ჯიკჯი
ჯიკჯი (კორ. 직지) — ბუდისტური დოკუმენტების შემოკლებული სახელწოდება. დაიბეჭდა კორეაში კორეს დინასტიის მეფობის პერიოდში 1377 წელს. ჯიკჯი პირველი წიგნია, რომელიც ტიპოგრაფიული წესით დაიბეჭდა[1]. ამჟამად წიგნი ინახება პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 2001 წელს შევიდა იუნესკოს „მსოფლიო მეხსიერების“ რეესტრში[2].
წიგნის შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად წიგნს ეწოდა „პულჩო სიმჩხე ოჯოლ“, უწოდებენ, აგრეთვე „პულჩო ჯიკჯი სიმჩხე ოჯოლ“, „სიმო“, „სიმჩხე ოჯოლ“ „ჯიკჯი“, „ჯიკჯი სიმგონ“ „ჯიკჯი სიმჩხე“, „ჯიკჯი სიმჩხე იოჯოლ“. შესიტყვება „ჯიკჯი“ ნიშნავს: „თუ პირდაპირ ჩახედავ ადამიანს სულში, შეიძლება დაინახო, რომ ეს ბუდას სულია“.
ავტორი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ჯიკჯის“ ტექსტი დაწერა ბუდისტმა ბერმა პეგუნ ხვასანმა კორეს მეფობის ბოლო წლებში. პეგუნ-ხვასანი ავტორის ფსევდონიმია, ხოლო ბუდისტური სახელია - კიონხანი. პეგუნ-ხვასანი ბუდას მიმდევარი გახდა 1353 წელს 54 წლის ასაკში. ბერად მსახურობდა ქალაქ ხეჯუს ტაძრებში, ფოკუსირებდა ბუდიზმში ძენ-ის მიმართულებაზე. „ჯიკჯი“ პეგუნ-ხვასანის მთავარი ნაშრომი შექმნილია ახალგაზრდებისთვის ბუდიზმის - იმ დროისათვის კორეის ძირითადი რელიგიის - შესწავლის მიზნით.
შინაარსი და წიგნის სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ჯიკჯი“ შედგება 2 ტომისაგან და შეიცავს 307 თავს. წიგნის ძირითადი შინაარსია ბუდას და სხვა მასწავლებლების ქადაგებები, რომლებიც ხსნიან ამ რელიგიური სწავლების დედააზრს. გარდა ამისა წიგნში მოცემულია ინდოელი და ჩინელი ბერების ცხოვრების აღწერა.
ბეჭდვის ტექნოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ჯიკჯის“ ბოლო გვერდზე არის ინფორმაცია წიგნის გამოცემების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ წიგნი დაიბეჭდა ვანა უს მეფობის მეშვიდე წელს (1377 წლის ივნისი) ლითონის შაბლონების გამოყენებით ქალაქ ჩხონჯუს ხინდოქსის ტაძარში. დღეს ამ ადგილზე არის კორეის წიგნის ბეჭდვის მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია წიგნის ბეჭდვის პროცესის ყველა ძირითადი სტადია. წიგნები დაბეჭდეს პეგუნის მოწაფეებმა სოკ ჩხანმა და ტალ ჯამმა[3] 78 წლით ადრე, ვიდრე ევროპაში იოჰან გუტენბერგი გამოსცემდა პირველ ნაბეჭდ წიგნს ევროპაში.
ლითონის მოძრავი ტიპოგრაფიული შრიფტი რამდენადმე განსხვავდება ევროპაში მიღებული შრიფტისაგან და გაცილებით რთულიც იყო, რამდენადაც იმ დროს კორეაში გამოიყენებოდა ხანჩა - ადპტირებული ჩინურ დამწერლობა. თავდაპირველად მზადდებოდა სუფთა ცვილით დამუშავებული დაფა, ზედ ამაგრებდნენ გამოჭრილ ქაღალდს, რომელზეც სარკისებურად (ამობრუნებული) ფუნჯით იყო დაწერილი იეროგლიფები. შემდეგ ამ იეროგლიფებს ამოჭრიდნენ ცვილიდან, ცვილის დარჩენილ ზედაპირს გადალესავდნენ ცეცხლგამძლე თიხით და გამოწვავდნენ ღუმელში. ცვილი ჩამოიღვენთებოდა და ჩნდებოდა თიხის ფორმებიი (ყალიბი), სადაც ჩაასხამდნენ ლითონს. ასე მზადდებოდა ლითონის იეროგლიფები. ამ იეროგლიფებით სტრიქონ-სტრიქონ ადგენდნენ წიგნის ტექსტს. ყოველ სტრიქონში 18-20 იეროგლიფი იყო, ყოველ გვერდზე - 11 სტრიქონი. წიგნის ზომა - 24,6 x 17 სმ.
ვინაიდან წიგნის ბეჭდვა ახლად იდგამდა ფეხს, „ჯიკჯიში“ შეიძლება საბეჭდი დაზგის გარკვეული დეფექტების აღმოჩენა. ასე მაგალითად[4]:
- სტრიქონები არასწორია, გვერდით გადახრილი.
- იეროგლიფის ხაზების სისქე ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.
- ზოგიერთი იეროგლიფი, როგორიცაა „დღე“ (日) ანდა „ერთი“ (一), დაბეჭდილია სარკისებურად, ხოლო ზოგიერთი საერთოდ არაა დაბეჭდილი.
- ზოგიერთი გვერდიდან იეროგლიფები სრულიად სხვა გვერდებზეა გადატანილი.
- იეროგლიფების ირგვლივ ხშირია ლაქები.
