Not Guilty (სიმღერა)
იერსახე
| „Not Guilty“ | |
|---|---|
| სიმღერა — ჯორჯ ჰარისონი | |
| ალბომიდან George Harrison | |
| გამოსვლის თარიღი | 23 თებერვალი, 1979 |
| ჩაიწერა | მარტი–ოქტომბერი 1978 |
| ჟანრი | ჯაზ-პოპი |
| ხანგრძლივობა | 3:35 |
| ხმისჩამწერი ლეიბლი | Dark Horse |
| ავტორ(ებ)ი | ჯორჯ ჰარისონი |
| პროდიუსერი | ჯორჯ ჰარისონი, რას ტაიტლმენი |
| „Not Guilty“ | |
|---|---|
| სიმღერა — The Beatles | |
| ალბომიდან Anthology 3 | |
| გამოსვლის თარიღი | 28 ოქტომბერი, 1996 |
| ჩაიწერა | 7–9, 12 აგვისტო 1968 |
| ჟანრი | როკი |
| ხანგრძლივობა | 3:22 |
| ხმისჩამწერი ლეიბლი | Apple |
| ავტორ(ებ)ი | ჯორჯ ჰარისონი |
| პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი |
„Not Guilty“ — ინგლისელი მუსიკოს ჯორჯ ჰარისონის სიმღერა. იგი შეტანილია მის ალბომში George Harrison და The Beatles-ის 1996 წლის საარქივო კომპილაციაში Anthology 3.
სიმღერა დაიწერა 1968 წელს, The Beatles-თან ერთად ინდოეთში მაჰარიში მაჰეშ იოგისთან მედიტაციის კურსის გავლის შემდეგ. ტექსტში ასახულია ჰარისონის დამოკიდებულება ჯგუფის სხვა წევრების, ჯონ ლენონის და პოლ მაკ-კარტნის მიმართ.
The Beatles-მა სიმღერა თავდაპირველად ჩაწერა ალბომისთვის The Beatles, 1968 წლის აგვისტოში, მაგრამ მუშაობა შეწყვიტა რამდენიმე დღის და 99 დუბლის შემდეგ. Anthology 3-ში შეტანილია უკანასკნელი დუბლი, რომელიც მითითებულია, როგორც „Take 102“. The Beatles-ის ვერსია თავდაპირველისგან განსხვავდება გიტარების უხეში ჟღერადობით.