შინაარსზე გადასვლა

ჯუნის ონიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯუნის ონიანი
დაბადების თარიღი 29 მარტი, 1926
ჟახუნდერი, ლენტეხის რაიონი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 23 მაისი, 2012 (86 წლის)
ჟახუნდერი, ლენტეხის მუნიციპალიტეტი, საქართველო
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, პედაგოგი.
მშობლები მამა: იოსებ ონიანი

ჯუნის ონიანი (დ. 29 მარტი, 1926, ჟახუნდერი, ლენტეხის რაიონი, საქართველოს სსრ — გ. 23 მაისი, 2012, ჟახუნდერი, ლენტეხის მუნიციპალიტეტი, საქართველო) — ქართველი ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, პედაგოგი.

ჯუნის ონიანი დაიბადა 1926 წლის 29 მარტს, ლენტეხის რაიონ სოფელ ჟახუნდერში. აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა, რის შემდეგაც 1944-1948 წლებში სწავლობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

ჯუნის ონიანმა საზოგადოებრივი საქმიანობა ლენტეხის რაიონში დაიწყო. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საშუალო სკოლის დირექტორად, განათლების განყოფილების გამგედ, აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ, სიცოცხლის ბოლომდე კი მშობლიურ სოფელში სკოლის დირექტორად.

ჯუნის ონიანი ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობასაც. 1969 წელს პროფესორ ვერა ბარდაველიძის ხელმძღვანელობით, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად, დაიცვა დისერტაცია თემაზე „ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან (სვანური „მურყვამობა-კვირიაობა“)“.

ჯუნის ონიანს ცოლად ჰყავდა პროფესიით პედაგოგი ქალბატონი, ალექსანდრა. წყვილს შეეძინა სამი შვილი: რამაზი, ავაგი და ხორეშანი. იგი დაჯილდოვებული იყო მედლებით სხვადასხვა შრომითი საქმიანობის ღირსეულად შესრულების გამო.

ჯუნის ონიანი გარდაიცვალა 2012 წლის 23 მაისს. დაკრძალულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]