საჰარა (1983 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საჰარა (ინგლ. Sahara) — 1983 წელს გადაღებული ფილმი. მთავარ როლებში არიან ბრუკ შილდსი, ლამბერტ უილსონი, ჯონ მილზი და ჰორსტ ბუხჰოლცი. გადაღებულია ენდრიუ მაკლაგლენის მიერ. მუსიკის ავტორი ენიო მორიკონეა.

1984 წელს ბრუკ შილდსს ამ ფილმისთვის ყველაზე ცუდი მსახიობის ანტიტიტული მიენიჭა.

2005 წელს ლამბერტ უილსონმა მონაწილეობა მიიღო კლაივ კასლერის წიგნის მიხედვით გადაღებულ „საჰარაში“.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმში მოქმედება ხდება 1927 წელს. მამის გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა ქალბატონი (შილდსი) მამაკაცის სამოსს გადაიცვამს, მამის ადგილს დაიკავებს და ავტორბოლაში საჰარის უდაბნოს გადაკვეთას გადაწყვეტს. რბოლის ბოლოს გოგონას ატყვევებენ, მაგრამ სჰეიხი ჯაფარი მას ათავისუფლებს, რაც მათი სერიოზული სიყვარულის დასაწყისი ხდება. ფილმის დასრულებამდე ისინი კიდევ უამრავ ფათერაკს გადაეყრებიან.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]