაძლებელი.

აიპოდებში მედიის გადასატანად ეპლის პროგრამა აიტიუნსი გამოიყენება. აიტიუნსი ჯუკბოქს-პროგრამაა, რომელიც კომპიუტერში არსებული მუსიკალური ფაილებისგან შედგენილ მუსიკალურ ბიბლიოთეკას ინახავს; ასევე შეუძლია კომპაქტ დისკების წაკითხვა, ჩაწერა და კოპირება. მისივე მეშვეობით ხდება კომპიუტერიდან ვიდეოების, კალენდრის მოვლენების, კონტაქტების და თამაშების აიპოდის იმ მოდელებში შეტანა, რომელთაც ზემოთ ჩამოთვლილების მხარდაჭერა აქვს. 2007 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით აიპოდის ხაზის 199 მილიონი ერთეულია გაყიდული, რითაც ის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი დამკვრელია.

ისტორია და დიზაინი[რედაქტირება]

აიპოდის იდეა ეპლის ციფრული ცენტრის სტრატეგიიდან მოვიდა, როდესაც კომპანიამ ციფრული მოწყობილობების მზარდი ბაზრიდან გამომდინარე, პროგრამების შექმნა დაიწყო. ციფრულ ფოტოაპარატებს, კამერებს და ორგენაიზერებს კარგად ჩამოყალიბებული მეინსტრიმული ბაზარი ჰქონდა, მაგრამ კომპანიამ აღმოაჩინა, რომ იმ დროისთვის არსებული ციფრული მუსიკალური დამკვრელები „დიდი და მოუხერხებელი ან პატარა და გამოუსადეგარი იყო“. სამომხმარებლო ინტერფეისებით, რომლებიც „დაუჯერებლად საშინელი“ აღმოჩნდა. ამის გამო ეპლმა საკუთარი პროდუქტის შექმნა გადაწყვიტა. ეპლის მოწყობილობების ინჟინერიის განყოფილების თამჯდომარემ, ჯონ რუბენშტეინმა, სტივ ჯობსის დავალებით, ინჟინრების ჯგუფი შეკრიბა დამკვრელი შესამუშავებლად, რომელშიც ტონი ფადელი და დიზაინერ-ინჟინერი ჯონათან აივიც შედიოდა. პროდუქტი ერთ წელზე ნაკლებ დროში შემუშავდა და საზოგადოებას 2001 წლის 23 ოქტომბერს წარედგინა. აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ჯობსმა ის გამოაცხადა, როგორც მაკ-შეთავსებადი პროდუქტი, 5 გიგაბაიტიანი მყარი დისკი, რომლის მეშვეობითაც ჯიბეში 1,000 სიმღერის ჩადება იყო ძშესაძლებელი.

ეპლისთვის უჩვეულოდ, მან აიპოდის პროგრამა თავიდან ბოლომდე თავად არ განავითარა. ამის მაგივრად მან PortalPlayer-ის პლატფორმას მიმართა, რომელიც 2 ARM ბირთვზე იყო დაფუძნებული. პლატფორმა ზედაპირულ პროგრამას იყენებდა, რომელიც გაშვებული იყო კომერციულ, მიკროკერნელ ჩაშენებულ ოპერატიულ სისტემაში. ეპლმა კონტრაქტი დადო მეორე კომპანია, Pixo-სთან, რათა ის, სტივ ჯობსის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ, დახმარებოდა კომპანიას სამომხმარებლო ინტერფეისის დიზაინში და განვითარებაში. დაფუძნების შემდეგ, ეპლი მუდმივად აგრძელებდა პროგრამის ინტერფეისის და დეტალების განახლებას. აიპოდ მინიდან დაწყებული, ფონტი Chicago Espy Sans-ით შეიცვალა. მოგვიანებით აიპოდები გადაერთვნენ Podium Sans-ზე, ეპლის კორპორატიულ ფონტ, Myriad-ის მსაგვს ფონტზე. შემდეგ, ფერად ეკრანიანმა აიპოდებმა მაკ ოს X-ის რამდენიმე თემა გადაიღეს, როგორიცაა აქუა პროგრესი და გახეხილი მეტალის თემა დახურულ ინტერფეისში. 2007-ში, ეპლმა ისევ მოახდინა აიპოდის ინტერფეისის მოდიფიცირება, მეექვსე თაობის აიპოდ კლასიკში და მესამე თაობის აიპოდ ნანოში, ძველი ფონტის Helvetica-თი შეცვლით, და ხშირ შემთხვევაში ორად გაყოფილი ეკრანით, რომლის ერთ ნახევარზე მენიუა გამოსახული, ხოლო მერე ნახევარზე ალბომის გარეკნების, ვიდეოების ან სურათების ზუმირებულ, მოძრავ გამოსახულებებს აჩვენებს (იმისდა მიხედვით, თუ რომელი კატეგორიაა მონიშნული).

