AstraZeneca

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
AstraZeneca
ტიპი შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია
დარგი ფარმაცევტული
ბიოტექნოლოგიური
დაფუძნდა 6 აპრილი, 1999; 25 წლის წინ (1999-04-06)
სათავო ოფისი კემბრიჯი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
პროდუქცია ფარმაცევტული პრუდუქტები
შემოსავალი 25,890 მლრდ. $ (2020)[1]
სუფთა მოგება 3,144 მლრდ. $ (2020)[1]
თანამშრომელი 76 100 (2020)[1]
შვილობილ(ებ)ი MedImmune
საიტი astrazeneca.com

AstraZeneca plcბრიტანულ-შვედური[2][3][4] მულტინაციონალური ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური კომპანია. შტაბ-ბინა მდებარეობს კემბრიჯში (ინგლისი).[5] აწარმოებს სამკურნალო პროდუქტებს ისეთი მნიშვნელოვანი დაავადებებისთვის, როგორებიცაა ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის, ინფექციური, ნევროლოგიური, რესპირატორული და ანთებითი.

კომპანია 1999 წელს შეიქმნა, შვედური Astra AB-ისა და ბრიტანული Zeneca Group-ის (თავად ეს კომპანია Imperial Chemical Industries-ს გამოეყო 1993 წელს) შერწყმის შედეგად.[6][7] ამის შემდეგ, AstraZeneca მსოფლიოს უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიების რიცხვში შევიდა და მრავალი კორპორატიული შენაძენი განახორციელა, მათ შორის: Cambridge Antibody Technology (2006 წელს), MedImmune (2007 წელს), Spirogen (2013 წელს) და Definiens (2014 წელს MedImmune-სგან). მისი კვლევითი და განვითარებითი სამუშაოები თავმოყრილია სამ სტრატეგიულ ცენტრში: კემბრიჯში (ინგლისი), გეტებორგსა (შვედეთი) და მერილენდში (აშშ).[8]

AstraZeneca-ს მთავარი ლისტინგი ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქვს და შედის FTSE 100 ინდექსში. მეორეხარისხოვანი ლისტინგები წარმოდგენილია სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე, NASDAQ-ზე, მუმბაისა და ინდოეთის ეროვნულ საფონდო ბირჟებზე.

COVID-19-თან ბრძოლა

კორონავირუსის პანდემიის დასაწყისშივე (2020 წლის მარტში) კომპანიამ განაცხადა, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებით, მათ შორის ნიღბებით დაეხმარებოდა პანდემიასთან მებრძოლ ქვეყნებს.[9] აპრილში გენერალურმა დირექტორმა პასკალ სორიომ საზოგადოებას ამცნო, რომ GlaxoSmithKlin-თან და კემბრიჯის უნივერსიტეტთან ერთად მუშაობდა ახალი ლაბორატორიის შექმნაზე, რომელსაც დღეში COVID-19-ის 30 000 ტესტის წარმოება შეეძლებოდა.[10] აგრეთვე განაცხადეს აკალაბრუტინიბის კლინიკური ცდების გეგმების შესახებ, რათა დაავადების სამკურნალოდ მისი შესაძლო გამოყენება შეეფასებინათ.[11]

2020 წლის ივნისში ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულმა ცენტრმა (NIAID) დაადასტურა, რომ 2020 წლის ივლისში დაიწყებოდა ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს მიერ შემუშავებული შესაძლო ვაქცინების ტესტირების მესამე ეტაპი.[12] ერთ-ერთმა მათგანმა, AZD1222-მა, წარმატებით მიაღწია ცდების მესამე ფაზას.[13] 2020 წლის 23 ნოემბერს ოქსფორდმა და AstraZeneca-მ ვაქცინის ცდის წარმატების შესახებ განაცხადეს; ცდების შედეგების თანახმად, მან მონაწილეების 70%-ში აღმოფხვრა სიმპტომების განვითარება.[14] მკვლევარების აზრით, დოზის ცვლილების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 90%-მდეც შესაძლოა გაზრდილიყო.[15]

2021 წლის 19 იანვარს, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) 18 წლის ზევით ასაკის ადამიანებისათვის AZD1222-ის გამოყენების ნებართვა გასცა.[16]

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებიდან საქართველოში პირველად ოქსფრდ–AstraZeneca-ს AZD1222 შემოიტანეს. 43 200 დოზა ქვეყანაში 13 მარტს შემოვიდა.[17]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 Annual Report 2020 ინგლისური. AstraZeneca. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  2. AstraZeneca > GC Powerlist: Sweden Teams 2019 ინგლისური. ციტირების თარიღი: 2020-12-30
  3. Hollingsworth, Julia; Renton, Adam; Macaya, Melissa; Hayes, Mike. UK "will be able to get out of this by the spring," minister says after regulator approves AstraZeneca vaccine ინგლისური (2020-12-30). ციტირების თარიღი: 2020-12-30
  4. biopharma-reporter.com. AstraZeneca's COVID-19 vaccine gets the green light in the UK ინგლისური. ციტირების თარიღი: 2020-12-30
  5. Registered office and corporate headquarters ინგლისური. AstraZeneca. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2020
  6. „Global 500 – Pharmaceuticals“. Fortune (ინგლისური). 20 ივლისი, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აგვისტო, 2010. ციტირების თარიღი: 19 აგვისტო, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  7. Key facts ინგლისური. AstraZeneca. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 სექტემბერი, 2010. ციტირების თარიღი: 1 სექტემბერი, 2010
  8. Carroll, John (18 მარტი, 2013). „UPDATED: AstraZeneca to ax 1,600, relocate thousands in global R&D reshuffle“. fiercebiotech.com (ინგლისური). FierceBiotech. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  9. „Coronavirus: AstraZeneca donates nine million face masks and steps up Covid-19 drugs research“. Cambridge Independent (ინგლისური). 30 მარტი, 2020. ციტირების თარიღი: 28 აპრილი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  10. „UK coronavirus testing capacity boosted by new AstraZeneca, GSK lab“ (ინგლისური). Reuters. 8 აპრილი, 2020. ციტირების თარიღი: 28 აპრილი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  11. „Cambridge-based AstraZeneca to test one of its cancer medicines for Covid-19 patients | Anglia - ITV News“ (ინგლისური). Itv.com. 14 აპრილი, 2020. ციტირების თარიღი: 28 აპრილი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  12. Coleman, Justine (10 ივნისი, 2020). „Final testing stage for potential coronavirus vaccine set to begin in July“. TheHill (ინგლისური). ციტირების თარიღი: 11 ივნისი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  13. O'Reilly P (26 მაისი, 2020). „A Phase III study to investigate a vaccine against COVID-19“. ISRCTN (Registry) (ინგლისური). doi:10.1186/ISRCTN89951424. ISRCTN89951424. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  14. „Why AstraZeneca Covid-19 vaccine approval ‘good news for whole world’? UK minister answers“. Hindustan Times (ინგლისური). 30 დეკემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  15. Gallagher, James (23 ნოემბერი, 2020). „Covid-19: Oxford University vaccine is highly effective“. BBC News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  16. „EMA recommends COVID-19 Vaccine AstraZeneca for authorisation in the EU Share“ (ინგლისური). სამკურნალო საშუალებათა ევროპული სააგენტო (EMA). 29 January 2021. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  17. „AstraZeneca-ს ვაქცინა საქართველოშია“. On.ge. 13 მარტი, 2021. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=AstraZeneca&oldid=4165059“-დან