(524522) ზოოზვე
(524522) ზოოზვე | ||||
---|---|---|---|---|
სხვა სახელები | (524522) 2002 VE68 | |||
აღმოჩენა | ||||
აღმომჩენი | LONEOS | |||
აღმოჩენის ადგილი | ანდერსონ-მესას ობსერვატორია | |||
აღმოჩენის თარიღი | 11 ნოემბერი, 2002 | |||
ორბიტალური მახასიათებლები | ||||
აფელიუმი | ა. ე. 1.0206 | |||
პერიჰელიუმი | ა. ე. 0.4268 | |||
დიდი ნახევარღერძი (a) | ა. ე. 0.7237 | |||
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) | 0.4103566 | |||
გარშემოვლის სიდერული პერიოდი |
225 დღე | |||
საშუალო ანომალია () | 251.64° | |||
დახრილობა (i) | 9.0060° | |||
ამომავალი კვანძის გრძედი () |
231.58° | |||
პერიცენტრის არგუმენტი () | 355.45° | |||
ფიზიკური მახასიათებლები | ||||
ბრუნვის პერიოდი (T) | ±0.01 სთ 13.50[1][2] | |||
აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე | ||||
| ||||
| ||||
(524522) ზოოზვე ვიკისაწყობში |
(524522) ზოოზვე, (524522) 2002 VE68 — დედამიწისახლო ასტეროიდი ატონთა ჯგუფიდან, რომელიც თავისი უაღრესად წაგრძელებული ორბიტის გამო, მზის გარშემო მოძრაობისას, კვეთს ერთდროულად სამი პლანეტის ორბიტას: მერკურის, ვენერისა და დედამიწის და ასევე არის ვენერის კვაზი-თანამგზავრი.[4] იგი აღმოაჩინეს 2002 წლის 11 ნოემბერს ამერიკელმა ასტრონომებმა ანდერსონ-მესას ობსერვატორიაში LONEOS პროექტის ფარგლებში.
აღმოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012 წლის აგვისტოს მონაცემებით, ეს ასტეროიდი უკვე 457-ჯერ იქნა დაკვირვებული 2947 დღის განმავლობაში, ამიტომ მისი ორბიტის პარამეტრები საკმაოდ კარგად არის განსაზღვრული. ასტეროიდის დიდი ნახევრღერძი (0.724 ა. ე.) მნიშვნელობით ძალიან ახლოს არის თავად ვენერას დიდ ნახევრღერძთან (0.723 ა.ე.), მაგრამ ექსცენტრიულობის და ორბიტალური დახრილობის მნიშვნელობები (0.410 და 9.006 °) ბევრად აღემატება ვენერის (0.0068 და 3.86°). კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის ასტრონომებმა სან გაბრიელის მთებში დაყენებული 0.6 მეტრიანი ტელესკოპის გამოყენებით დაადგინეს, რომ ასტეროიდი მიეკუთვნება X სპექტრულ კლასს და მისი ალბედო 0.25-ის ტოლია.[5] 20.502 m აბსოლუტურ ვარსკვლავიერ სიდიდესთან ერთად, ეს საშუალებას გვაძლევს შეფასდეს ასტეროიდის დიამეტრი დაახლოებით 200 მეტრით. ფოტომეტრული დაკვირვებები საშუალებას გვაძლევს გამოვიტანოთ დასკვნა ამ ასტეროიდის უაღრესად წაგრძელებული ფორმის ან ობიექტის შესაძლო ორმაგობის შესახებ.[6]
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასტეროიდს თავდაპირველად ერქვა „2002 VE68“. 2024 წელს ცნობილი გახდა ამბავი მზის სისტემის საბავშვო ატლასის შესახებ, რომელშიც ილუსტრატორმა გამოსახა უცნობი ობიექტი ლათინურად დაწერილი სახელით, როგორც „ZOOZVE“ — როგორც აღმოჩნდა, შცდომით მოხდა ვიზუალურად მსგავსი ჩანაწერი „2002VE“-ს წაკითხვა. შედეგად, საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის სამუშაო ჯგუფმა დაამტკიცა სახელწოდება „ზოოზვე“ ოფიციალურ სახელად.[7]
კვაზითანამგზავრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ ასტეროიდის მთავარი მახასიათებელია ისაა, რომ ის არის პლანეტა ვენერას კვაზითანამგზავრი. ასეთი ობიექტების არსებობის შესაძლებლობა ჯერ კიდევ 1913 წელს იწინასწარმეტყველა ჯ. ჯექსონმა, მაგრამ პირველი მათგანი აღმოაჩინეს მხოლოდ თითქმის 100 წლის შემდეგ.[8] თავად ასტეროიდი აღმოაჩინეს 2002 წელს, მაგრამ ის კვაზითანამგზავრად მხოლოდ ორი წლის შემდეგ 2004 წელს იქნა აღიარებული.[4] კვაზითანამგზავრები ძალიან საინტერესო ობიექტებია. ვენერის დამკვირვებლის თვალსაზრისით, ასტეროიდი იბრუნებს არა მზის გარშემო, არამედ თავად პლანეტის გარშემო, მაგრამ სინამდვილეში ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის.[9] ფაქტია, რომ ასტეროიდი 1:1 ორბიტალურ რეზონანსშია ვენერასთან, ანუ მზის გარშემო ვენერის ერთი ბრუნისთვის არის ასტეროიდის ერთი შემობრუნება. პლანეტასა და ასტეროიდს შორის მანძილი საკმაოდ ოდნავ იცვლება და იმის გამო, რომ ასტეროიდის ორბიტის ნაწილი ვენერას ორბიტაშია, ნაწილი კი გარეთ, ის ან უსწრებს მას, როდესაც ის ვენერას ორბიტაშია, ან, პირიქით, ჩამორჩება გარეთ ყოფნისას, რითაც ვენერიელ დამკვირვებელს უქმნის პლანეტის გარშემო ბრუნვის ილუზიას.[10] ვარაუდობენ, რომ ის იყო ვენერას „თანამგზავრი“ ბოლო 7000 წლის განმავლობაში, თუმცა იძულებული გახდება დატოვოს იგი დაახლოებით 500 წელიწადში. ამ პერიოდის განმავლობაში, ასტეროიდი არ მიუახლოვდა და არც მიუახლოვდება ვენერას 0.2 ა.ე.-ზე მეტად.
