შინაარსზე გადასვლა

Manic Street Preachers

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Manic Street Preachers

Manic Street Preachers 2010 წელს. მარცხნიდან მარჯვნივ: ჯეიმზ დინ ბრედფილდი, ტურნეს მუსიკოსი უეინ მარი, ნიკი უაირი და შონ მური.
ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც The Manics
Manics
წარმოშობა ბლეკვუდი, უელსი, გაერთიანებული სამეფო
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, ბრიტპოპი, მძიმე როკი, პოსტ-პანკი, პანკ-როკი, გლემ-პანკი
აქტიური 1986–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Columbia, Epic, Heavenly, Damaged Goods
წევრები ჯეიმზ დინ ბრედფილდი
ნიკი უაირი
შონ მური
ყოფილი წევრები რიჩი ედვარდსი
მაილზ ვუდუორდი[1]
საიტი manicstreetpreachers.com
Manic Street Preachers ვიკისაწყობში

Manic Street Preachersუელსური ალტერნატიული როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1986 წელს ბლეკვუდში, რომელშიც შედიან ჯეიმზ დინ ბრედფილდი (წამყვანი ვოკალი, წამყვანი გიტარა), ნიკი უაირი (ბას-გიტარა, ტექსტები) და შონ მური (დასარტყმელი საკრავები). ხშირად მათ უწოდებენ The Manics-ს ან უბრალოდ Manics. Manic Street Preachers თავდაპირველად კვარტეტი იყო, მაგრამ იქცა ტრიოდ, როდესაც 1995 წლის 1 თებერვალს მოულოდნელად გაუჩინარდა რიჩი ედვარდსი, ჯგუფის ტექსტების ძირითადი ავტორი და რიტმული გიტარისტი.[2] ადრეულ ეტაპზე ჰერმაფროდიტული გლემ-როკ იმიჯით და კრიტიკული სოციალური ტექსტებით „კულტურაზე, გაუცხოებაზე, უსაქმურობასა და სასოწარკვეთაზე“ მოიპოვეს საკულტო სტატუსი.[3][4]

ედვარდის გაუჩინარების შემდეგ ბრედფილდმა, მურმა და უაირმა განაგრძეს ჯგუფის სახით თანამშრომლობა და მიაღწიეს კრიტიკოსთა აღიარებას და კომერციულ წარმატება. მიღებული აქვთ შვიდზე მეტი NME-ის ჯილდო, მათ შორის, ცხოვრებისეული დამსახურებებისთვის, რომელსაც „ღმერთთან მიახლოებული გენიოსის“ ჯილდო ეწოდება. აგრეთვე არიან რვა Q-ს და ბრიტანული მუსიკის ოთხი ჯილდოს მფლობელები. დღეისთვის მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვთ 10 მილიონზე მეტი ალბომი და ითვლება ბრიტანეთის ერთ-ერთ წამყვან ჯგუფად.[5] გვიანდელ ალბომებში შეიმჩნევა მემარცხენე პოლიტიკის თემები და ინტელექტუალური სტილი, რასაც ერწყმის ალტერნატიული როკის უფრო ტრადიციული ჟღერადობა.[6] საერთო ჯამში, ჯგუფს აქვს საუკეთესო 10-ეულებში მოხვედრილი 11 ალბომი, საუკეთესო 10-ეულებში მოხვედრილი 15 სინგლი და ბრიტანეთის ჩარტებში #1 პოზიციაზე სამჯერ მოხვედრა 1998 წლის ალბომით This Is My Truth Tell Me Yours, სინგლით ამ ალბომიდან „If You Tolerate This Your Children Will Be Next“ და 2000 წლის სინგლით „The Masses Against the Classes“.

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Jovanovic, Rob (2010). A Version of Reason: The Search for Richey Edwards. Hachette. ISBN 9781409111290. 
  2. BBC Wales – Music – Manic Street Preachers – Richey Edwards. ციტირების თარიღი: 9 July 2012.
  3. Owen, Paul. (27 November 2008) The Manics' Lyrics Were Something Truly Special. ციტირების თარიღი: 9 July 2012.
  4. Manic Street Preachers. ციტირების თარიღი: 9 July 2012.
  5. „From Despair to Success“. news.bbc.co.uk. 12 February 1999. ციტირების თარიღი: 9 July 2012.
  6. Final Farewell for a Cult Hero. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 9 July 2012.