განხილვა:FLEX

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტატია უკვე არსებობს ინგლისურ და რუსულ ენებზე, ვერ ვხედავ მიზეზს რატომ უნდა იყოს შეფასებული იგი არაენციკლპედიურ მასალად— წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Shotakup (განხილვაწვლილი) 18:53, 25 ივლისი 2011 (UTC).[უპასუხე]

მეც ვფიქრობ, რომ შეიძლება ამ სახით სტატია შევინარჩუნოთ. ინტერნეტ-რესურსები დავამატე. – BruTe () 18:54, 25 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
ვიკიპედია არ არის გაცვლით პროგრამების კატალოგი. უამრავი ამგვარი პროგრამა არსებობს.--იორგი; 18:59, 25 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმები, არ არის, :) მაგრამ, ეს მხოლოდ ინფორმაციაა პროგრამაზე და არა რეკლამა. გარდა ამისა, სტატია არსებობს კიდევ ორ ენაზე (თვითონ ეს სტატია ინგლისურიდანაა ნათარგმნი). – BruTe () 19:06, 25 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ინგლისურიდან არ უნდა შემოვიტანოთ ყველაფერი, გარდა ამისა ინგლისური ვიკი ეტალონი ნამდვილად არ არის. მანდაც უამრავი ნაგავია - რომლის გატანაც მხოლოდ ქართული ვიკიპედიის დანაგვიანებაა. ნებისმიერი სტატია ვიკიპედიაში არის გარკვეული სახის რეკლამა. გამოდის, რომ ჩვენ ვარეკლამებთ ერთ პროგრამას და ვჩუმდებით სხვებზე. ეს კი აშკარა დისკრიმინაცია არის. --იორგი; 19:12, 25 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მე არ ვიცი, რას ნიშნავს ამ შემთხვევაში ’რეკლამა’. იქნებ მე მინდა დავწერო სოროსის ფონდის მიერ ჩატარებულ საქველმოქმედო საქმიანობაზე ან სხვადასხვა ფონდის საქმიანობაზე, რომელიც უკავშირდება სტუდენტების დაფინანსებას - რატომ უნდა ჩაითვალოს რეკლამად. ან რას ნიშნავს ’ვარეკლამებთ ერთ პროგრამას და ვჩუმდებით სხვებზე’? ვინმემ დაგვიშალა სხვა პროგრამების შესახებ წერა? რაც დაიწერება, დაიწერება. — BH განხილვაწვლილი 19:28, 25 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

სტატია არანაირად არაა რეკლამა, ეს არის ენციკლოპედიური ინფორმაცია FLEX-ის შესახებ. არანაირი ნაგავი ეს არაა... — დავით პასუხი 04:07, 26 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
ამგვარი პროგრამა ასობით, ათრასობით არსებობს. ყველაზე დაიწეროს სტატია? თეიმურაზ ხევისთავმა სტუდენტები რომ დააფინანსა, მაგაზეც დაიწეროს? აფინანსონ, ვინ უშლის, მაგრამ ვიკიპედიისთვის ეს საკმარისად მნიშვნელოვანი ფაქტი არ არის. --იორგი; 04:26, 26 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
დათო, შენი სიტყვების დაწერა შეიძლება აბსოლუტურად ყველა სტატიაზე. მათ შორის აქ.--იორგი; 04:26, 26 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ოკ, ძალიან ბევრის (და სხვა ამგვარის, რომელიც ამ კატეგორიაში არ ზის) წაშლა მოგვიწევს მაშინ. ესეც ხომ აშკარა „დისკრიმინაციაა“, მაშინ როცა კიდევ ასობით სოციალური ქსელი თუ გასართობი ბლოგი არსებობს, რომლებზეც სტატია ჩვენ არა გვაქვს. – BruTe () 06:07, 26 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

