ჯუნაგადჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ჯუნაგადჰი
შეცდომა Lua: expandTemplate: template "lang-gu" does not exist
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 21°31′12″ ჩ. გ. 70°28′12″ ა. გ. / 21.52000° ჩ. გ. 70.47000° ა. გ. / 21.52000; 70.47000
ფართობი 160 კმ²
ცენტრის სიმაღლე 107±1 მეტრი
მოსახლეობა 320 250 (2011)
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 285
საფოსტო ინდექსი 362001
ოფიციალური საიტი http://junagadhmunicipal.org/
ჯუნაგადჰი — ინდოეთი
ჯუნაგადჰი

ჯუნაგადჰი (ინგლ. Junagadh) ― ქალაქი და ჯუნაგადჰის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი ინდოეთის შტატ გუჯარათში. მდებარეობს გირნარის მთების ძირში, შტატის დედაქალაქ აჰმედაბადიდან 355 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით. იგი მე-7 უდიდესი ქალაქია შტატში.

ქალაქის სახელწოდება ითარგმნება როგორც „ძველი ფორტი“.[1]

ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაპირისპირების პერიოდში, 1948 წლის 20 თებერვალს ჩატარებული პლებისციტის საფუძველზე ჯუნაგადჰმა ინდოეთში შესვლას დაუჭირა მხარი. შედიოდა საურაშტრას შტატის, მოგვიანებით კი ბომბეის შტატის შემადგენლობაში. 1960 წელს ახლადშექმნილი შტატის, გუჯარათის დედაქალაქად გამოცხადდა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯუნაგადჰის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდ. განედი 21.52° და აღმ. გრძედი 70.47°. ქალაქი გირნარის მთის ძირში მდებარეობს. სამხრეთ-დასავლეთით არაბეთის ზღვა, ჩრდილოეთით ― პორბანდარი, ხოლო აღმოსავლეთით ამრელი მდებარეობს. საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 107 მეტრია.

ჯუნაგარის ორი მთავარი მდინარე სონრახი და კალვო, რომელიც ქალაქის საკანალიზაციო მილებითაა დაბინძურებული. ქალაქში რამდენიმე ტბა მდებარეობს: ნარსინ-მეჰტა-საროვარი, დამოდარჯი, სუდარშანის ტბა და სხვ. ქალაქისთვის წყლის მთავარ წყაროს უილინგდონის, ჰასნაპურისა და ანანდპურის კაშხლებია. ქალაქის წყალმომარაგებას მიწისქვეშა წყლებიც უწყობს ხელს.

ჯუნაგადჰის ნიადაგი რაიონის სხვა ნაწილების მსგავსია. ზღვასთან სიახლოვის, გრძელი სანაპირო ხაზისა და ქედთან სიახლოვის გამო ნიადაგი შავი სანაპირო ალუვიონისგან შედგება.[2] ჯუნაგადჰის მიდამოებში ბევრი ნასხლეტია, რის გამოც ქალაქი სეისმურად აქტიურ ზონაშია მოქცეული. ჯუნაგადჰი სეისმური ზონების III რეგიონს მიეკუთვნება,[3] რომლისთვისაც რიხტერის სკალით 6.5 მაგნიტუდამდე მიწისძვრებია მოსალოდნელი.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ჯუნაგადჰი ტროპიკული სავანის კლიმატურ სარტყელშია (Aw, ტროპიკული კლიმატი მშრალი ზამთრითა და წვიმიანი ზაფხულით) მოქცეული. გამოიყოა ორი სეზონი: მშრალი სეზონი, რომელიც ოქტომბრიდან მაისამდე გრძელდება და წვიმების სეზონი, რომელიც ივნისიდან სექტემბრამდეა. არაბეთის ზღვასა და კამბეის ყურესთან სიახლოვე დიდი გავლენას ახდენს კლიმატზე. ზაფხულში ტემპერატურა 28-38 °C-ს (82-100 °F) შორის მერყეობს, ზამთარში კი 10-25 °C-ს (50-77 °F) შორის.[4] ივნისიდან სექტემბრამდე სამხრეთ-დასავლეთი მუსონის პერიოდია. წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 800-დან 1 200 მმ-მდე მერყეობს. ნალექიანობის რეკორდული მაჩვენებელი 1983 წელს დაფქსირდა და 2 800 მმ შეადგინა.[5]

