ექიმი უოტსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ უოტსონი
John Watson

დოქტორი უოტსონი და შერლოკ ჰოლმზი, სიდნი პეჯეტის 1904 წლის ილუსტრაცია
პირველი გამოჩენა A Study in Scarlet
ბოლო გამოჩენა His Last Bow
შემქმნელი ართურ კონან დოილი
ეპიზოდი ოთხი რომანი
56 მოთხრობა
ინფორმაცია
სქესი მამრობითი
დაბ. თარიღი 1850-იანი წლები
გარდ. თარიღი 1923 წლის შემდეგ
მეორე ნახევარი მერი მორსტანი
საცხოვრებელი ლონდონი, ბეიკერ სტრიტი 221B
ეროვნება ინგლისელი

ექიმი ჯონ ჰ. უოტსონი (ინგლ. Dr John H. Watson) — ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟი. რომელიც ერთ-ერთი მთავარი გმირია შერლოკ ჰოლმზთან ერთად დეტექტიური რომანების და მოთხრობების გრძელი სერიის. ნაწარმოებებთა ძირითად ნაწილში თხრობა მიმდინარეობს ექიმი უოტსონისგან, რომელიც შერლოკის მუდმივი თანამგზავრია. იგი აღწერს ჰოლმზის გამოძიებებს, ცნობილი „დედუქციური მეთოდის“ გამოყენებით, თუმცა გამოძიების ბოლომდე მას არ ესმის თუ როგორ ხსნის ჰოლმზი ბოროტმოქმედებას, ხოლო ბოლოს ჰოლმზი უხსნის უოტსონს თავის მოქმედებებს.

მეოცე საუკუნიდან კინოს განვითარებასთან ერთად უამრავი ფილმი შეიქმნა შერლოკ ჰოლმზისა და ექიმი უოტსონის ისტორიებზე დაყრდნობით. საბჭოთა კავშირში რეჟისორ იგორ მასლენიკოვის მიერ შეიქმნა ფილმების სერია 1979-1986 წლებში, რომელიც ხუთ ფილმს მოიცავდა, უოტსონის როლი კი ვიტალი სოლომინმა შეასრულა. 2008 და 2011 წლებში რეჟისორმა გაი რიჩიმ გადაიღო ფილმები, „შერლოკ ჰოლმზი“ და „შერლოკ ჰოლმზი: ჩრდილების თამაში“, სადაც უოტსონის როლი ინგლისელმა მსახიობმა ჯუდ ლოუმ მოირგო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]