Faceook-სა (200 მილიონი მომხმარებელი) და ამას შორის განსხვავებას ვერ ხედავ?--იორგი; 06:30, 26 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
გიორგი, განსხვავება არის მგონი იმ ათასობით პროგრამასა და ფლექსს შორის. განსხვავება არის იმაში, რომ ეს ცნობილია, სხვა ათასი კი უცნობი (მე, რომელსაც საერთოდ შეხება არ მქონია ამ პროგრამასთან ნულოვანი ინგლისურისა გამო, მეც კი ვიცი ეს პროგრამა მაინც :)). იგივეა აქაც. თუკი წაშლის არგუმენტია ის, რომ არსებობს სხვა მრავალი მსგავსი პროგრამა, რომელზეც სტატია არ იწერება, მაშინ გეტყვი, რომ დედამიწაზე 6 მილიარდზე მეტი მეტნაკლებად მსგავსი ადამიანი ცხოვრობს, მაშინ მოგვიწევს ყველა ბიოგრაფიული სტატიის წაშლა, რათა არ მოხდეს დისკრიმინაცია (ჩემიც, მათ შორის :)). — დავით პასუხი 06:32, 26 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
დათ, შენ იცი თუ არა, ამას ვიკიპედიისთვის სამწუხაროდ/საბედნიეროდ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ამჟამად მე სტატიაში ვერ ვხედავ იმას, ორმ ეს პროგრამა მნიშვნელოვანია. შესაძებელია, შენ არ იცი ვინ არის ძიუტარო კომურა, მაგრამ ეს ხომ არ არის არგუმენტი იმისა, რომ ეს პიროვნება ვიკიპედიაში არ უნდა იყოს? ეგრე შეიძლება მთვარიდან ჩამოვარდეს პიროვნება, რომელმაც არ იცის ვინაა სტალინი. ან, შენი აზრით, ინგლისურ ვიკიპედიაში რამდენმა რედაქტორმა იცის ვინ არის დავით აღმაშენებელი? ვიკიპედიის რედაქტორების პირადი მოსაზრებები არგუმენტაცია არ არის და არც უნდა იყოს. სტატიის მნიშვნელობა უნდა იყოს ასახული საკუთრივ სტატიაში - ამ სტატიაში კი ეს ასახული არ არის. --იორგი; 07:59, 26 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
რა არ არის ასახული? რა უნდა ეწეროს სტატიაში, რომ მისი მნიშვნელობა დავინახოთ? ხოტბა ხომ არ ექნება შესხმული. :) პროგრამა მოქმედებს და საკმაოდ პოპულარულია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. ეს ერთადერთი გაცვლითი პროგრამაა, რომლის სახელწოდებაც მე, პირადად, ახლა მახსენდება. რაც შეეხება იმას, რომ ამ სტატიის არსებობა „დისკრიმინაციაა“ სხვა პროგრამების მიმართ, არგუმენტად ვერ აღვიქვამ. :) – BruTe () 18:27, 26 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
პ.ს. ჩავატაროთ მაშინ კენჭისყრა და გადაწყვიტოს საზოგადოებამ. – BruTe () 18:28, 26 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
მოიცა, კენჭისყრა მგონი არაა საჭირო. ეგ არგუმენტი (დიკრიმინაცია) მგონი აღარც განიხილება. გიორგის სურს, რომ სტატიაში ასახული იყოს პროექტის მნიშვნელობა, ცნობილია თუ არა, ეს მეორეხარისხოვანია(ო). (აქ თავი დავანებოთ იმას, რომ ბევრ ჩვენს სტატიაში არაა წარმოჩენილი სტატიის ძირითადი თემის მნიშვნელობა). ჰოდა, ეს კონკრეტული სტატია ნამდვილად ასახავს პროექტის მასშტაბურობას. გიორგის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, სტატიის მნიშვნელობა ასახულია საკუთრივ სტატიაში (პროექტში მონაწილე ქვეყნები და მოსწავლეთა რაოდენობა, თვითონ პროექტის შინაარსი და სხვა...). ასე რომ, სტატია უნდა დარჩეს :). — დავით პასუხი 18:46, 26 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

არ ვთვლი რომ უნდა წაიშალოს. ეს რეკლამა არაა ნფორმაციაა. ხოლო სტატიის არსებობისთვის მხოლოდ თემის პოპულარობით განსაზღვრა კიდევ მცდარი მიდგომაა ჩემი აზრით. პირიქით, მივესალმები ამ სტატიას. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 08:13, 27 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

არ ვთ