შინაარსზე გადასვლა

ჯონ სკოტ ჰოლდეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ სკოტ ჰოლდეინი
ინგლ. John Scott Haldane
დაბ. თარიღი 3 მაისი, 1860(1860-05-03)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი ედინბურგი
გარდ. თარიღი 15 მარტი, 1936(1936-03-15)[2] [5] (75 წლის)
გარდ. ადგილი ოქსფორდი
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა გამომგონებელი, ფიზიოლოგი, ფილოსოფოსი და ექიმი
მუშაობის ადგილი ოქსფორდის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ედინბურგის უნივერსიტეტი, ედინბურგის აკადემია და დრეგონ-სკული
მეუღლე Louisa Kathleen Trotter[6]
მამა Robert Haldane[7] [6]
დედა Mary Elizabeth Haldane[7] [6]
შვილ(ებ)ი ჯონ ბერდონ სარდენსონ ჰოლდეინი[6] და ნაომი მიტჩისონი[7] [6]
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი, კოპლის მედალი[8] , სამეფო მედალი, Silliman Memorial Lectures და ახალი ზელანდიის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი[9]

ჯონ სკოტ ჰოლდეინი (ინგლ. John Scott Haldane; დ. 3 მაისი, 1860, ედინბურგი — გ. 15 მარტი, 1936, ოქსფორდი) — ინგლისელი ფიზიოლოგი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1897). ცნობილი ინგლისელი ბიოლოგის ჯონ ბერდონ სარდენსონ ჰოლდეინის მამა.

1884 წელს დაამთავრა ედინბურგის უნივერსიტეტი. შექმნა კლასიკური მოძღვრება სუნთქვის რეგულაციისა და სუნთქვის პროცესში ნახშირმჟავას მნიშვნელობის შესახებ. დაამუშავა სუნთქვის კვლევის მეთოდები (ალვეოლური ჰაერის მიღების მეთოდი. ჰოლდეინი-პრისტლის მიხედვით, აირცვლის შესწავლა დუგლას-ჰოლდეინის მიხედვით), შექმნა აირცვლის გამოსაკვლევი აპარატი. პირველმა შეიმუშავა მეცნიერულად დასაბუთებული უსაფრთხო დეკომპრესიის რეჟიმი მყვინთავებისათვის, შეისწავლა ნახშირჟანგის ტოქსიკური მოქმედების მექანიზმი, დაამუშავა მაღლივი ფრენის ფიზიოლოგიური უზრუნველყოფის საკითხები, მაღაროელთა უსაფრთხოების ღონისძიებები და სხვა. იყო მექანისტური ტენდენციების მოწინააღმდეგე ფიზიოლოგიაში.

  1. Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. Who Named It?
  4. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  5. 5.0 5.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Kindred Britain
  7. 7.0 7.1 7.2 Lundy D. R. The Peerage
  8. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  9. https://www.royalsociety.org.nz/who-we-are/our-people/our-fellows/all-honorary-fellows/