Championship League

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Championship League (სნუკერი))

Championship League (აგრეთვე გვხვდება დასახელება Matchroom Championship League — სპონსორის Matchroom Sport სახელწოდების მიხედვით) — სნუკერის პროფესიონალური მოწვევითი ტურნირი, რომელიც წარმოადგენს პრემიერ ლიგის შესარჩევ ტურნირს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურნირი პირველად გაიმართა 2008 წელს და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მთავარი დანიშნულება იყო პრემიერ ლიგისთვის მოთამაშეების შერჩევა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმასაც, რომ სეზონის კალენდარში დიდი ცარიელი სივრცე „ამოივსო“. Championship League-ის პირველ გათამაშებაში მონაწილეობა ძირითადად ტოპ-32-ის ქვედა ნახევრის მოთამაშეებმა მიიღეს, მაგრამ უკვე 2010 წლისთვის ტურნირში თამაში დაიწყეს იმათაც, ვინც მანამდე ავტომატურად გადიოდა პრემიერ ლიგაზე — ანუ ტოპ-16-ეულის უმეტესმა მოთამაშეებმა.

ჩატარების ადგილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა მატჩი თამაშდება Crondon Park Golf Club-ში, ესექსში.

გამარჯვებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი გამარჯვებული ფინალისტი ანგარიში სეზონი
2008 ინგლისის დროშა ჯო პერი ინგლისის დროშა მარკ სელბი 3:1 2007/08
2009 ინგლისის დროშა ჯად ტრამპი ინგლისის დროშა მარკ სელბი 3:2 2008/09
2010 ჰონგ-კონგის დროშა მარკო ფუ ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა მარკ ალენი 3:2 2009/10
2011 უელსის დროშა მეთიუ სტივენსი ინგლისის დროშა შონ მერფი 3:1 2010/11
2012 ჩინეთის დროშა დინ ჯუნხუი ინგლისის დროშა ჯად ტრამპი 3:1 2011/12
2013 ინგლისის დროშა მარტინ გოულდი ინგლისის დროშა ალისტერ კარტერი 3:2 2012/13
2014 ინგლისის დროშა ჯად ტრამპი ინგლისის დროშა მარტინ გოულდი 3:1 2013/14
2015 2014/15

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]