ჯანდაცვა თურქმენეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
36 კილომეტრიანი "ჯანმრთელობის ბილიკის" შესასვლელი

ჯანდაცვა თურქმენეთშითურქმენეთში ჯანდაცვა განვითარების დაბალ დონეზეა, რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის საფარმურატ ნიაზოვის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო, რომლის შედეგები სრულად არ იქნა აღმოფხვრილი. ნიაზოვის პრეზიდენტობის პერიოდში, Amnesty International– ის, გარდამავალი საზოგადოების ევროპული ჯანმრთელობის ცენტრისა და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის ანგარიშიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის სისტემა სავარაუდოდ, მთლიანად განადგურდა.[1][2][3][4]

ჯანდაცვა ნიაზოვის დროს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტატისტიკური მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოეთის პრემიერ მინისტრი შრი ნარენდრა მოდი ტრადიციული მედიცინისა და იოგას ცენტრის გახსნის ცერემონიაზე აშხაბადში, თურქმენეთი.( 2015 წლის 11 ივლისი)

ნიაზოვის პრეზიდენტობის პერიოდში სერიოზული კრიზისი იყო ჯანმრთელობაში: 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თურქმენეთის მთავრობამ ჯანდაცვის სისტემის მასშტაბური შემცირება მოახდინა, აკრძალა ინფორმაციის შეკრება და გავრცელება  რაც ხელს შეუწყობდა მომაკვდინებელ დაავადებებთან ბრძოლას .ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ 2002 წელს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 62,7 წლამდე დაეცა, რაც 16 წლით ნაკლებია ევროკავშირის იგივე მაჩვენებელთან შედარებით და ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის.[5]

იმ პერიოდში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა იყო 76  ახალშობილზე. 1991 – დან 2002 წლამდე თურქმენეთში  ნარკომანიის ბუმი იყო: ოპიატების მოხმარება 17 – ჯერ გაიზარდა, ხოლო ნარკომანთა რიცხვმა 1% –ს მიაღწია. ამავე დროს ქვეყანაში გაიზარდა პროსტიტუცია: ახალგაზრდა მეძავების დაახლოებით 70% იღებდა ჰეროინს და დაავადდა აივ / შიდსით.[6]

მასობრივი შემცირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლის 4 მარტს ნიაზოვმა  15,000 საშუალო რგოლის სამედიცინო მუშაკის (მედპერსონალი, ბებიაქალი, ექთანი და ექთანი) შემცირება ბრძანა. მისი ნაბიჯი აიხსნებოდა იმ ფაქტით: ვინაიდან   ექიმების მომზადებაზე დიდი თანხები იხარჯებოდა, ექიმი ხდებოდა ვალდებული მთლიანად უზრუნველყო ავადმყოფის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. სამსახურიდან გათავისუფლებულები ახალწვეულებმა შეცვალეს. 2005 წელს გააუქმდა აბსოლუტურად ყველა სოფლის  საავადმყოფო.  ნიაზოვი ამას ხსნიდა იმ გარემოებით , რომ ყველა, ვინც პროვინციებში დაავადდებოდა, ქალაქებში უნდა ემკურნალა.  სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა  მხოლოდ  სამხედრო ნაწილებში იყო შესაძლებელი.  საავადმყოფოები მხოლოდ აშხაბადში მდებარეობდა.[3]

ეპიდემიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიაზოვის გადაწყვეტილებით აიკრძალა ინფექციური დაავადებების ნებისმიერი მოხსენება მედიაში, მათ შორის ქოლერასა და შიდსზე.  ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2004 წელს და ატარებდა სამედიცინო თანამშრომლებისთვის მიცემული საიდუმლო ინსტრუქციის ხასიათს. ითვლება, რომ 2004 წლის ზაფხულში, ამასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ დამალა ინფორმაცია ქვეყანაში ჭირის მძვინვარების შესახებ. შესაბამისად, უფლებადამცველები ნიაზოვს ადანაშაულებენ საზოგადოებისგან სტატისტიკური მონაცემების დამალვაში.  მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა ვერ შეძლო ამგვარი რეფორმების აღკვეთა.

თურქმენეთის მთავრობამ ოფიციალურად უარყო აივ / შიდსის გავრცელება, თუმცა უფლებადამცველებმა აღნიშნეს ნარკომანიის ბუმი: საერთაშორისო ორგანიზაციებმა განაცხადეს ეპიდემიის საშიშროების შესახებ. მათი აზრით, ნარკოტიკების მოხმარების ზრდა შეიძლება ასოცირდებოდეს მთავრობის მიერ ნარკომანიის კრიზისის იგნორირებასთანა ან ნარკორეალიზატორებთან მათ კავშირებთან. ამასთან, ნიაზოვის დროს არსებობდა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სამსახური, რომლის საქმიანობასაც მაღალი შეფასება ჰქონდა.[3]