მოდელები[რედაქტირება]

აიპოდის გაუმჯობესება მრავალჯერ მოხდა, და ყოველ მნიშვნელოვან განახლებას "თაობა" ქვია. მხოლოდ უახლესი თაობია მოდელები და წინა თაობია გადახარისხებული აიპოდის მოდელებია ხელმისაწვდომი ეპლისგან. ყოველ მომდევნო თაობას ჩვეულებრივ მეტი ფუნქციები და გაუმჯობესები აქვს, ამავე დროს ისინი უფრო პატარები და მსუბუქები არიან მათ წინამორბედებზე, მაშირ როცა ისინი ინარჩუნებენ (არა ყოველთვის) ძველი მოდელების ფასებს. აღსანიშანვი ცვლილებებია მექანიკური ბორბლის შეხების მგრძნობიარეთი შეცვლა, ფერადი ეკრანების გამოყენება და მყარი დისკების ფლეშ მეხსიერებით ჩანაცვლება.

მოდელი თაობა სურათი მახსოვრობა კავშირი თავდაპირველი რელიზის თარიღი მინიმუმი ოს სინქრონიზაციისთვის ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა (საათი)
კლასიკი პირველი პირველი თაობის აიპოდი 5, 10 გბ FireWire 23 ოქტომბერი 2001 მაკ: 910.1 აუდიო: 10
პირველი მოდელი, მექანიკური გადასახვევი ბორბლით. მოგვიანებით გამოვიდა 10 გბ მოდელი.
მეორე მეორე თაობის აიპოდი (2002) 10, 20 გბ FireWire 17 ივლისი 2002 მაკ: 10.1
ვინ: 2000
აუდიო: 10
შეხების მგრძნობიარე ბორბალი. FireWire პორტს ჰქონდა დასახური. დაჭერით ჩართვა გადაისინჯა. ვინდოუსთან შეთავსება Musicmatch-ით.
მესამე მესამე თაობის აიპოდი 10, 15, 20, 30, 40 გბ FireWire (USB მხოლოდ სინქრონიზაციისთვის) 28 აპრილი 2003 მაკ: 10.1
Win: 2000
აუდიო: 8
პირველი სრული რედიზაინი სრულად შეხების მგრძნობიარე ინტერფეისით, დოკ დამაკვშირებელით, და უფრო თხელი კეისით. Musicmatch-ის მხარდაჭერა შეწყდა აიტიუნს 4.1-ის გამოსვლით ვინდოუსისთვის
მეოთხე
(ფოტო) (ფერადი)
მეოთხე თაობის აიპოდი 20, 40 გბ FireWire ან USB 19 ივლისი 2004 მაკ: 10.2
Win: 2000
აუდიო: 12
გადმოიღო კლიკ ბორბალი აიპოდ მინისგან.
მეოთხე თაობის აიპოდი ფოტო:
30, 40, 60 გბ
FireWire ან USB 26 ოქტომბერი, 2004 მაკ: 10.2
Win: 2000
აუდიო: 15
სლაიდშოუ: 5
ფერადი:
20, 60 გბ
28 ივნისი, 2005
მე-4 თაობის აიპოდის პრემიუმ დამატებითი ხაზი ფერადი ეკრანით და სურათების ჩვენების შესაძლებლობით. მოგვიანებით რეინტეგრირდა აიპოდის ძირითად ხაზში.
მეხუთე მეხუთე თაობის აიპოდი 30, 60, 80 გბ USB (FireWire მხოლოდ დასატენად) 12 ოქტომბერი 2005 მაკ: 10.3
Win: 2000
30 გბ
აუდიო: 14
ვიდეო: 2
(მოგვიანებით 3.5)
60/80 გბ
აუდიო: 20
ვიდეო: 3/6.5
მეორე სრული რედიზაინი უფრო თხელი კეისით, ვიდეო შესაძლებლობით და უფრო დიდი ეკრანით. შემოთავაზებული იყო შავი და თეთრი.
