შინაარსზე გადასვლა

ჰუმუსი (საჭმელი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰუმუსი

ჰუმუსი — მუხუდოსგან დამზადებული ახლოაღმოსავლური საუზმეული (პიურე, პასტა).

აღნიშნული კერძი, პირველად XIII საუკუნის კაიროს რეცეპტებში იხსენიება.

კერძის მომზადებისას, ბარდის მარცვლებს ხარშავენ. საჭიროა მისი პიურესავით დასრესვა და მასვე უმატებენ დაუმუშავებელ ტაჰინს.

ხშირად ჰუმუსს ზეითუნის ზეთით, ოხრახუშითა და სუნელებით მიირთმევენ. მაგალითად ისრაელში მისი პოპულარობა იმან განაპირობა, რომ ამ ქვეყანაში მკაცრი რელიგიური კანონი უფლებას იძლევა, რომ ჰუმუსი ხორცსა და რძის პროდუქტებთან ერთად ჭამონ.

მსოფლიოს რესტორნებში ტრადიციულად, მას შემოგთავაზებენ როგორც ცალკე, აპეტაიზერად, რაიმე ბოსტნეულთან ერთად, ისე პიტის პურში გახვეულს, ან სხვა ნებისმიერი კერძის საკმაზის სახით, ხოლო რაც შეეხება სასურსათო მაღაზიებში ქილებითაც კი იყიდება, თუმცა ახალდამზადებული გაცილებით გემრიელი და არომატულია.

XXI საუკუნის დასაწყისში ჰუმუსმა პოპულარობა მოიპოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში ვეგეტარიანელებსა და იმ ადამიანებში, რომლებსაც არ შეეძლოთ წებოვანა და გლუტენის შემცველი პროდუქტების მიღება. [1].

2016 წლისთვის ჰუმუსის წამყვანმა მწარმოებელმა კომპანიამ, Sabra Dipping Company-მა, ჰუმუსის გაყიდვების 62 %-იანი წილი დააგროვა შეერთებულ შტატებში და 2017 წელს გაყიდვებით $1 მილიარდს გადააჭარბა.

დღეისათვის კერძი ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში, ისრაელში, სირიაში, ლიბანში, იორდანიაში, თურქეთში, ასევე საბერძნეთსა და კვიპროსში.

ხშირად ჰუმუსი მზადდება მოხარშული წიწიბურისგან ან ბარდისგან, რომელიც ჰომოგენიზდება ხელით ან ბლენდერის გამოყენებით ზეითუნის ზეთის, ლიმონის წვენისა და სეზამის პასტის (ტაჰინის) დამატებით, მას ასევე გემოვნებით შეიძლება დაემატოს სანელებლები (განსაკუთრებით ნიორი, მარილი, ოხრახუში, ხახვი, დაფქვილი კვლიავი, ჩილი წიწაკა).

ჰუმუსი მდიდარია მცენარეული ცილებით, საკვები ბოჭკოებით, უჯერი ცხიმებით და რკინით.

  • ბარდა
  • ლიმონის წვენი
  • ტაჰინი
  • ნიორი
  • არარაფინირებული ზეითუნის ზეთი
  • მარილი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]