ჰავის მონაცემები — ჯუნაგადჰი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 27.2 28.3 31.4 32.7 33.4 32.9 30 29.3 30.1 32.5 31.6 28.7 30.7
საშუალო დაბალი °C 13.1 14.7 18.1 21.6 25.2 26.5 25.7 24.7 23.9 21.9 18.3 14.9 20.7
საშუალო ნალექი (მმ) 0 0 2 1 3 118 372 191 116 19 5 1 828
წყარო: Climate-Data.org[6]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგია ჯუნაგადჰში[7]
რელიგია %
ინდუიზმი
  
82.31%
ისლამი
  
16.46%
ჯაინიზმი
  
0.67%
სხვა
  
0.56%
სხვები მოიცავს ქრისტიანობას, სიქიზმს, ზოროასტრიზმსა და ბუდიზმს

2011 წლის აღწერის მიხედვით, ჯუნაგადჰის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 319 462 ადამიანს შეადგენს.[8] მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში სქესობრივი თანაფარდობაა: 955 ქალი 1 000 კაცზე. მოსახლეობის 9% 6 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება.[8] ეფექტური წერა-კითხვის ცოდნის მაჩვენებელი 88%-ია: 92.46% კაცებს შორის და 83.88% ― ქალებს შორის.[8]

რაჯკოტთან შედარებით ჯუნაგადჰში საცხოვრებლებსა და მიწაზე დაბალი ან საშუალო ფასებია. ქალაქი სწრაფად იზრდება და ქალაქის შიგნით არსებულ მიწებზე წვდომა შეზღუდულია. 19.5 კმ² ტერიტორია ბიდონვილებს უკავია, რაც საერთო მუნიციპალური ტერიტორიის 14.5%-ს შეადგენს, ხოლო ბიდონვილებში მცხოვრებლები მთლიანი მოსახლეობის 25%-ს შეადგენენ.[9]

ჯუნაგადჰის მოსახლეობა ძირითადად ინდუიზმის, ისლამის, ჯაინიზმის, ქრისტიანობისა და ბუდიზმის მიმდევარია. მათ შორის უმრავლესობას ინდუსები შეადგენენ, ხოლო უდიდეს რელიგიურ უმცირესობას მულიმები წარმოადგენენ. მოსახლეობის საკმაოდ დიდ წილს შეადგენენ ქრისტიანები და ჯაინისტები. მცირე რაოდენობით არიან სიქები და პარსები. ქალაქში ტიბეტელი მიგრანტებიც ცხოვრობენ, რომლებიც ბუდისტები არიან.

მოსახლეობის უმრავლესობა გუჯარათულ ენაზე საუბრობს. სხვა ენებს შორის აღსანიშნავია ჰინდი და სინდჰი. ქალაქში აფრიკული წარმოშობის თემიც ცხორვობ, რომელთაც სიდებს უწოდებენ. შტატში დაახლოებით 8 816 სიდია,[10] რომელთა 65% ჯუნაგადჰში ცხოვრობს.[11]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gopal, Madan (1990). რედ. K.S. Gautam: India through the ages. Publication Division, Ministry of Information and Broadcasting, Government of India, გვ. 179. 
  2. Soil Condition. Government of Gujarat. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 16 October 2011
  3. Junagadh District Profile. Government of Gujarat. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 დეკემბერი 2011. ციტირების თარიღი: 17 October 2011
  4. Junagadh weather maximum temperature in 2012 was 47 degrees Celsius and minimum recorded was 1 degree. Maps of India. ციტირების თარიღი: 16 October 2011
  5. Annual weather report. Junagadh Agriculture University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 16 October 2011
  6. Climate Data for Junagadh. ციტირების თარიღი: 7 April 2013
  7. Junagadh City Census 2011 data. ციტირების თარიღი: 14 September 2019
  8. 8.0 8.1 8.2 Junagadh City Population Census 2011 | Gujarat. ციტირების თარიღი: 23 October 2017
  9. Housing and Slums. Engineering Works. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 მაისი 2016. ციტირების თარიღი: 17 October 2011
  10. Brief Profile of PTG Communities in Gujarat. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 20 October 2011
  11. African Settlements in India. Abdulaziz Y. Lodhi, Uppsala University, Sweden. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 აპრილი 2018. ციტირების თარიღი: 17 October 2011