პოტენციურად საშიში თანამგზავრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმის გამო, რომ ასტეროიდი ზოოზვე კვეთს დედამიწის ორბიტას და პერიოდულად უახლოვდება მას 0.05 ა. ე.-ზე ნაკლებ მანძილზე, მცირე პლანეტების ცენტრმა ის დედამიწისთვის პოტენციურად საშიში ასტეროიდების სიაში შეიტანა. ეს ასტეროიდი არ არის მხოლოდ ვენერას კვაზითანამგზავრი, ის ასევე იმყოფება სუსტ ორბიტალურ რეზონანსში (8:13) დედამიწასთან, რაც იწვევს პერიოდულ მიახლოებას დაახლოებით 0.04 ა.ე.-ით.[11] თუმცა ზოგ შემთხვევებში შესაძლოა დედამიწას უფრო ახლოც გაიფრინოს. ასე რომ, 2010 წლის 7 ნოემბერს, ასტეროიდმა ზოოზვემ დედამიწას 0.035 ა.ე. მანძილით ჩაუარა, რაც შეესაბამება მთვარის ორბიტის 13.6 რადიუსს. ამ მიახლოების დროს ასტეროიდის სიკაშკაშემ მიაღწია 15m სიდიდეს. კიდევ ერთი დაახლოება მოხდა 2018 წლის 4 ნოემბერს, როდესაც მანძილი დედამიწასა და ასტეროიდს შორის იყო მხოლოდ 0.038 ა.ე.[12] კომპიუტერული მოდელირების შედეგების მიხედვით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ასტეროიდი დედამიწას შეეჯახოს მომდევნო 10000 წლის განმავლობაში, თუმცა 0.002 ა.ე.-მდე მიახლოება მაინც მოსალოდნელია სამომავლოდ.[13].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 LCDB Data for (2002+VE68). Asteroid Lightcurve Database (LCDB). ციტირების თარიღი: 29 May 2019.
- ↑ 2.0 2.1 Hicks, M.; Mayes, D.; Barajas, T. (December 2010). „Broadband photometry of 2002 VE68, a quasi-moon of Venus“. The Astronomer's Telegram. 3073 (3073): 1. Bibcode:2010ATel.3073....1H.
- ↑ JPL Small-Body Database Browser: (524522) Zoozve. Jet Propulsion Laboratory. ციტირების თარიღი: 15 August 2024.
- ↑ 4.0 4.1 Discovery of the first quasi-satellite of Venus. Tuorla Observatory (17 August 2004). ციტირების თარიღი: 29 January 2024
- ↑ Physical characterization of 2002 VE68, a quasi-moon of Venus. ციტირების თარიღი: 2012-10-05
- ↑ Фотометрические наблюдения квазиспутника Венеры. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-13. ციტირების თარიღი: 2010-12-13.
- ↑ Matthew Ward Agius. (2024-02-08) Venus has a “moon” and the IAU has given it a name. ციტირების თარიღი: 2024-02-13.
- ↑ Retrograde satellite orbits. ციტირების თარიღი: 2012-10-05
- ↑ Asteroid 2002 VE68, a quasi-satellite of Venus. ციტირების თარიღი: 2022-04-30
- ↑ Исследование устойчивости резонансного характера движения астероидов групп Аполлона, Амура, Атона გვ. 71—77 (2004).
- ↑ Asteroid 2002 VE68, a quasi-satellite of Venus (1 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-27.
- ↑ PHA close approaches to the Earth. ციტირების თარიღი: 2012-10-05
- ↑ On the dynamical evolution of 2002 VE68