ჯონ რაის-დეივისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჯონ რაის-დეივისი
(John Rhys-Davies) 2018-02-11 15-35-40 ILCE-6500 DSC07150 (31235662177) (cropped).jpg
მშობლიური სახელი John Rhys-Davies
დაბადების თარიღი 5 მაისი, 1944
სალსბური, ვილტშაირი, ინგლისი
ეროვნება უელსელი
მოქალაქეობა დიდი ბრიტანეთი
ალმა-მატერი დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემია
საქმიანობა მსახიობი, გამხმოვანებელი
მეუღლე(ები)

სუზან ვილკინსონი

(დაქ. 1966 წელს; გარდაიცვალა: 2010 წელს)
პარტნიორ(ებ)ი ლიზა მანინგი (2000-დან - დღემდე)
შვილ(ებ)ი 3
ხელმოწერა JohnRhysDavies.png

ჯონ რაის-დეივისი (დ. 5 მაისი, 1944) — უელსელი მსახიობი და გამხმოვანებელი. ის ცნობილია ბეჭდების მბრძანებელი ტრილოგიაში გიმლის როლის შესრულებისთვის და ხეწვერას გახმოვანებისთვის. ის ასევე პოპულარულია ინდიანა ჯონსის ფილმებში შესრულებული სალაჰის როლისათვის. ჯონმა ასევე ითამაშა მაიკლ მალონეს როლი 1950 წლის სატელევიზიო სერიალის 1993 წლის რიმეიქში ხელშეუხებლები. მან ითამაშა ვასკო როდრიგესის როლი მინი სერიალში შოგუნ, პროფესორი მაქსიმილიან არტურო ს როლიოსლაიდერსში, მეფე რიჩარდ I-ის როლი რობინ შერვუდში, გენერალი ლეონიდ პუშკინის როლი ჯეიმს ბონდის ფილმში ნაპერწკლები თვალებიდან. მან გაახმოვანა კასიმის პერსონაჟი ფილმში ალადინი და ქურდების მეფე, მან რეი სპანჯბობში, ჰადესი სამართლიანობის ლიგაში და ტობიასი კომპიუტერული თამაშში ფრილანსერები.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონ რაის-დეივისი დაიბადა 1944 წლის 5 მაისს სოლსბერიში, ვილტშაირი, ინგლისი, და გაიზარდა ტანგანიიკასა და ამმანფორდში, უელსი. დედამისი, ფილის ჯონსი, მედდა იყო, ხოლო მამა, რაის დეივისი, მექანიკოსი [1] და ოფიცერი. [2] 1950-იანი წლების დასაწყისში, მისი ოჯახი რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა: კონგვაში, დარ-ეს-სამაში, მოშიში და მვანზაში. ის ტანგანიკაში იმ პერიოდში ცხოვრობდა, როდესაც იქ მამამისი მსახურობდა. მან განათლება მიიღო ტრუროს სკოლაში და აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტში, სადაც ის ერთ – ერთი პირველი ჩარიცხულ 105 სტუდენტს შორის. მოგვიანებით მან დააარსა ,,დრამატული საზოგადოება". ნორფოლკის უოტონის ოლქის საშუალო სკოლაში სწავლების შემდეგ მან ჩააბარა დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაის-დეივისმა იქორწინა სიუზან ვილკინსონზე 1966 წლის დეკემბერში. მათ ორი ვაჟი შეეძინათ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი 1985 წლიდან განცალკევებულად ცხოვრობდნენ, მაინც დაქორწინებულები იყვნენ 2010 წლამდე. 2010 წელს სიუზანი ალცჰეიმერის დაავადებით გარდაიცვალა. რაის-დეივისი მასზე გარდაცვალებამდე ზრუნავდაიგი ახლოს დარჩა მასთან და ზრუნავდა მასზე, სანამ იგი გარდაიცვალა. [3]

2004 წელს მან დაიწყო ცხოვრება ლიზა მენინგთან ერთად. მათ ჰყავთ ქალიშვილი და ცხოვრობენ უაიკატოში, ახალ ზელანდიაში [4] და კუნძულ მენზე. [5]

Რელიგიური შეხედულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაის-დეივისი არის თვითგამოცხადებული,, რაციონალისტი " და ,,სკეპტიკოსი ", როდესაც საქმე ეხება რელიგიას, თუმცა იგი დიდ ყურადღებას უთმობს ქრისტიანობას და აღნიშნა, რომ ,,ქრისტიანულმა ცივილიზაციამ სამყარო უკეთესად აქცია, ვიდრე ოდესმე იყო.[6][7]

მან ითამაშა რამდენიმე ქრისტიანულ ფილმში, მათ შორისაა მორდოქაის როლი ღამე მეფესთან ერთად, წმინდა პეტრე ფილმში „მოციქული პეტრე: გამოსყიდვა“, მახარებლის როლი მომლოცველის წინსვლაში (2019) და ჩარლზ კემპის როლი ნიღბის მიღმა .

