iPhone (მოდელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
iPhone
მწარმოებელი Apple
სიხშირეთა
დიაპაზონი
Quad band GSM 850 900 1800 1900 GPRS/EDGE
მასა 135 გრ
ზომა 115 მმ/61 მმ/11.6 მმ
ფოტოკამერა 2 მეგაპიქსელი
ბატარეა ლითიუმ-იონ პოლიმერის ბატარეა
მეხსიერება ფლეშ მეხსიერება 4, 8 და 16 გბ
მოდელები

iPhone (აგრეთვე ცნობილი როგორც ორიგინალი iPhone, iPhone 2G) — კომპანია Apple-ის სმარტფონების ხაზის, iPhone-ის პირველი თაობის მოდელი. თვეების განმავლობაში გავრცელებული ხმებისა და ჭორების შემდეგ[1] ის წარმოადგინა Apple-ის იმდროინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ჯობსმა 2007 წლის 9 იანვარს.[2] ამერიკაში iPhone გამოვიდა იმავე წლის 29 ივნისს. ხაზის შემდეგი მოდელი იყო iPhone 3G, რომელიც 2008 წელს გამოუშვეს.

ორიგინალი iPhone აღარ იღებს განახლებებს Apple–ისგან, მისი უკანასკნელი ოპერაციული სისტემაა iOS 3.1.3.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dolan, Brian. Timeline of Apple "iPhone" Rumors (1999–Present). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-15. ციტირების თარიღი: 2008-02-17.
  2. Honan, Mathew (January 9, 2007). „Apple unveils iPhone“. Macworld. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 15, 2008. ციტირების თარიღი: April 6, 2008.