ჰალ-ინ-ტიროლი
იერსახე
| ქალაქი | |||
|---|---|---|---|
|
ჰალ-ინ-ტიროლი | |||
|
| |||
| |||
| ქვეყანა |
| ||
| ფედერალური მიწა | ტიროლი | ||
| კოორდინატები | 47°17′00″ ჩ. გ. 11°30′00″ ა. გ. / 47.28333° ჩ. გ. 11.50000° ა. გ. | ||
| მმართველი | John Fieger the Elder | ||
| ფართობი | 5.54 კმ² | ||
| ცენტრის სიმაღლე | 574 მეტრი | ||
| ოფიციალური ენა | გერმანული ენა | ||
| მოსახლეობა | 14 771 (31 დეკემბერი, 2023)[1] | ||
| სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||
| სატელეფონო კოდი | 05223 | ||
| საფოსტო ინდექსი | 6060 | ||
| საავტომობილო კოდი | IL | ||
| ოფიციალური საიტი | http://www.hall-in-tirol.at/ და https://www.hall-in-tirol.at/ | ||
ჰალ-ინ-ტიროლი (გერმ. Hall in Tirol) — ქალაქი ავსტრიაში, ტიროლის ფედერალურ მხარეში, ისნბრუკ-ლანდის რაიონში. მდებარეობს ზღვის დონიდან 574 მეტრზე, მხარის დედაქალაქ ინსბრუკიდან 5 კმ-ით აღმოსავლეთით, ინის ხეობაში. 2011 წლის მონაცემებით მოსახლეობა 12 700 ადამიანს შეადგენს.
წერილობით წყაროებში ქალაქი პირველად 1232 წელს იხსენიება სალინას სახელით, თანამედროვე სახელი კი 1256 წლით თარიღდება, ისევე როგორც ჰალეს, შვებიშ-ჰალისა და ჰალშტატის, რაც კელტური სიტყვა მარილისგან მომდინარეობს. XIII საუკუნეში ქალაქისა და მისი შემოგარენის მთავარ ინდუსტრიულ საქმიანობას განაპირობებდა მის ჩრდილოეთით არსებული მარილის საბადო.
1938-1974 წლებში ქალაქს ზოლბად-ჰალი ერქვა. სახელი შეეცვალა მას შემდეგ, რაც 1967 წელს მარილის საბადოები დაიხურა.
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იზერლონი, გერმანია, 1967-დან
ვინტერტური, შვეიცარია
სომაკამპანია, იტალია