Პოლიტიკური შეხედულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაის-დეივისი შვედეთში

რაის-დეივისი არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. როგორც უნივერსიტეტის სტუდენტი 1960 წელს, ის იყო რადიკალური მემარცხენე, მაგრამ შეიცვალა მისი შეხედულებები, როდესაც ის დაუპირისპირდა მარგარეტ ტეტჩერს. რაის დეივისი ამბობს, რომ ,,მან (იგულისხმება მარგარეტ ტეტჩერი) ორი ბრწყინვალე მოწინააღმდეგე ისე ბრწყინვალედ დაამარცხა, რომ გადავწყვიტე, ერთხელ მაინც გავჩუმებულიყავი და მომესმინა".[8]

2004 წელს რაის-დეივისმა მსოფლიო ჟურნალთან ინტერვიუში განცხადება გააკეთა მუსლიმი მოსახლეობის შესახებ, რომელშიც ნათქვამია: ,,ევროპაში დემოგრაფიული კატასტროფა ხდება, რომელზედაც არავინ საუბრობს. ამას იმიტომ არ უსვამენ ხაზს, რომ არ უნდათ სხვა რასისის ხალხი გაანაწყენონ. 2020 წლისთვის ჰოლანდიაში მოსახლეობის 50%-ზე მეტი 18 წლამდე ახალგაზრდა მუსლიმი წარმოშობის იქნება.[9]

მისი კომენტარები მოიწონა ბრიტანეთის ნაციონალურმა პარტიამ.[10][11] მისი სიტყვები ასევე მოიწონეს National Vanguard- ის რედაქციაში.[12] კონსერვატულ ჟურნალ National Review- სთან ინტერვიუში მან თქვა, რომ ის წინააღმდეგია ისლამური ექსტრემიზმისა ზუსტად იმიტომ, რომ გრძნობს, რომ ასეთი მოქმედებები არღვევს თანასწორობის, დემოკრატიის, ტოლერანტობისა და მონობის გაუქმების ,,დასავლურ ღირებულებებს”.[13]

რაის-დეივისი მხარს აქტიურად უჭერდა ბრექსიტს.[14]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Year Film Role Notes
1973 პენი გოლდი მორაგბე
1974 შავი წისქვილი სამხედრო პოლიციელი არააკრედიტირებული
1975 შიშველი საჯარო მოხელე ბარნდორი
1978 ღვთიური შობა ნესტორი სატელევიზიო ფილმი
1981 დაკარგული კიდობნის მაძიებლები სალაჰი
პეტრე და პავლე სილასი სატელევიზიო ფილმი
1982 საუკეთესო შურისძიება მუსტაფა
ვიქტორ / ვიქტორია ანდრე კასელი
თავგადასავლების კუნძული სმიტი
1983 საჰარა რაზოული
სადათი გამალ აბდელ ნასერი
1984 ვალიანტის ხმალი ბარონი ფორტინბრასი
კიმი ბაბუ
1985 მეფე სოლომონის მახვილი დოგატი
1986 ცეცხლში მოსიარულე კორქი ტაილორი
1987 ნაპერწკლები თვალებიდან გენერალი ლეონიდ პუშკინი
1988 ცვილის ფიგურების მუზეუმი მაქცია
სიყვარულის ქალღმერთი ზევსი სატელევიზიო ფილმი
1989 Iინდიანა ჯოუნსი და უკანასკნელი ჯვაროსანი სალაჰი
შტორმის დასაწყისი დონვალდო
1992 დაკარგული სამყარო პროფესორი ჩელენჯერი
დაკარგულ სამყაროში დაბრუნება ჩელენჯერი
1993 მზის ჩასვლის გრილი სტოქკოტი
მეშვიდე მონეტა კაპიტანი გალილი
1994 რობოტი ოჯახში ელი ტაკი / რაშმუდი / საშრი
1996 დიდებული თეთრი ჰაიპი ჯონი ვაინდსორი
დიდებით გაბრუებული ლუთერი
ალადინი და ქურდთა მეფე კასიმი
მარკიზ დე სადი ინსპექტორი მარაისი
1997 კატები არ ცეკვავენ ვული მამოთი გახმოვანება
მცველი რაშიდი
1999 ანდების საიდუმლოებანი მამა კლავერი
2000 ბრიტანიკი კაპიტან ჩარლზ ბარტლეტი სატელევიზიო ფილმი
სინდბადი მეფე აკრონი / ბარაკა
გახმოვანება
2001 არასდროს თქვა, არასდროს გაიფიქრო ჰაკიმი
ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმი გიმლი
  • ფენიქსის ფილმის კრიტიკოსთა ჯილდო საუკეთესო სამსახიობო ჯგუფისთვის
  • ნომინირებული - გილდიის დაჯილდოვებაზე საუკეთესო სამსახიობო ჯგუფისთვის
2002 ხმალკბილა ანტონი ბრიქკლინი
გადაშენების პირას მყოფი სახეობები ვიზნოვსი
ბეჭდების მბრძანებელი: ორი ციხე- კოშკი გიმლი, ხეწვერა
  • ფენიქსის ფილმის კრიტიკოსთა ჯილდო საუკეთესო სამსახიობო ჯგუფისთვის
  • ნომინირებული - გილდიის დაჯილდოვებაზე საუკეთესო სამსახიობო ჯგუფისთვის
2003 ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება
  • მაუწყებლის ფილმის კრიტიკოსთა ჯილდო საუკეთესო სამსახიობო ჯგუფისთვის
  • ონლაინ ფილმის კრიტიკოსთა ჯილდო საუკეთესო ჯგუფისთვის
  • გილდიის ჯილდო საუკეთესო სამსახიობო ჯგუფისთვის
  • ნომინირებული - ფენიქსის ფილმის კრიტიკოსთა ჯილდო საუკეთესო სამსახიობო ჯგუფისთვის
კორონადო პრეზიდენტი ჰუგო ლუის რამოსი
ჯუნგლების წიგნი 2 რანჯანის მამა გახმოვანება
მედალიონი კომანდერი ჰამერსტოკ- სმითი
2004 ტერორის 12 დღე კაპიტანი
პრინცესის დღიურები 2: სამეფო ნიშნობა ვისკუტ მაბრეი
ქალი მუშკეტერი პორთოსი
დაკარგული ანგელოზი მამა კევინი
პრივილეგირებული პლანეტა მთხრობელი გახმოვანება
2005 მათი ცხოვრების თამაში ბილ ჯეფრი
ჩუპაკაბრას ტერორი კაპიტანი რანდოლფი
2006 რიფი თორტონი
ღამე მეფესთან ერთად მორდეკაი
სასქვაჩის ლეგენდა რეინჯერი სტივი გახმოვანება
2007 მეფის სახელით მერიკი
ფერიმენი ბერძენი
კრინგლის დაჭერა სანტა გახმოვანება
2009 მახვილის სრულყოფა მთხრობელი გახმოვანება
2010 ტომი და ჯერი შეხვდა შელოკ ჰოლმსს ექიმი ვოთსონი
2011 სოფი და შება ალისტაირ ვინსტონი
განძზე მონადირენი ნათან პიქკეტი
2012 გადარჩენა მალკომ ანდრიუსი
2013 ნულზე 100 გრადუსით ქვემოთ რალფ დილარდი
სკუბი-დუ, თავგადასავლები მეკობრე
მზის ტყვეები პროფესორი ჰადენ მასტერტონი
2014 აპოკალიფსი პომპეი კოლონელი დილარდი
საული:მოგზაურობა დამასკოში კაიფასი
წინასწარმეტყველი იუსეფი გახმოვანება
2015 მასკის მიღმა[15] ჩარლზ კემპი
2016 მოციქული პეტრე: გამოსყიდვა პეტრე მოციქული
2017 კამერის მაღაზია ფინქი სთიუბენი
2018 შემირა მაიერი
აკვამენი მეფე ბრაინი

