ჰამადრილი
ჰამადრილი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Papio hamadryas | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 16019 | |||||||||||||||
|
ჰამადრილი (ლათ. Papio hamadryas) — ძუძუმწოვარი ცხოველი პრიმატების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 80 სმ, კუდისა 60 სმ, მასა 20-30 კგ აღწევს. დედალი მამალზე მომცროა. ჰამადრილს აქვს წაგრძელებული დინგი, კარგად განვითარებული წითელი ფერის საჯდომი კორძები. გავრცელებულია აღმოსავლეთ ეთიოპიაში, აღმოსავლეთ სუდანში, ჩრდილოეთ სომალიში, არაბეთის ნახევარკუნძულზე. ცხოვრობს სავანებში, კლდიან ადგილებში. ყოვლისმჭამელი ცხოველია. მაკეობა გრძელდება 170 დღემდე. უმეტესად შობს 1 ნაშიერს. ცოცხლობს 30 წლამდე. აკლიმატიზებულია სოხუმის მიდამოებში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 596.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: