ტომაჰავკი (იარაღი)
იერსახე
ტომაჰავკი ტამაჰიკი, ტამაჰააკი (ალგონკინური) — ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში მცხოვრები ინდიელების დასარტყმელი სატყორცნი იარაღი (გახეხილი ქვის ხისტარიანი ნაჯახი). XVI-XVIII საუკუნეებში გავრცელდა პატარა ნაჯახის ან ჩუგლუგის ფორმის სპილენძისა და რკინის ტომაჰავკები. ინდიელთა წეს-ჩვეულებებში ტომაჰავკს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, კერძოდ, წითლად შეღებილი ტომაჰავკი ომის გამოცხადების ან სამხრეთ კავშირში მიწვევის ნიშნად ითვლებოდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 16.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- ტომაჰავკის დამზადება დაარქივებული 2014-02-19 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Fur Trade Axses & Tomahawks (ინგლისური)