პოზიტიური ნაბიჯები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიაზოვის მიერ გადადგმული პოზიტიური (კონსტრუქციული) ნაბიჯებიდან გამოირჩევა აშხაბადში თანამედროვე სამედიცინო ცენტრების მშენებლობა.  გაიხსნა 36 კილომეტრიანი „ჯანმრთელობის ბილიკი „ კოპეტ-დაგის მთების გასწვრივ: ნიაზოვმა დაავალა ყველა ოფიციალურ პირს, პარლამენტის წევრებსა და მინისტრებს წელიწადში ერთხელ განეხორციელებინათ  გამაჯანსაღებელი გარბენი ახალგაზრდებისათვის  მაგალითის მისაცემად. ასევე მისი მითითებით ქვეყანაში არსებული მთის მდინარეების სუფთა წყალი მხოლოდ სასმელი დანიშნულებისათვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ზოგიერთ ბრძანების მიხედვით, ასევე აკრძალული იყო  თამბაქოს მოწევა ყველა დაწესებულებასა და საზოგადოებრივ ადგილებში (მათ შორის ნასვაის გამოყენება).[7]

ჯანდაცვის მინისტრი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი, თანამედროვეების თქმით, ხშირად სტუმრობდა საავადმყოფოებსა და ჰოსპიტალებს ღამით. იგი პირადად ამოწმებდა თუ როგორ მიდიოდა მუშაობა.

ბერდიმუჰამედოვის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიაზოვის გარდაცვალებამ 2006 წელს  დემოკრატიული რეფორმების განხორციელების იმედს იძლეოდა, რაც ხელს შეუწყობდა  ჯანმრთელობის არსებული კრიზისისა და ინფორმაციული ბლოკადის გარღვევას. მემკვიდრე იყო ჯანმრთელობის მინისტრი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი, რომელზეც ძირითად იმედებს ამყარებდნენ.  მან 2010 წელს  ჩაატარა უახლესი მიღწევების სამედიცინო გამოფენა "თურქმენეთის დიდი აღორძინების ხანა და ჯანდაცვის სისტემის ტრანსფორმაცია - 2010 წ.", ამ  მოვლენასთან დაკავშირებით აშხაბადში ჩავიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორი  ჟუჟანა იაკაბი,. 2010 წელს, ქვეყნის მასშტაბით, 20 სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა ან ექსპლუატაციაში გაშვება მოხდა, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 0,5 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

მიუხედავად მედიის განცხადებისა ჯანდაცვის განვითარების მხრივ მიღწევის შესახებ, ადგილობრივი მოსახლეობა ამტკიცებდა, რომ ბერდიმუჰამედოვის მუშაობის 4 წლის განმავლობაში მთლიანობაში სიტუაცია არ შეცვლილა - სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა მხოლოდ საზღვარგარეთ ხორციელდებოდა თურქმენულ ან რუსულენოვანი ინსტრუქციების გარეშე.  კვალიფიკაციის ასამაღლებლად მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირები იგზავნებოდნენ , რომლებიც იდეოლოგიურად ლოიალურად იყვნენ განწყობილები პრეზიდენტის მიმართ.  ორგანიზაციის „ექიმების საზღვრების გარეშე“ წევრების განცხადებით, 2010 წელს ბერმუჰამედოვმა  ინფექციური დაავადებების განხილვაზე არსებული აკრძალვა არ მოხსნა.

თურქმენეთში ამჟამად სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია: გულსისხლძარღვთა დაავადებები, სიმსივნე და რესპირატორული დაავადებები. ამას ხელს უწყობს ცუდი კვება, წყლისა და ჰაერის დაბინძურება (განსაკუთრებით ჩრდილო – აღმოსავლეთით მდინარე ამუდარიასა და არალის ზღვის მახლობლად).2007 წელს  აივ / შიდსის გავრცელების ძირითად მიზეზად ნარკოტიკებით ვაჭრობა ითვლებოდა.[8]

2016 წლისთვის სიცოცხლის ხანგრძლივობა მამაკაცებისთვის 65 წლამდე გაიზარდა, ხოლო ქალებისთვის 72 წლამდე. იმავე წლის იანვარში ბერდიმუჰამედოვმა მთლიანად აკრძალა ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა: კანონის დამრღვევს 6 900 მანათის ჯარიმა ემუქრებოდა. ამავდროულად, თურქმენეთის ჯანსაღი საზოგადოების უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის უფროსი ატადურდი ოსმანოვი გაათავისუფლეს  2016 წლის 5 იანვარს თამბაქოს მოწევასთან ბრძოლის კამპანიის წარუმატებლობის გამო და წოდებით ჩამოაქვეითეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Turkmenistan". WHO. 2018. Retrieved 25 November 2018.
  2. Turkmenistan country profile. Library of Congress Federal Research Division (February 2007). This article incorporates text from this source, which is in the public domain.
  3. 3.0 3.1 3.2 Туркменистану грозит кризис здравоохранения. EURASIANET.org (13 ივნისი 2005).(რუს.) მიმართვის თარიღი: 9 ნოემბერი 2020
  4. Айша Бердыева, Дурды Назаров, Виталий Волков. Туркмения развивает "потемкинское" здравоохранение[მკვდარი ბმული]. Deutsche Welle (29 ივლისი 2010). მიმართვის თარიღი: 9 ნოემბერი 2020.
  5. "Hope for health in Turkmenistan?". Lancet. 20 June 2009. Retrieved 25 November 2018.
  6. "Turkmenistan healthcare in coma"[მკვდარი ბმული]. Fergana News. 26 September 2017. Retrieved 25 November 2018.
  7. "Walk of Health". Atlas Obscura. 2007. Retrieved 25 November 2018.
  8. "Turkmenistan president outlaws all sale of tobacco products, effectively banning smoking altogether". Independent. 16 January 2016. Retrieved 3 April 2016.