შინაარსზე გადასვლა

ორბიტული პერიოდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სიდერული პერიოდი)

ორბიტული პერიოდი — დროის შუალედი, რომელიც ერთ ობიექტს სჭირდება ერთი სრული ბრუნის შესასრულებლად მეორე ობიექტის მიმართ.

როდესაც ახსნის გარეშეა ნახსენები ასტრონომიაში, ეს უკავშირდება ასტრონომიული ობიექტის ბრუნვის სიდერულ პერიოდს, რომელიც ვარსკვლავების შესაბამისად გამოითვლება.

არსებობს რამდენიმე ტიპის ორბიტული პერიოდი მზის გარშემო მოძრავი ობიექტებისთვის (ან სხვა ციური სხეულებისთვის):

  • სიდერული პერიოდი[1] — დროის შუალედი, რომელიც სჭირდება რომელიმე თანამგზავრ სხეულს მთავარი სხეულის ირგვლივ ვარსკვლავთა მიმართ სრული გარშემოვლისთვის (მაგალითად, მთვარესდედამიწის, პლანეტასმზის ირგვლივ და ა. შ.). პლანეტის T სიდერული პერიოდი მის S სინოდურ პერიოდსა და E სიდერულ წელიწადს უკავშირდება ფორმულებით: 1/T = 1/E-1/S, (ზედა პლანეტები), 1/T=1/E+1/S (ქვედა პლანეტები, აგრეთვე მთვარე) (იხილეთ აგრეთვე: სიდერული თვე, სიდერული წელიწადი).
  • სინოდური პერიოდი[2] — დროის შუალედი მზის მიმართ ერთსა და იმავე მდებარეობაში (დედამიწიდან დაკვირვების დროს) ამა თუ იმ პლანეტის ორ თანამიმდევრულ გავლას შორის მზის ირგვლივ გარემოქცევისას. მაგალითად, ვენერასათვის ან მერკურისთვის მათ ერთნაირ ფაზებს შორის დრო წარმოადგენს პლანეტების კონფიგურაციების გამეორების პერიოდს (იხილეთ აგრეთვე: სინოდური თვე, სინოდური წელიწადი).
  • დრაკონული პერიოდი — დროის შუალედი, რომელიც გადის ობიექტის ორ გზას შორის აღმავალი კვანძის მეშვეობით — ობიექტის ორბიტის წერტილი, სადაც ის კვეთს ეკლიპტიკას სამხრეთიდან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მიმართულებით. ეს პერიოდი სიდერული პერიოდისგან განსხვავდება, რადგან ობიექტის ორბიტული სიბრტყე და ეკლიპტიკის სიბრტყე პრეცესიას აკეთებს უძრავი ვარსკვლავების შესაბამისად, ამიტომ მათი გადაკვეთა, კვანძების მონაკვეთები, ასევე პრეცესირებენ უძრავი ვარსკვალვების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ეკლიპტიკის სიბრტყე ხშირად უძრავია იმ პოზიციაზე, რომელიც მას უკავია სპეციფიკურ ეპოქაში, ობიექტის ორბიტული სიბრტყე მაინც პრეცესირებს, რის გამოც დრაკონული პერიოდი სიდერულისაგან განსხვავდება (იხილეთ აგრეთვე: დრაკონული თვე, დრაკონული წელიწადი).

მზის სისტემის პლანეტების ორბიტული პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პლანეტა სინოდალური თვე
მერკური 87,97 დღე
ვენერა 224,7 დღე
დედამიწა 1 წელი ან 365,2564 დღე
მთვარე
(დედამიწის გარშემო)
27,322 დღე
მარსი 1,88 წელი
ასტეროიდების სარტყელი
(საშუალოდ)
4,6 წელი
იუპიტერი 11,86 წელი
სატურნი 29,46 წელი
ურანი 84,02 წელი
ნეპტუნი 164,78 წელი
პლუტონი 248,09 წელი
ჰაუმეა 285 წელი
მაკემაკე 309,88 წელი
ერიდა 557 წელი
სედნა 12 059 წელი
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985.  გვ. 325.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985.  გვ. 373.