ჰავანის უნივერსიტეტი
| ჰავანის უნივერსიტეტი | |
|---|---|
|
| |
| დაფუძნდა | 5 იანვარი, 1728 |
| დამფუძნებელი (-ები) | ინოკენტი XIII |
| ტიპი | საჯარო |
| რექტორი | გუსტავო კობრეირო სუარესი |
| სტუდენტი | 60 000 |
| მდებარეობა | ჰავანა |
| ქალაქი | ჰავანა |
| ქვეყანა | კუბა |
| კავშირები | ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[1] და Consejo Superior Universitario Centroamericano[2] |
![]() | |
| uh.cu | |
ჰავანის უნივერსიტეტი (ესპ. Universidad de La Habana) — სახელმწიფო უნივერსიტეტი კუბაში, ქალაქ ჰავანაში. დაარსდა 1728 წელს როგორც კათოლიკური უნივერსიტეტი. წარმოადგენს კუბის უძველეს უმაღლეს სასწავლებელს. უნივერსიტეტს დღეისათვის გააჩნია 15 ფაკულტეტი, სადაც 60 ათასი სტუდენტი სწავლობს. თავდაპირველად უნივერსიტეტს ეწოდებოდა რეალ-ი-პონტიფიკია-უნივერსიდად-დე-სან-იერონიმო-დე-ლა-ჰაბანა, რაც ესპანურიდან ითარგმნება როგორც წმინდა იერონიმის სამეფო და საპაპო უნივერსიტეტი. იგი გაიხსნა ფილიპე V-ისა და ინოკენტი XIII-ის განკარგულებით. 1842 წელს უნივერსიტეტმა შეიცვალა სტატუსი და მოსწავლე სტუდენტებისთვის დაწესდა საერო განათლება. რამდენიმეჯერ გადაკეთდა, პირველად შეიქმნა ძველ ჰავანაში, სახელწოდებით სან-ხუან-დე-ლეტრანი, ხელმეორედ გადაკეთდა 1902 წლის 1 მაისს და იგი გადაიტანეს ჰავანის რაიონ ვედადოში. შენობის ინტერიერი მორთულია არამანდო მენოკალის მიერ, სადაც 7 ფრესკაზე სიმბოლურად არის გამოსახული მედიცინის, ხელოვნების, აზროვნების, ლიტერატურის, სამართლისა და სხვ. დარგები.
უნივერსიტეტის მთავარ შესასვლელთან არის ალმა-მატერის ბრონზის სტატუა, რომელიც შექმნა მარიო კორბელმა 1919 წელს.
ჰავანის უნივერსიტეტში არის 15 ფაკულტეტი და 14 სამეცნიერო-კვლევით ცენტრი ეკონომიკის, ბუნებისმეტყველების, სოციალურ და ჰუმანიტარულ დარგებში.
ცნობილი სტუდენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰავანის უნივერსიტეტში სხვადასხვა დროს სწავლობდნენ:
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 587.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჰავანის უნივერსიტეტი“ ვიკისაწყობში.- ჰავანის უნივერსიტეტი (ესპანური)
- ჰავანის უნივერსიტეტი დაარქივებული 2011-12-07 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
