12-Bar Original

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„12-Bar Original“
ინსტრუმენტული — The Beatles
ალბომიდან Anthology 2
გამოსვლის თარიღი 18 მარტი, 1996 (ბრიტანეთი)
19 მარტი, 1996 (აშშ)
ჩაიწერა 4 ნოემბერი 1965
ჟანრი ბლუზი
ხანგრძლივობა 2:54
ხმისჩამწერი ლეიბლი Apple
ავტორ(ებ)ი ჯონ ლენონი, პოლ მაკ-კარტნი, ჯორჯ ჰარისონი და რიჩარდ სტარკი
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი

12-Bar Original“ — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის ინსტრუმენტული კომპოზიცია. იგი ჩაწერილია 1965 წელს და შეტანილია მხოლოდ ალბომში Anthology 2, რომელიც გამოვიდა 1996 წელს.

ეს არის ჯგუფის სიმღერებიდან ერთ-ერთი მცირეთაგანი, რომლის ავტორად მითითებულია The Beatles-ის ოთხივე წევრი.[1]. გამომცემლად მითითებულია Lenono Music, Inc., MPL Communications Ltd, Harrisongs Ltd. და Startling Music Ltd.. სხვა სიმღერები, რომლეთა ავტორებად მითითებულია ოთხივე წევრი, არის „Flying“, „Dig It“ და „Christmas Time (Is Here Again)“.

The Beatles-ის წევრებიდან სიმღერაზე მხოლოდ ლენონს და სტარს უსაუბრიათ. აშშ-სთან რადიო ინტერვიუებში ლენონს ჰკითხეს, არსებობდა თუ არა ჯგუფის გამოუცემელი ჩანაწერები, რაზეც მან უპასუხა, რომ ახსოვდა მხოლოდ „საზიზღარი 12 ტაქტიანი“. სტარმა ჟურნალისტ პიტერ პალმიესთან საუბრისას აღნიშნა: „სიმღერა ყველამ დავწერეთ და ერთ-ერთი ვერსიის აცეტატს ვფლობ“. ციტატა პალმიემ მოგვიანებით გამოიყენა რინგო სტარის შესახებ სტატიაში, რომელიც ჟურნალ DISCoveries-ში 1993 წელს გამოქვეყნდა. იგი აგრეთვე მოხვდა ჯიმ ბერკენსტადტისა და ბელმოს წიგნში Black Market Beatles.

„12-Bar Original“ იყო The Beatles-ის პირველი ინსტრუმენტული კომპოზიცია, ჩაწერილი EMI-სთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ჯორჯ მარტინის პროდიუსერობით, ები-როუდის სტუდიებში. ჯგუფის კიდევ ოთხი ინსტრუმენტული კომპოზიციაა უკვე ნახსენები „Flying“, იგივე კომპოზიციის გამოუცემელი ვერსია "Aerial Tour Instrumental", „Cayenne“ და „Cry for a Shadow“.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერსონალი მითითებულია იენ მაკ-დონალდის წიგნის მიხედვით.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 12 Bar Original, BMI Work #4263229. BMI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-12-08. ციტირების თარიღი: 2009-08-31.
  2. MacDonald (2005), p. 177

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]