FLEX

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (ინგლ. Future Leaders Exchange, შემოკლებით FLEX) — მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამა, რომელსაც ადმინისტრერებას უწევს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. იგი ფინანსდება თავისუფლების მხარდაჭერის აქტის მიერ. პროგრამა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს (15-დან 17 წლამდე) ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან (საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, რუსეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უკრაინის ჩათვლით), გაატარონ აკადემიური წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში, იცხოვრონ მასპინძელ ოჯახში და ისწავლონ ამერიკულ უმაღლეს სკოლაში.

პროგრამა შეიქმნა 1992 წელს სენატორ ბილ ბრედლის მიერ. მისი აზრით, ეს პროგრამა იყო „საუკეთესო საშუალება, უზრუნველყოფილიყო ხანგრძლივვადიანი მშვიდობა და ურთიერთგაგება აშშ-სა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, ასევე დემოკრატიის შესწავლა მისი უშუალო გაცნობით“. 1993 წლიდან მოყოლებული 18000-ზე მეტმა მოსწავლემ 12 პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან მიიღო მონაწილეობა ამ პროექტში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=FLEX&oldid=2447920“-დან