ჰადრუთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაბა
ჰადრუთი
აზერ. Hadrut
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რაიონი ხოჯავენდის რაიონი
კოორდინატები 39°31′00″ ჩ. გ. 47°01′48″ ა. გ. / 39.51667° ჩ. გ. 47.03000° ა. გ. / 39.51667; 47.03000
ცენტრის სიმაღლე 720 მეტრი
ოფიციალური ენა აზერბაიჯანული ენა
მოსახლეობა 4 100 (2015)
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ჰადრუთი — აზერბაიჯანი
ჰადრუთი

ჰადრუთი (აზერ. Hadrut, სომხ. Հադրութ) — დაბა აზერბაიჯანში. 1992-2020 წლებში აკონტროლებდა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, რომლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით იყო ჰადრუთის რაიონის ცენტრი. 2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს, გადავიდა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ[1]. აზერბაიჯანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით შედის ხოჯავენდის რაიონის შემადგენლობაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰადრუთი მდებარეობს ძაბრის ფორმის ტაფობში, რომელიც გარშემორტყმულია მაღალი მთებით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1939 წლის 10 სექტემბრიდან 1991 წლის 26 ნოემბრამდე ჰადრუთი იყო ჰადრუთის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. რაიონი შედიოდა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქში, მანამ სანამ არ გაუქმდა ავტონომიური ოლქი.[2].

1992 წლის 2 ოქტომბრიდან, ყარაბაღის ომის დაწყების შემდეგ ქალაქს აკონტროლებდა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა.

2020 წლის 9 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა ძალებმა დაამყარეს კონტროლი ქალაქზე[3][4]. აღნიშნული ინფორმაცია უარყო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არაიკ არუთიუნიანმა[5]. 13 ოქტომბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 13 ოქტომბერს გამოაქვეყნა ვიდეო ჰადრუთიდან[6].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. President Ilham Aliyev interviewed by Turkish Haber Global TV channel
  2. Law of Azerbaijan Republic on Abolishment of Nagorno-Karabakh Autonomous Oblast of Azerbaijan Republic Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-24. ციტირების თარიღი: 2020-10-13.
  3. Azerbaijani Army liberates Hadrut settlement and eight villages from occupation - LIST en (9 October 2020). ციტატა: „Villages, liberated by the Azerbaijani Army from occupation besides Hadrut settlement, have been revealed, APA reports. President Ilham Aliyev said in his address to the nation that besides Hadrut settlement, Chayli, Yukhari Guzlak, Gorazili, Gishlag, Garajali, Afandilar, Sur, and Suleymanli villages have been liberated from the occupation: "Operation is being executed fully", stressed head of state.“ ციტირების თარიღი: 9 October 2020
  4. Алиев — РБК: «У России есть масса инструментов, чтобы убедить Армению»
  5. President of Artsakh highly appreciates combat readiness of servicemen in Hadrut. Armenpress (10 October 2020).
  6. Footage from liberated Hadrut