მეექვსე 80, 160 გბ USB (FireWire მხოლოდ დასატენად) 5 სექტემბერი 2007 მაკ: 10.4 Win: XP 80 გბ
აუდიო: 30
ვიდეო: 5
160 გბ
აუდიო: 40
ვიდეო: 7
წარმოდეგენილ იქნა ბოლოსართი "კლასიკი". ახალი ინტერფეისი და ანოდირებული ალუმინის წინა საფარი. ვერცხლისფერს ცვლის თეთრი.
მინი
(შეიცვალა ნანოთი)
პირველი პირველი თაობის აიპოდ მინი 4 გბ USB ან FireWire 6 იანვარი 2004 მაკ: 10.1
Win: 2000
აუდიო: 8
ახალი პატარა მოდელი, ხელმისაწვდომი 5 ფერში. პირველად წარმოადგინა"კლიკ ბორბალი".
მეორე მეორე თაობის აიპოდ მინი 4, 6 გბ USB ან FireWire 22 თაბერვალი 2005 მაკ: 10.2
Win: 2000
აუდიო: 18
უფრო კაშკაშა ფერებით ბატარეის ხანგრძლივი სიცოცხლე. კლიკ ბორბლის ფერი ეხამება კეისის ფერს. ოქროსფერის გამოშვება შეწყდა. მოგვიანებით შეიცვალა აიპოდ ნანოთი.
ნანო პირველი პირველი თაობის აიპოდ ნანო 1, 2, 4 გბ USB (Firewire მხოლოდ დასატენად) 7 სექტემბერი 2005 მაკ: 10.3
Win: 2000
აუდიო: 14
სლაიდშოუ: 4
შეცვალა მინი. ხელმისაწვდომია შავი ან თეთრი და იყენებს ფლეშ მეხსიერებას. ფერადი ეკრანი ფოტოების სამახავად. 1 გბ ვერსია გამოვიდა მოგვიანებით.
მეორე 4 გბ ლურჯი აიპოდ ნანო 2, 4, 8 გბ USB (FireWire მხოლოდ დასატენად) 12 სექტემბერი 2006 მაკ: 10.3
Win: 2000
აუდიო: 24
სლაიდშოუ: 5
ანოდირებული ალუმინის კეისი, ხელმისაწვდომია 6 ფერში.
მესამე 4 გბ მესამე თაობის აიპოდ ნანო 4, 8 გბ USB (FireWire მხოლოდ დასატენად) 5 სექტემბერი 2007 მაკ: 10.4
Win: XP
აუდიო: 24
ვიდეო: 5
2" QVGA ეკრანი, ფერები განახლდა შავით, ახალი ინტერფეისი, ვიდეო შესაძლებლობა.
შაფლი პირველი პირველი თაობის აიპოდ საფლი 512 MB, 1 გბ USB
(ადაფტერი არაა საჭირო)
11 იანვარი 2005 მაკ: 10.2
Win: 2000
აუდიო: 12
ახალი დაბალი სეგმენტის მოდელი. იყენებს ფლეშ მეხსიერებას და არ აქვს ეკრანი.
მეორე მეორე თაობის აიპოდ შაფლი 1 გბ USB 12 სექტემბერი 2006 მაკ: 10.3
Win: 2000
აუდიო: 12
უფრო პატარა მისამაგრიანი დიზაინი ანოდირებული ალუმინის კეისით. მოგვიანებით დაემატა 4 ფერი. ფერები განახლდა.
თაჩი პირველი 8, 16 გბ USB (FireWire მხოლოდ დასატენად) 5 სექტემბერი 2007 მაკ: 10.4
Win: XP
აუდიო: 22
ვიდეო: 5
ინტერნეტ ბრაუზერით Safari, სენსორული ეკრანით, Wi-Fi-თ, და უკაბელო კავშირით აიტიუნსის მაღაზიასთან და YouTube-თან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

iPod-ის გაყიდვები კვარტალების მიხედვით.

პოპულარული ბანერების გალერეა[რედაქტირება]

შენ რომელი აიპოდი ხარ?

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=IPod&oldid=2355966“-დან