ჯიკჯის შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წიგნების შენახვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდხანს თვლიდნენ, რომ ტიპოგრაფიული წესით დაბეჭდილი პირველი წიგნი იყო 1452-1457 წლების ი. გუტენბერგისეული „ბიბლია“. თუმცა ჩხუნჩხონ-პუკოს პროვინციაში 78 წლით ადრე დაბეჭდილი „ჯიკჯის“ აღმოჩენამ მეცნიერები ჩიხში მოაქცია.
XIX საუკუნემდე წიგნი ინახებოდა კორეაში, შემდეგ კორეის ფრანგმა კონსულმა კოლინ დე პლანსიმ ქვეყნიდან ძველ ნივთებთან ერთად გაიტანა წიგნები, რომელთა შორის იყო „ჯიკჯის“ ერთ-ერთი გამოცემის მეორე ტომი. 1911 წელს პლანსის კოლექცია აუქციონით გაიყიდა და მისი ნაწილი აღმოჩნდა ძველი წიგნების კოლექციონერის ანრი ვევერის ხელში, ხოლო 1950 წელს მისი ანდერძის თანახმად კოლექცია გადაეცა პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკას, სადაც დღემდე ინახება.
XX საუკუნის შუა წლებიდან მრავალი კორეელი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ტიპოგრაფიული შრიფტი კორეაში გაცილებით ადრე შეიქმნა, ვიდრე გერმანიაში. შუა საუკუნეების ცნობილი კორეელი პოეტი ლი გიუ ბო ამბობდა, რომ უკვე 1234 წელს მეტალის შრიფტს იყენებდნენ წიგნში „სავალდებული რიტუალების ძველი და ახალი ტექსტები“ - კრებული, რომელიც აღწერს სასახლის ცერემონიებს. თუმცა მეცნიერებს არ ჰქონდათ საკმარისი მტკიცებულებები. ამ ისტორიის გასაღებდ იქცა კორეელი მეცნიერის პაკ პიონ სონის მიწვევა პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელმაც სამეცნიერო ხარისხი სორბონის უნივერსიტეტში მიიღო. ეს ღონისძიება ეძღვნებოდა წიგნის საერთაშორისო დღეს, რომელიც აღინიშნა 1972 წელს.
დღეისათვის შერმორჩენილია მეორე ტომის 38 გვერდი, თუმცა არსებობს ქსილოგრაფიული ბეჭდვის რამდენადმე გვიანდელი გამოცემებიც, რომლებიც კორეაში ინახება. ეს საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ კორეის ბუდისტური მონასტრების არქივებში არის წიგნების სხვა ასლები. მრავალი წელია კორეელი მეცნიერები ეძებენ ამ წიგნებს.
სამხრეთ კორეა დიდი ხანია იბრძვის, სამშობლოში უნიკალური ისტორიული ექსპონატის დასაბრუნებლად. 1989 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა დადო პირობა, რომ კორეაში დააბრუნებდა ჯიკჯის, თუ კორეაში აშენდებოდა სწრაფმავალი რკინიგზა, მაგრამ პარიზის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უარი თქვა და ეს ინიციატივა ჩაიშალა[5].
ჯიკჯი დღეს
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წიგნი შევიდა კორეის ეროვნულ საგანძურში ნომრით 1132, ხოლო 2001 წლის 4 სექტემბერს იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მეხსიერების სიაში. 2004 წლიდან იუნესკომ დააწესა ჯიკჯის პრემია. როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ კორეაში „ჯიკჯი“ სროვნული კულტურისა და მეცნიერების სიმბოლოა. არსებობს ჯიკჯის მუზეუმიც.2003 წლის სექტემბერში გერმანიაში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია „Korea-Germany Early Printing Culture“[6]
ჯიკჯიმ კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაში არა მარტო თავისი არსებობით დატოვა კვალი. შეიქმნა ხელოვნების რამდენიმე ნიმუში, რომელიც მიეძღვნა ჯიკჯის: ოპერა „ჯიკჯი“[7], რეჯისორ ნამ იუსონის დოკუმენტური ფილმი „Metal Printing Types, The Greate Invention“ (ლითონის საბეჭდი ფორმები - უდიდესი აღმოჩენა)[8], მრავალი მცირე გამოფენა, ბიენალე და სხვ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Электронная версия Чикчи на сайте Национальной Библиотеки Франции
- Премия «Чикчи» ЮНЕСКО(ინგლისური)
- Описание на портале Korea.net დაარქივებული 2007-01-01 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Оцифрованное содержание «Чикчи» დაარქივებული 2016-10-17 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Сайт, посвящённый «Чикчи»(კორეული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The name of Jikji. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-09. ციტირების თარიღი: 27 октября 2006.
- ↑ List of the Memory of the World International Register. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2002-04-17. ციტირების თარიღი: 27 октября 2006.
- ↑ The 14th Century Korean Documentary Heritage, Nominated to the UNESCO Memory of the World Register. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2002-04-17. ციტირების თარიღი: 27 октября 2006.
- ↑ Printed book of Jikji. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. ციტირების თარიღი: 27 октября 2006.
- ↑ World Heritage Rights Versus National Cultural Property Rights: The Case Of The Jikji. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-17. ციტირების თარიღი: 27 октября 2006.
- ↑ Korea-Germany Early Printing Culture (pdf). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-17. ციტირების თარიღი: 27 октября 2006.
- ↑ Jikji opera. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. ციტირების თარიღი: 27 октября 2006.
- ↑ Jikji documentary. ციტირების თარიღი: 27 октября 2006.[მკვდარი ბმული]