შინაარსზე გადასვლა

სტივ უოზნიაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტივ უოზნიაკი
ინგლ. Steve Wozniak

სტივ უოზნიაკი 2017 წელს
დაბადების თარიღი 11 აგვისტო, 1950 (1950-08-11) (75 წლის)
სან-ხოსე, კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
პოლონეთის დროშა პოლონეთი
სერბეთის დროშა სერბეთი
ალმა-მატერი კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტი
საქმიანობა ელექტროინჟინერი
აქტიური 1971-წლიდან დღემდე
მეუღლე(ები) ჯანეტ ჰილი (იქ. 2008)
შვილ(ებ)ი 3
საიტი woz.org

სტივენ გარი „სტივ“ უოზნიაკი (ინგლ. Steve Wozniak; ცნობილია როგორც „Woz“; დ. 11 აგვისტო, 1950) — ამერიკელი ელექტროინჟინერი, რომელიც არის Apple Computer Inc. (ამჟამინდელი Apple Inc.) თანადამფუძნებელი, სტივ ჯობსთან ერთად. სტივ უოზნიაკმა 1970-იან წლებში დააპროექტა და ააწყო Apple I და Apple II კომპიუტერები, რომელმაც მოახდინა პერსონალური კომპიუტერების რევოლუცია.[1]

სტეფან გარი უოზნიაკი დაიბადა კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ხოსეში. უოზნიაკი არის მარგარეტ ელაინისა და იაკობ ფრანცის „ჯერი“ უოზნიაკის შვილი. იგი პოლონური და გერმანული წარმოშობისა.[2]

1975 წელს, უოზნიაკმა დაიწყო Apple I-ზე მუშაობა.[3] ის იყო Apple II-ის მთავარი დიზაინერი, რომელიც 1977 წელს გამოვიდა და ცნობილია, როგორც ერთ-ერთი პირველი წარმატებული მასობრივი წარმოების მიკროკომპიუტერი.[4]

კომპიუტერის ინტერფეისის ექსპერტ ჯეფ რასკინთან ერთად, უოზნიაკმა დიდი გავლენა მოახდინა ორიგინალი Macintosh-ის კონცეფციების ადრეულ განვითარებაზე 1979-1981 წლებში. მას შემდეგ, რაც უოზნიაკმა ავიაკატასტროფის გამო დროებით დატოვა კომპანია, პროექტი სტივ ჯობსმა გადაიბარა.[5][6] Apple-დან სამუდამოდ წასვლის შემდეგ, 1985 წელს, უოზნიაკმა დააარსა კომპანია CL 9 და შექმნა პირველი პროგრამირებადი უნივერსალური დისტანციური პულტი, რომელიც 1987 წელს გამოვიდა. შემდგომში იგი სხვადასხვა ბიზნესს და საქველმოქმედო საქმიანობით იყო დაკავებული. ძირითადად ფოკუსირებული იყო ტექნოლოგიების დანერგვაზე დაწყებით და საშუალო სკოლებში. ეს მოიცავდა 1990 წლის ინიციატივას, რომელიც გულისხმობდა კომპიუტერების განთავსებას სკოლებში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე.[6][7]

უოზნიაკს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო ქველმოქმედებასა და ტექნოლოგიებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. 1985 წელს თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც, იგი Apple-ის საპატიო თანამშრომლად რჩება. ბოლო წლებში ის აფინანსებდა მრავალ სამეწარმეო პროექტს.[8][9][10] ამერიკის გარდა, უოზნიაკი ასევე არის პოლონეთისა[11] და სერბეთის მოქალაქე.[12]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. McConnell, Steve. (December 7, 2018) Steve Wozniak: Inventor and Apple co-founder en-US. ციტირების თარიღი: September 4, 2022
  2. Wozniak, Steve. Letters-General Questions Answered. ციტატა: „My mother's family came from Germany. My father's family came from Poland. I think this is accurate. Either family might have come from the other country, or near the border.“ ციტირების თარიღი: April 6, 2025
  3. Wozniak, Steve; Smith, Gina (2006) iWoz: Computer Geek to Cult Icon: How I Invented the Personal Computer, Co-Founded Apple, and Had Fun Doing It. W. W. Norton & Company. ISBN 0-393-06143-4. OCLC 502898652. 
  4. Reimer, Jeremy. (December 14, 2005) Total share: 30 years of personal computer market share figures. ციტირების თარიღი: May 22, 2017
  5. Steve Wozniak on Newton, Tesla, and why the original Macintosh was a 'lousy' product. The Verge (June 27, 2013). ციტირების თარიღი: June 28, 2013
  6. 1 2 About Steve Wozniak aka 'The Woz'. Woz.org. ციტირების თარიღი: March 19, 2017
  7. Inventor Profile — National Inventors Hall of Fame. დაარქივებული February 21, 2014, საიტზე Wayback Machine.
  8. „I Never Left Apple“. Woz.org (ინგლისური). January 3, 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 27, 2019. ციტირების თარიღი: October 2, 2018.
  9. „CNN Video“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 3, 2014. ციტირების თარიღი: October 15, 2011.
  10. Woz says he's still an Apple employee, paid 'about $50 a week' en-US (February 6, 2020). ციტირების თარიღი: November 4, 2022
  11. Matczak, Marta. (March 9, 2023) Who is who? Steve Wozniak and his latest endeavors. ციტატა: „Wozniak takes pride in his Polish heritage and culture, and in 2017, he was granted Polish citizenship and visited Poland to meet with government and technology industry representatives and to visit his father’s hometown.“ ციტირების თარიღი: April 6, 2025
  12. Apple co-founder Steve Wozniak to receive Serbian passport, president says (December 6, 2023). ციტირების თარიღი: December 6, 2023