შინაარსზე გადასვლა

G6-ის 1-ლი სამიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან G6-ის I სამიტი)
G6-ის I სამიტი
← დაარსდა

შატო დე რამბუიე
მასპინძელი საფრანგეთი
თარიღი 15-17 ნოემბერი, 1975
მონაწილეები დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
დროშა: დასავლეთი გერმანია დას. გერმანია
იტალიის დროშა იტალია
დროშა: იაპონია იაპონია
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ

G6-ის 1-ლი სამიტი, დიდი ექვსიანის პირველი სამიტი (15-17 ნოემბერი, 1975) — ექვსი უდიდესი ინდუსტრიული ქვეყნის არაოფიციალური შეხვედრა საფრანგეთში, რამბუიეში. სამიტის ჩატარების ადგილი იყო შატო დე რამბუიე პარიზის მახლობლად[1].

დიდი ექვსიანის პირველი სამიტი წარმოადგენდა არაოფიციალური ფორუმს, რომელშიც მონაწილობას იღებდა ექვსი უდიდესი ინდუსტრიული ქვეყნის (საფრანგეთს, დასავლეთ გერმანიას, იტალიას, იაპონიას, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ს) ხელმძღვანელებს[2]. შეხვედრის მიზანი არ ყოფილა, რომ ფორუმისთვის მიეცათ ყოველწლიური შეხვედრის სახე ან ეცადათ მისი უფრო ფართო საერთაშორისო ინსტიტუტებთან დაკავშირება. მიუხედავად ამისა აღნიშნული შეხვედრა წარმოშვა აუცილებლობამ, რომელთა ინიციატორები იყვნენ საფრანგეთის პრეზიდენტი და დასავლეთ გერმანიის კანცლერი. სწორედ ნაყოფიერმა შეხვედრამ გააჩინა იდეა რომ მსგავსი ფორუმის ყოველწლიური ჩატარება მრავალი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხის მოგვარებას შეუწყობდა ხელს[3].

პირველმა — დიდი ექვსიანის — შეხვედრამ საფუძველი დაუდო, შემდგომში დიდი შვიდიანის (G7) და დიდი რვიანის (G8) ყოველწლიური სამიტების გამართვას.

ლიდერები სამიტზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენდა საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს და შეერთებული შტატების ლიდერების არაოფიციალურ ფორუმს. ამასთანავე ეს იყო ერთმანეთის უკეთ გაცნობის საუკეთესო საშუალება, რადგანაც ყველა მათგანი ახლადარჩეული ლიდერი იყო თავის ქვეყანაში.

სამიტის ეს მონაწილეები ითვლებოდნენ ძირითადი ინდუსტრიული ქვეყნების ფორუმის წარმომადგენლებად[4][1]:

განხილული საკითხები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

G6-ის I სამიტის ერთ-ერთი შეხვედრა. შატო დე რამბუიე. 15 ნოემბერი, 1975 წელი

სამიტი გამიზნული იყო, როგორც მის წევრებს შორის არსებული უთანხმოების მოგვარების საშუალება. ამასთანავე ის წარმოადგენდა, როგორც შესაძლებლობა მის წევრებს მისცემოდათ ერთმანეთის მხარდაჭერა რთული ეკონომიკური გადაწყვეტილებების ფონზე[3]. მიუხედავად ყველაფრისა, რამბუიეზე ვერ შეთანხმდნენ, როგორ გამკლავებულიყვნენ 1930-იანი წლების შემდეგ წარმოქმნილ რეცესიას; მაგრამ მთავარი თემები, რომელიც მოგვიანებით გახდება ცნობილი, როგორც პირველ სამიტზე ისე ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს დღის წესრიგში რჩება უცვლელი — პროტექციონიზმის თავიდან აცილება, ენერგეტიკული დამოკიდებულებისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება[5][6].

სამიტზე განხილული საკითხები:

  • მსოფლიო ეკონომიკაზე აზრთა პროდუქტიული გაცვლა
  • დემოკრატიული სახელმწიფოების პოლიტიკური და ეკონომიკური პასუხისმგებლობა
  • ურთიერთდამოკიდებულების ზრდა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა
  • ინფლაცია და ენერგეტიკული კრიზისები
  • უმუშევრობა და ეკონომიკის აღდგენა
  • მსოფლიო ვაჭრობის ხელშეწყობა
  • მონეტარული სტაბილურობა
  • მრავალმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებები
  • ეკონომიკური ურთიერთობა საბჭოთა კავშირთან და აღმოსავლეთ ბლოკთან
  • თანამშრომლობა და განვითარებადი ქვეყნების ხელშეწყობა
  • საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კონფერენცია
  • თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Japan, Ministry of Foreign Affairs (MOFA): Summit Meetings in the Past.
  2. Saunders, Doug. "Weight of the world too heavy for G8 shoulders," Globe and Mail (Toronto). 5 July 2008 – n.b.
  3. 3.0 3.1 Reinalda, Bob and Bertjan Verbeek. (1998). Autonomous Policy Making by International Organizations, p. 205.
  4. Rieffel, Lex. "Regional Voices in Global Governance: Looking to 2010 (Part IV)," დაარქივებული 3 June 2010 საიტზე Wayback Machine. Brookings. 27 March 2009; "core" members (Muskoka 2010 G-8, official site). დაარქივებული 2 June 2010 საიტზე Wayback Machine.
  5. Stewart, Heather and Larry Elliott. "Hopes fading for salvation at the summit," The Guardian (London). 22 March 2009.
  6. Big Six optimistic after currency pact. Glasgow Herald (18 November 1975). ციტირების თარიღი: 18 June 2013.