Eye in the Sky (ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Eye in the Sky

სტუდიური ალბომი - The Alan Parsons Project
გამოცემის თარიღი ივნისი 1982
ჩაიწერა 1981 — 1982
ები-როუდის სტუდიები
ჟანრი პროგრესული როკი, არტ-როკი, პოპ-როკი
ხანგრძლივობა 42:30
ლეიბლი Arista
პროდიუსერი ალან პარსონსი
The Alan Parsons Project – ქრონოლოგია

The Turn of a Friendly Card
(1980)
Eye in the Sky
(1982)
Ammonia Avenue
(1984)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4.5/5 stars[1]
Rolling Stone 2.5/5 stars[2]

Eye in the Sky — ბრიტანული როკ-ჯგუფ The Alan Parsons Project-ის მეექვსე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1982 წლის ივნისში ლეიბლზე Arista. იგი ჩაიწერა ლონდონის ები-როუდის სტუდიებში.

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომში შეტანილი სიმღერები სხვადასხვა სტილის არის, ფანკიდან რთულ ორკესტრირებამდე. ალბომის ადრეულ გამოცემებს ახლავს Hipgnosis-ის მიერ შექმნილი გარეკანი, ოქროსფერი საღებავით ამოტვიფრული თვალით. Eye in the Sky სხვადასხვა წყაროს მიერ სახელდება, როგორც ჯგუფის ყველაზე გაყიდვადი ალბომი (I Robot-თან და The Turn of a Friendly Card-თან ერთად).[3]

ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდნენ ვოკალისტები ერიკ ვულფსონი, დევიდ პეტონი, კრის რეინბოუ, ლენი ზაკატეკი, ელმერ გონტრი და კოლინ ბლანსტოუნი.

Eye in the Sky-ში შეტანილია ჯგუფის ყველაზე ცნობილი ჰიტი, სასათაურო სიმღერა ერიკ ვულფსონის წამყვანი ვოკალით. ალბომი დიდი წარმატებით სარგებლობდა და რამდენიმე ქვეყნის საუკეთესო ათეულებში მოხვედრილა (აგრეთვე #1 პოზიციებზე).[4]

თავად ალბომი არის პირველი Project-ის სამი ჩანაწერიდან, შექმნილი ანალოგურ ტექნიკაზე და გადატანილი ციფრულ მასტერ-ფირზე.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — ერიკ ვულფსონი და ალან პარსონსი, გარდა სიმღერის „Any Other Day“ (ერიკ ვულფსონი).

#სახელწოდებაწამყვანი ვოკალებიხანგრძლივობა
1.„Sirius“ინსტრუმენტული1:54
2.„Eye in the Sky“ერიკ ვულფსონი4:36
3.„Children of the Moon“დევიდ პეტონი4:51
4.„Gemini“კრის რეინბოუ2:11
5.„Silence and I“ერიკ ვულფსონი7:19
6.„You're Gonna Get Your Fingers Burned“ლენი ზაკატეკი4:22
7.„Psychobabble“დეივ ტერი4:51
8.„Mammagamma“ინსტრუმენტული3:34
9.„Step by Step“ლენი ზაკატეკი3:54
10.„Old and Wise“კოლინ ბლანსტოუნი4:55
2007 წლის რემასტერის დამატებითი სიმღერები
#სახელწოდებაწამყვანი ვოკალებიხანგრძლივობა
11.„Sirius“ (დემო)ინსტრუმენტული1:56
12.„Old and Wise“ერიკ ვულფსონი4:43
13.„Any Other Day“ (სტუდიური დემო)ინსტრუმენტული1:42
14.„Silence and I“ერიკ ვულფსონი7:33
15.„The Naked Eye“ინსტრუმენტული10:49
16.„Eye Pieces“ (Classical Naked Eye)ინსტრუმენტული7:51

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ჩარტი პოზიცია
1982 Billboard 200 7
1982 ბრიტანეთის ალბომების ჩარტი 27
1982 კანადა 3
1982 ახალი ზელანდია 3
1982 ნორვეგია 3

სერტიფიცირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
საფრანგეთი (SNEP)[5] 684,800[6]*

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Allmusic-ის მიმოხილვა
  2. Eye in the Sky-ს მიმოხილვა, RollingStone.com. წაკითხვის თარიღო: 11 ივლისი, 2016.
  3. RIAA Searchable database
  4. Eye in the Sky საიტზე AustrianCharts.at. წაკითხვის თარიღი: 11 ივლისი, 2016.
  5. French album certifications – APP – Eye in the sky ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
  6. InfoDisc