უკანასკნელი მოჰიკანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „უკანასკნელი მოჰიკანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ უკანასკნელი მოჰიკანი (მრავალმნიშვნელოვანი).
უკანასკნელი მოჰიკანი
The Last of the Mohicans
Last of the Mohicans, Merrill bear.jpg
1896 წლის გამოცემის გარეყდა
ავტორი ჯეიმზ ფენიმორ კუპერი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ჟანრი ისტორიული რომანი
გამომცემელი H.C. Carey & I. Lea
გამოცემის თარიღი თებერვალი, 1826

„უკანასკნელი მოჰიკანი“ — ამერიკელი მწერლის ჯეიმზ ფენიმორ კუპერის ისტორიული რომანი, რომელიც პირველად 1826 წლის თებერვალში გამოიცა. მწერალი მოგვითხრობს მოვლენებზე ამერიკულ ფრონტზე, სადაც მიმდინარეობს ომი ფრანგებსა და ინდიელებს შორის.

რომანი ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელების ცხოვრებას აღწერს. წიგნში ინგლისსა და საფრანგეთს შორის ინდიელთა მიწების დაპატრონებისთვის გაჩაღებული ომის ერთი ეპიზოდია აღწერილი. მთავარი გმირი, ნეტი ბამპო, იგივე ქორის თვალი, მისი ძმადნაფიცი ინდიელი ჩინგაჩგუკი და ამ ინდოელის შვილი უნკასი ომში ინგლისის მხარეს იბრძვიან. ავტორი იმ საოცარ ვაჟკაცობისა და თავდადების ამბავს აღწერს, რომელსაც ინდიელი მეომრები ინგლისის ციხისთავის ქალიშვილების დასახსნელად იჩენენ.

რომანი ბევრჯერ იყო ეკრანიზირებული; ერთ-ერთი ცნობილი ვარიანტია რეჯისორ მაიკლ მანის „უკანასკნელი მოჰიკანი“ (1992).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]