გახმოვანება
2019 მომლოცველის წინსვლა გახმოვანება
ღმერთების ველი დოქტორი ჰერმანი
ყალბი სანტა ჯო ო'ბრაიანი
მოსლი ვარნი გახმოვანება

რესურსები ინტერნტეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. John Rhys-Davies Biography (1944–). ციტირების თარიღი: 27 May 2009.
  2. John Rhys-Davis. ციტირების თარიღი: 27 May 2009.
  3. Mainwaring, Rachel. (20 June 2009) John Rhys-Davies tells of his family’s Alzheimer’s agony.
  4. Lord of the Rings star John Rhys-Davies says New Zealand show Fresh Eggs is a hoot (3 March 2019).
  5. Lord of the Rings star wants EU vote (29 January 2016).
  6. Jeannie Law (4 February 2020). "Hollywood actor John Rhys-Davies says Christianity's not irrelevant, has made the world better". Christian Post. Retrieved 13 February 2020.
  7. Lori Arnold (13 February 2020). "Lord of the Rings Star Says the World Owes Christianity 'the Greatest Debt of Thanks'". ChristianHeadlines.com. Retrieved 13 February 2020.
  8. [1] დაარქივებული 23 April 2005 საიტზე Wayback Machine.
  9. Ballinger, Lucy (18 January 2004). "Welsh star in race row". Wales on Sunday. Archived from the original on 21 May 2013. Retrieved 27 May 2009.
  10. BNP, Gimli battles for the West დაარქივებული 30 September 2007 საიტზე Wayback Machine. ()
  11. BNP, "Stand, men of the West" დაარქივებული 27 September 2007 საიტზე Wayback Machine. (), BNP Leaflet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 September 2007. ციტირების თარიღი: 2009-01-19.
  12. Camberly, Neil (7 January 2004). „The Lord of the Rings' GIMLI speaks up for the West“. National Vanguard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 February 2007. ციტირების თარიღი: 27 May 2009.
  13. Leigh, Andrew. „No Sean Penn“. National Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 October 2012. ციტირების თარიღი: 27 May 2009.
  14. „John Rhys-Davies on Gimli, Brexit and rural hell“. RNZ National. 2019-02-15.
  15. Beyond the Mask - Official Website, January 2015.