Apple Lisa

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Apple Lisa

Apple Lisa — პერსონალური კომპიუტერი, რომელიც 1980-იან წლებში შექმნა კომპანია Apple-მა.

1980-იან წლებში ბევრი მაჩვენებლით Macintosh-ზე უფრო განვითარებული (და გაცილებით უფრო ძვირი) სისტემა იყო. ამგვარად მასში, მაგალითად, რეალიზებული იყო დაცული მეხსიერება, კოოპერატიული მრავალფუნქციურობა, მთლიანობაში უფრო რთული ფაილების სისტემა, ჩამონტაჟებული სქრინსეივერი, მოწინავე კალკულატორი, 2 მბ-მდე ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა, ციფრული დამხმარე კლავიატურა, მონაცემთა დარღვევის საწინააღმდეგო დაცვის სისტემები (მაგალითად, როგორიცაა block sparing), ფაილთა არაფიზიკური სახელები (ერთნაირი სახელწოდების მქონე რამდენიმე დოკუმენტის ქონის შესაძლებლობა) და დისპლეის უფრო მაღალი გაფართოება. მაკინტოშზე ყველაფერი ეს მრავალი წლის შემდეგ რეალიზდა. მაგალითად, მეხსიერების დაცვითი სისტემა მხოლოდ Mac OS X-ში გამოჩნდა (2001 წელს). მიუხედავად ამისა, მაკინტოშს ჰქონდა უფრო სწრაფი პროცესორი Motorola 68K ტაქტური სიხშირით 7,89 მჰც და ჰქონდა ჩამონტაჟებული ხმის ქვესისტემა. Lisa-ს ოპერაციული სისტემა და მისი პროგრამები ძლიერ ტვირთავდნენ Motorola 68K-ის პროცესორს, რომლის ტაქტური სიხშირეც 5 მჰც იყო, რაც განსაკუთრებით იგრძნობოდა დიდი მოცულობის მქონე დოკუმენტების თვალიერებისას.

კომპიუტერს სახელი ეწოდა სტივ ჯობსის ქალიშვილის პატივსაცემად, რომელსაც იგი თავიდან არ აღიარებდა. მოგვიანებით მოიგონეს უაზრო ბეკრონიმი[1]ინგლ. Local Integrated Software Architecture, „პროგრამული უზრუნველყოფის ლოკალურად ინტეგრირებული სტრუქტურა“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ენდი ჰერცფელდი (2005). "Bicycle", Revolution in the Valley. O'Reilly, გვ. 36. ISBN 0-596-00719-1. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Apple_Lisa&oldid=3406058“-დან