Windows XP

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Windows XP
Windows logo - 2002.svg
Windows XP Luna.png
Windows XP
შემქმნელი Microsoft
წყაროს მოდელი დახურული, გაზიარებული[1]
თავდაპირველი ვერსიის
საბოლოო ვარიანტი
აგვისტო 24, 2001; 16 წლის წინ (2001-08-24)[2]
ძირითადი
ხელმისაწვდომობა
ოქტომბერი 25, 2001; 16 წლის წინ (2001-10-25)
უკანასკნელი გამოშვება Service Pack 3 (5.1.2600) / აპრილი 21, 2008; 9 წლის წინ (2008-04-21)
განახლების მეთოდი Windows Update
Windows Server Update Services (WSUS)
System Center Configuration Manager (SCCM)
მხარდაჭერილი პლატფორმები IA-32, x86-64 და Itanium
ბირთვის ტიპი ჰიბრიდული
ლიცენზია საცდელი, რაოდენობრივი ლიცენზია,SaaS
მხარდაჭერის სტატუსი
  • ძირითადი მხარდაჭერა დასრულდა 2009 წლის 14 აპრილს.[3]
  • გაფართოებული მხარდაჭერა დასრულდა 2014 წლის 8 აპრილს.[3]
  • არსებობს გამონაკლისები.

Windows XPMicrosoft-ის ოპერაციული სისტემა რომელიც შედის Windows NT-ის ოჯახში. იგი გამოუშვეს 2001 წლის 25 ოქტომბერს. სახელწოდება XP წამოვიდა ინგლისური სიტყვიდან experience (გამოცდილება). სისტემის გამოცემიდან მოყოლებული, 2006 წლის იანვრის მონაცემებით მთელ მსოფლიოში უკვე გამოიყენებოდა მისი 400 მილიონი ასლი. სისტემის წარმატებამ გამოიწვია Microsoft-ის შემდეგი ოპერაციული სისტემით, Windows Vista დაინტერესება (რომელიც 2007 წლის 30 იანვარს გამოვიდა).

არსებობს Windows XP-ს რამდენიმე გამოცემა. ყველაზე ცნობილია Windows XP Home Edition (სახლისათვის) და Windows XP Professional (დამატებითი ფუნქციებით, რომელთა შორის არის სერვერების დომენებისა და ორი ფიზიკური პროცესორის მხარდაჭერა). ასევე პოპულარობით სარგებლობდა Windows XP Media Center Edition, რომელიც გათვლილი იყო ისეთ კომპიუტერებზე, რომელთა მფლობელები ტექნიკას მხოლოდ ტელეეთერის სანახავად და მუსიკის მოსასმენად იყენებდნენ. ხოლო Windows XP Tablet PC Edition შეიქმნა პლანშეტის ტიპის კომპიუტერების მფლობელთათვის.

Windows XP ორი ტიპის - 64 და 32 ბიტიანი - პროცესორისათვის იქნა გამოცემული.

2014 წლის 8 აპრილს, Microsoft-მა Windows XP-ის მხარდაჭერა ოფიციალურად შეწყვიტა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Windows Licensing Programs. Microsoft. წაკითხვის თარიღი: September 21, 2008.
  2. აგვისტო 24, 2001; 16 წლის წინ (2001-08-24)
  3. 3.0 3.1 Microsoft Product Lifecycle Search: Windows XP. Microsoft Support. Microsoft. წაკითხვის თარიღი: October 13, 2012.


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Windows_XP&oldid=3392020“-დან