ჯანეტ აქიუზ მატეი
ჯანეტ აქიუზ მატეი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 2 იანვარი, 1943[1] |
დაბ. ადგილი | ბოდრუმი |
გარდ. თარიღი | 22 მარტი, 2004[1] (61 წლის) |
გარდ. ადგილი | ბოსტონი |
მოქალაქეობა |
აშშ თურქეთი |
საქმიანობა | ასტრონომი |
ალმა-მატერი | ვირჯინიის უნივერსიტეტი, ბრანდეისის უნივერსიტეტი და Ege University |
ჯილდოები | George Van Biesbroeck Prize[2] და Jackson-Gwilt Medal |
ჯანეტ აქიუზ მატეი ( თურქ. Janet Akyüz Mattei ; დ. 2 იანვარი, 1943 – 22 მარტი, 2004) — თურქი-ამერიკელი ასტრონომი, ცვალებადი ვარსკვლავების დამკვირვებელთა ამერიკული ასოციაციის (AAVSO) დირექტორი 1973 წლიდან 2004 წლამდე.
ჯანეტი დაიბადა ებრაულ ოჯახში თურქეთის ქალაქ ბოდრუმში [3] . მან საშუალო განათლება მიიღო იზმირში, ამერიკის კოლეგიურ ინსტიტუტში. უმაღლესი განათლების მისაღებად ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ჩაირიცხა ბრანდეისის უნივერსიტეტში უოლტამში (მასაჩუსეტსი) . უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დორით ჰოფლეიტმა მუშაობა შესთავაზა მარია მიტჩელის ობსერვატორიაში ნანტაკეტში. 1970 წლიდან 1972 წლამდე მუშაობდა ლეანდერ მაკ კორმიკის ობსერვატორიაში შარტლოტსვილში. მიიღო ხელოვნების მაგისტრის ხარისხი ასტრონომიაში ვირჯინიის უნივერსიტეტიდან 1972 წელს, ხოლო . 1982 წელს გახდა იზმირის ეგეოსის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მფლობელი ასტრონომიაში. მატეი 180-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია ცვალებადი ვარსკვლავების შესახებ. მსახურობდა AAVSO-ს ხელმძღვანელად სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, იგი კოორდინაციას უწევდა მოყვარული ასტრონომების მიერ ცვალებად ვარსკვლავებზე დაკვირვების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის შეგროვებას. იგი ჩართული იყო მრავალ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს მოყვარული და პროფესიონალი ასტრონომების ურთიერთთანამშრომლობას.
მატეის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო თავის სფეროში, მათ შორისაა: 1987 წელს საფრანგეთის ასტრონომიული საზოგადოების მედალი, 1993 წელს ჯორჯ ვან ბისბრუკის პრემია ამერიკის ასტრონომიული საზოგადოებისგან, ამავე წელს ლესლის პრემია ასტრონომიული ლიგისგან, 1995 წელს ჯოვანი ბატისტა ლაკინის პრემია სამოყვარულო ასტრონომებთან თანამშრომლობისთვის Unione Astrofili Italiani-გან, 1995 წელს ჯექსონ გვილტის მედალი ბრიტანეთის სამეფო ასტრონომიული საზოგადოებისგან. ჯანეტის საპატივსაცემოდ 11695 ასტეროიდის უწოდეს Mattei.[4]
2004 წლის 22 მარტს ჯანეტი გარდაიცვალა ბოსტონში ლეიკემიის შედეგად.[5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Find a Grave — 1996.
- ↑ https://aas.org/grants-and-prizes/george-van-biesbroeck-prize
- ↑ The Janet Mattei Gravesite", AAVSO, Volume 33, 2005, p. 149.თარგი:Недоступная ссылка
- ↑ "11695 Mattei (1998 FA74)". Minor Planet Center. Retrieved 5 December 2018.
- ↑ Janet Akyuz Mattei, Astronomer, Dies at 61. The New York Times