Equinoxe

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Equinoxe

სტუდიური ალბომი - ჟან-მიშელ ჟარი
გამოცემის თარიღი დეკემბერი 1978
ჩაიწერა იანვარი 1978 – აგვისტო 1978
ჟანრი ელექტრონული მუსიკა
ხანგრძლივობა 39:09
ლეიბლი Disques Dreyfus
პროდიუსერი ჟან-მიშელ ჟარი
ჟან-მიშელ ჟარი – ქრონოლოგია

Oxygene
(1976)
Equinoxe
(1978)
Magnetic Fields
(1981)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 3/5 stars [1]

Equinoxe (ქართ. ბუნიაობა) — ფრანგი ელექტრონული მუსიკოს ჟან-მიშელ ჟარის 1978 წლის სტუდიური ალბომი. ალბომი ითვლება ჟარის ერთ-ერთ კომერციულად წარმატებულ დისკად - იგი გაიყიდა 10 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომში მუსიკის სახით მოთხრობილია ადამიანის ცხოვრების ერთი დღის შესახებ, დილიდან საღამომდე. 1-4 ნაწილები (ანუ ფირფიტის მხარე A) გადადის ნაწილებში 5-8 (ანუ B-მხარეზე).

ჟარმა შექმნა უფრო დინამიკური და რითმული ელემენტებით შედგენილი დისკი. მასზე გამოკვეთილად ჟღერს სეკვენსერის მეშვეობით შექმნილი ბას-პარტია. სტუდიაში გამოყენებული ტექნიკის ნაწილი შეიქმნა სპეციალურად ჟარისათვის, ტექნიკოს მიშელ გეისის დახმარებით.

ალბომის გამოსვლის შემდეგ პარიზში, 1979 წლის 14 ივლისს გაიმართა კონცერტი, რომელსაც დაესწრო 1 მილიონი მაყურებელი. იმ დროისთვის ეს მოვლენა შეტანილი იქნა გინესის რეკორდების წიგნში.

ალბომიდან გამოიცა ორი სინგლი - თავდაპირველად Equinoxe ნაწილი 5, შემდეგ კი - Equinoxe ნაწილი 4.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა კომპოზიციის ავტორია ჟან-მიშელ ჟარი.

  1. Équinoxe Part 1 – 2:23
  2. Équinoxe Part 2 – 5:01
  3. Équinoxe Part 3 – 5:11
  4. Équinoxe Part 4 – 6:53
  5. Équinoxe Part 5 – 3:47
  6. Équinoxe Part 6 – 3:23
  7. Équinoxe Part 7 – 7:25
  8. Équinoxe Part 8 – 5:02

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Equinoxe&oldid=4326258“-დან