შინაარსზე გადასვლა

ჰიმეძის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰიმეძის ციხესიმაგრე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iv
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 34°50′00″ ჩ. გ. 134°50′00″ ა. გ. / 34.83333° ჩ. გ. 134.83333° ა. გ. / 34.83333; 134.83333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1993  (მე-17 სესია)
ნომერი 661
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 661
ინგლ.რუს.ფრ.

ჰიმეძის ციხესიმაგრე (იაპონ. 姫路城) — ციხესიმაგრის კომპლექსი იაპონიაში, ჰიოგოს პრეფექტურაში. აღიარებულია XVII საუკუნის იაპონური ციხე-სიმაგრის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად.[1] მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ, ფეოდალური იაპონიის 83 თავდაცვით ნაგებობათა ქსელს. ციხესიმაგრეს ხშირად მოიხსენიებენ როგორც კაკუროძო (Hakurojō - თეთრი ყანჩის ციხე-სიმაგრე), რისი მიზეზიც მისი ბრწყინვალე თეთრი ფერია მსგავსება გაფრენილ ფრინველთან.[2][3][4]

ციხესიმაგრე 1333 წლით თარიღდება, როდესაც აკამაცუ ნორუმირამ ჰიმეიამას ბორცვზე ციხე ააგო. იგი დაცარიელებული და ხელახლა აშენებულ იქნა 1346 წელს როგორც ჰიმეიამის ციხესიმაგრე, ხოლო საუკუნეების შემდეგ კვლავ გადააკეთეს და ამჟამინდელი სახელი - ჰიმეძი უწოდეს. 1581 წელს, იგი ამჯერად ტოიოტომი ჰიდეიოსიმ გადააკეთა, დაამატა რა სამი სართული. 1600 წელს, ტოკუგავა იეიასუმ სეკიგაჰარის ბრძოლაში დახმარებისთვის, იკედა ტერუმასას გადასცა.[2] ამ უკანასკნელმა, 1601 - 1609 წლებში ციხესიმაგრე თითქმის მთლიანად გადააკეთა და ის ფართო კომპლექსად გარდაქმნა. XVII საუკუნეში, კომპლექსს რამდენიმე შენობა კიდევ შეემატა. ამის შემდეგ, თითქმის 400 წლის განმავლობაში, ცხიე-სიმაგრე ხელუხლებელი რჩებოდა, სანამ მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი ჰიმეძი არ დაიბომბა. ასევე მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა 1995 წლის კობეს მიწისძვრისას.[3][4]

ჰიმეძი იაპონიის ყველაზე დიდი და მნახველების რაოდენობით გამორჩეული ციხესიმაგრეა. 1993 წელს, ის გახდა პირველი ძეგლი იაპონიაში, რომელიც იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. ამავე დროს, ის იაპონიის ეროვნულ საგანძურადაა აღიარებული.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიდეო
  1. Himeji-jo. UNESCO. ციტირების თარიღი: July 4, 2010.
  2. 2.0 2.1 A hilltop white heron 400 years old. The Daily Yomiuri. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 2, 2007. ციტირების თარიღი: July 5, 2010.
  3. 3.0 3.1 Himeji Castle starts its renovation in April. Official Tourism Guide for Japan Travel. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 15, 2015. ციტირების თარიღი: July 1, 2010.
  4. 4.0 4.1 Himeji Castle. Japan Atlas. ციტირების თარიღი: July 5, 2010.