შინაარსზე გადასვლა

ჯვარეთის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯვარეთის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ღრომში, ჯვარეთში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ეკლესია ნაგებია რიყის ქვით სქელ დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია წვრილი ქვით. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით. აფსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით ნიშებია მოთავსებული.

საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია შვერილებით. გრძივ კედლებზე შემორჩენილია პილასტრების ქვედა ნაწილები. თაღოვანი შესასვლელი დასავლეთიდანაა. სამხრეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით თითო სარკმელია გაჭრილი. დაზიანების გამო მათი ფორმები დაუდგენელია. კამარა და კონქი ჩამოქცეულია. მთლიანად არის ჩამონგრეული ჩრდილოეთი კედლის შუა ნაწილი და დასავლეთი ფასადის ზედა ნაწილი. ეკლესია ძლიერ არის დაზიანებული.

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 151-152