იაკუშიმა
იაკუშიმა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | იაპონია |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, ix |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
კოორდინატები | 30°21′31″ ჩ. გ. 130°31′43″ ა. გ. / 30.35861° ჩ. გ. 130.52861° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1993 (მე-17 სესია) |
ნომერი | 662 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 662 ინგლ. • რუს. • ფრ. |
იაკუშიმა (იაპონ. 屋久島) — ოსუმის არქიპელაგის კუნძული იაპონიაში. შედის კაგოშიმის ფრეფექტურის შემადგენლობაში. მისი ფართობი დაახლოებით 500 კმ²-ია, მოსახლეობა კი 15 000 ადამიანი. კუნძულ ტაგენაშიმასგან გამოყოფს ვინსენსის სრუტე. უმაღლესი წერტილის სიმაღლე ზღვის დონიდან 1 935 მეტრია. კუნძული დაფარულია გაუვალი ტყეებით, სადაც ძირითადი ხე საკმაოდ დიდი ასაკის მქონე კრიპტომერიაა, რომელსაც იაპონიაში სუგის ეძახიან.
იაკუშიმას უნიკალური, უძველესი ტყეები 1993 წელს, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. იაკუშიმა იაპონიის და არა მარტო იაპონიის ყველაზე ტენიანი ადგილია. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი აქ 4 000 — 10 000 მმ-ს აღწევს. როგორც ხუმრობით ამბობენ, აქ თვეში 35 დღე წვიმს.
ყოველწლიურად, ტყეებს 300 000 ტურისტი ნახულობს. ის ნაჩვენებია 1996 წელს გადაღებულ ფილმში Rebirth of Mothra.
კუნძულზე მიმდინარეობდა კომპანია Honda-ს კვლევები წყალბადის საწვავთან დაკავშირებით.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები იაპონიაში
- მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია აზიასა და ოკეანეთში